» » სულიერი განვითარება და ეგრეგორული სისტემები
ეზოთერიკა / Slide

სულიერი განვითარება და ეგრეგორული სისტემები

სულიერი განვითარება და ეგრეგორული სისტემებიეზოთერიაში უამრავი სხვადასხვა სისტემები არსებობს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ადამიანი, რათა იპოვოს საკუთარი თავი და რეალიზდეს... არსებობს უამრავი სკოლა თუ ცენტრი, სადაც მიმდინარეობს ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობა ამ მიმართულებით... თუმცა, თავად ცნობიერების ტრანსმუტაცია, ანუ ინიციაციის, განვითარების საფეხურები მიიღწევა უშუალოდ „მე და ღმერთის“ მონაწილეობის პრინციპით მხოლოდ. ამ გზაზე მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდუალური ცნობიერება არ მოექცეს მუდმივი „კაიფის“ მდგომარეობაში, რა შემთხვევაშიც მიიჩნევს, რომ „სწორ გზაზე დგას“ და ნაპოვნი აქვს ნიშა, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. აქ უნდა დააკვირდეს კაცი, რომ სისტემას მიუძღვნა თავი, რადგანაც სწორედ ეს „კაიფის“ (ხიბლის) მდგომარეობა გახლავთ ეგრეგორული სისტემის ქვეშ მოქცეული ცნობიერების თვისობრიობა, როცა ის ხდება ეგრეგორის ენერგეტიკულად მკვებავი ბატარეა და ამ კონკრეტული ეგრეგორის დაფარვის ზონაში კონკრეტული ეგრეგორული სიხშირის გამავრცელებელი, ტრანსლატორი ამავე დროს...

სწორედ ასე და ამგვარად იქმნებიან ეზოთერულ რეალობაში მენტალური და ფსიქოემოციური ხაფანგები სკოლების, ცენრების, კლუბების, სექტების, რელიგიური ინსტიტუციებისა და სხვადასხვა ეგრეგორების სახით, რომლებიც ითრევენ განვითარებისთვის მოწადინებულ ინდივიდებს თავის ენერგეტიკულ მორევში და ტოვებენ ერთ კონკრეტულ საფეხურზე, რომელი მდგომარეობაც, რაც არ უნდა განვითარებული იყოს, მაინც დესტრუქციულ მოქმედებას იწყებს ადამიანისთვის, რადგანაც განვითარებაში სტატიკა „არ მოსულა“ და მუდმივ დინამიურობას ითხოვს...

სწორედ ამიტომ - ყველაფერი კარგია მანამ, სანამ ის დინამიკაშია, ხოლო რაჟამს ემჩნევა, რომ ეგრეგორულ სისტემად ყალიბდება და სტატიკურ მოცემულობაში გადაიზრდება, მაგ მომენტიდან ინდივიდისთვის უმჯობესია, დატოვოს ერთი კონკრეტლი მოცემულობა და გადადგას შემდეგი ნაბიჯი განვითარების კიბის უფრო მაღალ საფეხურზე... ასევეა შესაძლებელი და ოპტიმალური, უკვე კარგა ხნის წინათ ჩამოყალიბებული და უკვე არსებული ძლიერი ეგრეგორული სისტემების დროებით გამოყენება განვითარების ერთ კონკრეტულ მონაკვეთში, მაგრამ არა მუდმივად.

თუ გსურთ განვითრება, უნდა იმოძრაოთ! თუ გსურთ განღმრთობა, არ უნდა ჩარჩეთ ეგრეგორებში! თუ გსურთ წინსვლა, თამამად უნდა გადადგათ შ ე მ დ ე გ ი ნაბიჯი!..
ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

„ასტროლოგიური საათი“ - რადიო „აფხაზეთის ხმაზე“

...

ასტროლოგია და რელიგია

...

ჩვენი მისამართია...

წმინდა სამება და ადამიანური სამი ჰიპოსტასის განვითარების 3 ეპოქა

Guide to cats and kittens