» » მაგიური პროგრამები, მათი სიმპტომატიკა, წარმომავლობა და გამოსავალი
ეზოთერიკა

მაგიური პროგრამები, მათი სიმპტომატიკა, წარმომავლობა და გამოსავალი

 მეგობრებო, ამ სტატიით გვსურს ვისაუბროთ მრავალი ასეულობით (დიახ, ასეულობით) საუკუნის მანძილზე ადამიანისა და სოციუმის იმ ძირითად მამოძრავებელ თუ შემაფერხებელ მიზეზებზე, რასაც მაგიური პროგრამების მოქმედება ჰქვია როგორც ინდივიდუალურად ადამიანის ცხოვრებაში, ასევე ადამიანთა ჯგუფებისა და მეტიც - სახელმწიფოების არსებობაში...

ზოგადად მაგია, როგორც ასეთი, გახლავთ ისეთივე კანონზომიერი და ბუნებრივი მოვლენა მთელ სამყაროში, როგორიცაა გრავიტაცია, მასა, ფორმა და დანიშნულება...

ადამიანი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, მაგიურ პროგრამირებას მისი არსებობის ყოველ წუთსა და წამს ახორციელებს, რადგან გონება, ემოცია და სხეული - ეს ერთი პიროვნების სამწევრიანი მთლიანობაა ისევე, როგორც ქრისტიანულ რელიგიაში მამა, ძე და სულიწმინდა, რომლის მსგავსადაც ადამიანის სიცოცხლის ფორმაა შექმნილი... სწორედ ეს დეტალია გაჟღერებული მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, როცა იგი ბრძანებს, რომ რომც გაიფიქრებთ ცოდვას, ფიქრის დონეზეც კი ჩადენილად, ნამოქმედრად ითვლება საქციელი. დიახ, ფიქრი - ეს ის ფსიქიკური ენერგიაა, რომელიც ნატიფ მატერიალურ დონეზე ქმნის აზრფორმის სახით პროგრამას, რომელი ნატიფი სივრციდანაც ხილულ მატერიაში პროგრამის შესაბამისად, ოდესმე, ყოველთვის მყარდება...

ამის შესახებ წერს ზუსტად ქართველი ოკულტისტი და მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი თავის სტატიაში „პრაქტიკული ოკულტიზმის 9 წესი“. მოვიყვანთ ციტატას: „1. მთელი ოკულტიზმი დგას სამ ძირითად საფუძველზე: წარმოსახვა, ემოცია და გრძნობა. თუ რომელიმე ამ სამიდან არასაკმარისია, შედეგი არ მიიღება. ყველაფერი სხვა - სიტყვები, ჟესტები, ინსტრუმენტები... მხოლოდ კონცენტრაციის გასაძლიერებლად გამოიყენება და თუ გაქვს გამოცდილება და უნარი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე მიიღებ შედეგს.“ (იხ. ბმული: http://geoastro.ge/658--9-.html )

ასე და ამგვარად, უკვე ცხადია, თუ რასთან გვაქვს საქმე - ადამიანი დაბადებიდან გახლავთ მაგი!.. და ამიტომ, ყოველი ჩვენი აზრი, ემოცია და ფიზიკურ დონეზე შეგრძნება, აფორმირებს კონკრეტულ პროგრამებს, რომლებიც, შემდეგ, ცხოვრებაში ცხადად რეალიზდება ხოლმე და მიიღება მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის შესაბამისი მიმდინარეობაც. მაგრამ აქ აუცილებლად უნდა ვაქცენტირდეთ ასეთი პროგრამების შეგნებულად შექმნაზეც და მიმაგრებაზეც ადამიანზე, რადგან აქ უკვე საქმე გვაქვს შეგნებულ მაგიურ თავდასხმასთან, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ ხოლმე, როგორც წესი, მაგიური პროგრამის დამკვეთის კონკრეტული მოტივი, რომლითაც მიმართავს სპეციალისტს (ჯადოქარს ან მაგს), რათა მიიღოს კონკრეტული სარგებელი სხვა ადამიანთან ურთიერთობაში, საქმიანობაში თუ სხვა (თუ რას ნიშნავს მაგი, ამის შესახებ გთავაზობთ სტატიის ბმულს: http://geoastro.ge/675--.html )...

ასეთ არასასურველ მაგიურ თავდასხმას გააჩნია თავისი კლასიკური სიმპტომატიკაც:

1) არაბუნებრივი დაღლილობის გრძნობა;

2) ჭარბი ძილიანობა, ან პირიქით - ძილის პრობლემები;

3) უმიზეზო აგრესიულობა (როცა საბაბებს ეძებს ადამიანი, რომ კონფლიქტში შევიდეს);

4) თავის არეში ყრუ ტკივილები (ზოგჯერ, კონკრეტული ორგანოებისაც, გააჩნია, პროგრამა რა ორგანოს აზიანებს);

5) უეცარი და უმიზეზო ავადმყოფობები, პულსის აჩქარება, გულის არაქრონიკული დაავადებები;

6) გონებაგაფანტულობა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, შრომისუუნარობა;

7) ე. წ. სასიყვარულო პროგრამის დადებისას, ქალი ან მამაკაცი არაბუნებრივ მიზიდულობასა და მიჯაჭვულობას განიცდის კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელთან კავშირიც მაგიურად არის პროგრამირებული;

8) ყოფით დონეზე, უეცარი ფიზიკური ტრავმების მიღება, ტრავმების სიხშირე, ან ტრავმების მიღების სიტუაციები, რომლებსაც, შესაძლოა, გადაურჩეს კიდეც ხოლმე ადამიანი;

9) „წარმატებული“ სასიკვდილო მაგიური თავდასხმის დროზე ვერაღმოჩენის შემთხვევაში კი - ფატალური დასასრული...

ეს, რა თქმა უნდა, სრული ჩამონათვალი არ გახლავთ, მაგრამ ძირითადად, ეს სიმპტომატიკა გახლავთ ხოლმე ძალიან ხშირად გამოვლენილი, როცა დოაგნოსტირებსას აღმოჩნდება ხოლმე, რომ ადამიანზე მაგიური თავდასხმაა განხორციელებული.

ასეთი სიმპტომატიკის აღმოჩენის შემთხვევაში, უმჯობესია, მიმართოთ სპეციალისტს, რათა სრული დიაგნოსტირება ჩატარდეს და ასეთი თავდასხმის გამოვლენის შემთხვევაში, მოხდეს არასასურველი პროგრამების განეიტრალება. ხოლო, თუ ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მაინც შეიმჩნევა ეს სიმპტომატიკა, აქ საქმე გვაქვს უკვე თვითპროგრამირებასთან, რადგან როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შესაძლოა, ვერც შეამჩნიოთ რატომ და როგორ, ისე აიწყოთ ან დაინგრიოთ ცხოვრება თქვენი პირადი აზრებითა და ემოციებით, გრძნობებითა და მოქმედებებით. ყველა ვარიანტში, ჯობია, სპეციალისტს მიმართოთ...

ასე რომ, მეგობრებო, მაგია არ გახლავთ ცალკე განყენებული სფერო, ან მოვლენა სამყაროში, ეს ჩვენი არსებობის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის განუყოფელი ნაწილია და, ამ მაგიურ მოქმედებებს, ადამიანები, ზოგნი შეგნებულად, ზოგნიც კი გაუცნობიერებლად ვახორციელებთ ხოლმე მთელი სიცოცხლის მანძილზე გამონაკლისების გარეშე...

მაგია - ეს ყველაზე ყურადსაღები მოვლენაა ადამიანისთვის, თუ მას სურს - იყოს შემოქმედი და შეასრულოს ის ფუნქცია პლანეტაზე, რისთვისაც იგი დაიბადა. არაა აუცილებელი, ყველამ იცოდეს და ისწავლოს მაგია, უბრალოდ, დააკვირდით თქვენს აზრებს, ემოციებს და იცოდეთ, რომ არც ფიქრი და არც ემოცია და, თუნდაც, ინერტული ქმედება, უკვალოდ არ იკარგება, ის თავის რეალიზაციას ოდესმე და სადმე, აუცილებლად ჰპოვებს და ნებისმიერი მოქმედება რეზონირდება ავტორთანაც, ანუ რაც ითესება, ის მოიმკება ხოლმე...

რაც შეეხება მაგს, ანუ შეგნებული და გაცნობიერებული მაგიური მოქმედების უნარის მქონე ადამიანს, მისი მოქმედების უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი...

კეთილი სურვილებით -

ლაშა ჩხენკელი

Facebook: Lasha Chkhenkeli

ტაროს კონსულტაცია; კარმის დიაგნოსტირება; ზოგადი ენერგეტიკული დიაგნოსტირება;
დესტრუქციული ენერგოინფორმაციული ბლოკების ჩახსნა-ნეიტრალიზაცია;
ენერგეტიკუილი წმენდა 599 71 66 76

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

კვირის რომელ დღეს დაიბადეთ და რას მოასწავებს ის პარტნიორულ ურთიერთობაში

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი