» » კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროპროგნოზი / Slide

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზიამ კვირის მთავარი ასტროლოგიური მოვლენაა მძიმე და ხისტი თხის რქიდან ჰაეროვან მერწყულში მარსის გადასვლა. ეს ფაქტი უნდა შეფასდეს, როგორც ვარსკვლავური გარემოს გაუმჯობესება. რაც მთავარია, საბოლოოდ სრულება უკიდურესად კონფლიქტური ასპექტი ურანთან, რომელიც სერიოზულად გვაგდებდა კალაპოტიდან ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის პირველ რიცხვებში.
ჩვენ ყველა ცხადად ვიგრძნობთ მერწყულში მარსის განსახვავებულ ენერგეტიკას - პირველ რიგში, ის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას მოითხოვს არა მხოლოდ სიტყვიერ დონეზე. დამოუკიდებლობა ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი ატრუბუტია და, რა თქმა უნდა, ყველანაირი შეზღუდვა ნეგატიურად აღიქმება.
ამ ნიშანში მარსი უფრო ინტელექტუალური ხდება. მისი საქმიანობა შეიძლება მიმართული იყოს ზოგადსაკაცობრიო, ჰუმანისტურ ფასეულობებზე. ამ მიზეზით, შესაძლებელია, რომ 19 დეკემბრამდე მთელი პერიოდი საზოგადოებრივი აქტივობა იყოს მომატებული. ბევრს გაუჩნდება სურვილი - მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციის ღონისძებებში, ჯგუფურ საქმიანობაში, ან უბრალოდ სოციალურ აქტივობებში.
მარსის გადასვლა მერწყულში - განსაკუთრებით მნიშვნელივანია მერწყულებისთვის. ამ ნიშანში მარსის მოძრაობა, ერთის მხრივ, ნიშნავს ძალების მოზღვავებას, ნებისყოფის ზრდას, რაც ხელს უწყობს მათ მომავალ გამარჯვებებს. ეს ეხება ყვალა მერწყულს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც იანვარშია დაბადებული.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მარსი ტრავმატიზმის, ომისა და კამათის პლანეტაა. ამიტომ, მერწყულის ოპოზიციური ნიშნისთვის, ლომისთვის, ეს პოზიცია შეიძლება აღმოჩნდეს დისკომფორტული, ლომები, შესაძლოა, იძლებულნი გახდნენ, ჩაებან კამათში, პაექრობაში და, რაც მთავარია, სხვისი წესებით თამაშში. ეს ეხება განსაკუთრებით იმ ლომებს, რომლებიც ივლისში არიან დაბადებულნი. თუმცა, შესაძლებელია ლომებმაც, ისევე როგორც მერწყულებმა, ძალიან პროდუქტიურად გამოიყენინ ეს პერიოდი.
კუროსა და მორიელისთვის მარსის გადასვლა მერწყულში მძიმე მუშაობის პერიოდს, უკიდურესად დატვირთულ გრაფიკსა და გადაღლას აღნიშნავს. თუმცა შესაძლებელია, სწორედ ეს პერიოდი გახდეს მომავალი წარმატებების წინაპირობა. მართალია მერწყულში მარსის დატვითვები ვერ შეედრება მარსის დატვირთვებს თხის რქაში, მაგრამ მარსი მაინც მარსია. განსაკუთრებით ეს პირველ დეკადაში დაბადებულ კუროებსა და მორიელებს ეხება.
მინდა, მორიელებს ყურადღება გავამახვილებინო ერთ გარემოებაზე, ვინაიდან ისინი განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ერთის მხრივ, მარსი გადადის ოპოზიციურ ნიშანში, მეორეს მხრივ, გრძელდება ლილიტის ტრანზიტი მორიელში და, ამ კვირაში, ლილიტთან მზის შეერთება ემოციურ მდგომარეობას ამძიმებს. ამიტომ, რჩევა მორიელებს - არ გაებათ კონფლიქტურ სიტუაციებში. საქმე ის არის, რომ აქ გვხვდება ორი ტიპს მორიელი - ზოგი ვარდება სასოწარკვეთაში, საკუთარი თავის სრული უვარგისობის განცდა აქვთ, რაც, რა თქმა უნდა, არ შეეფერება რეალობას, ზოგს კი პირიქით - ავადმყოფურად გაზრდილი ეგოს გამო ეჩვენება, რომ სამყარო უსამართლოდ ექცევა და, ამის გამო, კონფლიქტურ სიტუაციებში ხვდებიან. ორივე შემთხვევაში, ეს თქვენი სუბიექტირი განცდაა და არავითარი კავშირი რეალობასთან არ აქვს. აქ საჭიროა სიფრთხილე, რათა სამომავლოდ არ გაიფუჭოთ საქმე. და კიდევ: ყურადღებამისაქცევია ჯამრთელობა, არა მარტო მორიელებისთვის, ზოგადად იმ ადამიანებისთვის, ვისაც მორიელი აქვთ გამოკვეთილი რუკაში.
კიდევ ერთი ასტროლოგიური მოვლენა - 12 ნოემბერს, კვირის ბოლოს, ვენერა ნათელი მშვილდოსნიდან თავშეკავებულ, ხისტ და საქმიან თხის რქაში გადადის. საქმიანი, სამსახუროებრივი ურთიერთობებისთვის ეს ძალიან პოზიტიური მომენტია, მაგრამ პირადი ურთიერთობებისათვის ცოტა ცივი მდებარეობაა. თხის რქა ემოციურად ძუნწია, პირად ურთიერთობებს კი ემოციები სჭირდება. მართალია, ამ პოზიციას ერთი დიდი პლუსი აქვს - ამ პერიოდში შესაძლებელია ძალიან სერიოზული და სტაბილური კავშირები შეიქმნას, მაგრამ ნაკლებად ემოციური.
7 ნოემბერი - პოზიტიური დღეა. გაზრდილია გამართლებისა და დახმარების ალბათობა საქმეებში.
8 ნოემბერი - 17:54 სთ-დან უკურსო მთვარეა. მანამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოზიტიური დღეა.
9-10 ნოემბერი - არის საშიშროება, დაზარალდეთ გაუგებრობისგან, დაბნეულობისგან, წამლის არასწორი დოზირებისგან. ასევე იმედგაცრუებამ, ინტრიგებმა და/ან გაუგებრობამ საქმიან სიტუაციაში, შესაძლებელია, იმედები გაგიცრუოთ.
ასევე 9 ნოემბრის საღამო - მთვარე-სატურნის კონფლიქტის ფონზე, შეიძლება ვთქვათ, რომ გაუმართლებლობის საღამოა - დაგვიანებები, უსიამოვნო გარემოებები, ავადმყოფობა (ან ჩვენი, ან სხვისი).
11-12 ნოემბერი - ამ დრეებში იზრდება კონფლიქტურობა, ავარიულობა, საყოფაცხოვრებო ტრავმატიზმი (ჭრილობები, დამწვრობები, ტრავმები). ეცადეთ, რომ ამ დღეებში აკონტროლოთ საკუთარი ემოციები, არ უპასუხოთ პროვოკაციებს, თავი აარიდეთ სახიფათო სპორტსა და დასვენებას.
ასევე შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს ვენერა თხის რქაში გადადის. ეს კი, კიდევ დამატებითი დაძაბულობის ფაქტორს ქმნის.
ასევე 12 ნოემბერს - მთვარე-ურანის შეერთება გველოდება ვერძში. ერთის მხრივ, შესაძლებელია უეცარი, შოკური მოვლენები, ურთიერთობების გაწყვეტა, მეორეს მხრივ, ასევე შესაძლებელია საქმიანი და პირადი ცხოვრების განახლება, ახალი პროექტები თუ წინადადებები. მაგრამ, თუ რამე პოზიტიური ხდება ამ დღეს, ეს იქნება დღის პირველ ნახევარში, ვინაიდან 16:45 სთ-დან მთვარე უკურსოა.
13 ნოემბერი - მთვარე-მარსის კონფლიქტურ ასპექტს მოაქვს აგრესიისა და გაღიზიანებადობის ზრდა, საყოფაცხოვრებო ტრავმატიზმი, კონფლიქტურობა პირად და საქმიან ურთიერთობებში. ასევე ავარიები, რომლებიც განპირობებულია ადამიანური ფაქტორით. ხდება დაძაბულობის პროვოცირება ტრანსპორტის ყველა სახეობაში და, ზოგადად, იზრდება საშიშროება ტრანსპორტისაგან. ასევე ტიპიურია განქორწინებებისთვის და ურთიერთობის გახლეჩვისათვის.

უკურსო მთვარის საათები:
8.11. 17:54 - 9.11. 1:45
11.11. 3:16 - 11.11. 5:45
12.11. 16:45 - 13.11. 6:24


შეგახსენებთ, რომ უკურსობის პერიოდში მთვარე „ისვენებს“. ამის გამო, ყველა საქმე, რომელიც გარე სამყაროსთან ურთიერთობას გულისხმობს, როგორ წესი, არ გამოდის. ასევე, ამ პერიოდში გაფანტულია ყურადღება, ამის გამო ხდება ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, ადამიანები სამსახურებში ყველაფერს მიედ-მოედებიან, გარდა საქმისა. ამ პერიოდში მიღებული ნებისმიერი წინადადება არის ან უპერსპექტივო, ან ნაადრევი და მოუმზადებელი. არ არის სასურველი ქირურგიული ოპერაციების დანიშვნა.

სამედიცინო რეკომენდაციები
7.11 - 8.11- დაუშვებელია ოპერაციები სახსრებზე, სამკურნალო პროცედურები ფეხებზე, ართრიტის, ნერვული სისტემის, გრძნობათა ორგანოების მკურნალობა. სუსტი ადგილია თვალი.
ვისაც ნერვული სისტემის პრობლემები აქვს - უკონტროლო ენერგიის გამოთავისუფლებისა და ნერვული დაძაბულობების პერიოდია.
ამ დღეებში წყლის პროცედურებს მოაქვს ძალიან კარგი შედეგები.
თავი უნდა შევიკავოთ სასმელისგან და ახალი მედიმეკანტებისგან. მკურნალობის არატრადიციული მეთოდები კარგ შედეგებს მოგვცემს.
დაავადების დიაგნოსტირება ამ დროს სირთულეებთან არის დაკავშირებული.
შესაძლოა იმ დაავადებების გართულება, რომლებიც დაკავშირებულია სიხხლის მიმოქცევასთან, მხედველობასთან, ტრომბოზთან.
ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ეპილეფსია, ნევრასთენია, მიდრეკილება გულის წასვლისკენ, მიზანშეწონილია წინასწარ მიიღონ ზომები.
დაუშვებელია ოპერაციები - ვენების, ფლებიტის, თრომბოფლებიტის, წვივის არეში. თუ შესაძლებელია, თავი ავარიდოთ ოპერაციებს - აპენდიციტის, ტვინის, ნერვული სისტემის და იმ ორგანოების, რომლებიც განაგებენ წნევას.
9.11-10.11 - მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის მიღებას, განსაკუთრებით ალკოჰოლური სასმელების. მგრძნობიარეა თირკმელები.
ასევე შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამწვავება. დაუშვებელია ოპერაციები და პროცედურები გრძნობათა ორგანოებზე, ღვიძლსა და ფეხებზე.
არ გადატვირთოთ ფეხები ხანგძლივი სიარულით. ასევე არსებობს სოკოვანი დაავადებების რისკი.
არ ჩაიტაროთ ფეხის მასაჟი, ჰიდროთერაპია, არ მიიღოთ ნარკოტიკული და მედიკამენტოზური პრეპარატები - თქვენთვის ჩვეულებრივი სტანდარტული დოზაც კი შეიძლება გადაჭარბებული, ტოქსიკური და ფატალური აღმოჩნდეს.
არ არის რეკომენდირებული ოპერაციები ტერფებზე და ლიმფურ სისტემაზე.
11.11 - 12.11 - ამ პერიოდში დაუცველია თავი. ამიტომ, არ არის რეკომენდებული ოპერაცია თავისა და სახის არეში, მათ შორის პლასტიკური. არ არის რეკომენდებული ტვინის, თვალების, ყურების, პირის, ენის, ზედა ყბის კბილებისა და ნიკაპის არეში ოპერაციები.
მ დღეებში, არ გირჩევთ თმის შეჭრსა და კბილის ამოღება/მკურნალობას. ასევე, ნებისმიერ პროცედურას ყურებთან. შესაძლოა თავის ტკივილები.
მთვარე ვერძში - პერიოდია, როცა აღზნების რეაქცია დომინირებს დამუხრუჭების რეაქციაზე. ამიტომ, ეს არის ხელსაყრელი დრო, რათა ფიზიკური დატვირთვებით და სპორტით დაკავდეთ.
13.11 - არ არის რეკომენდირებული საერთოთ არანაირი ქირურგიული ჩარევა.

ლია ბარათაშვილი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

მაგიური პროგრამები, მათი სიმპტომატიკა, წარმომავლობა და გამოსავალი

...

წყვილი ციფრები საათზე - ნუმეროლოგია

Guide to cats and kittens