Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ლეთარგიული ძილი

ლეთარგიული ძილილეთარგიული ძილი - ანუ საღათას ძილი არის ფენომენი, რომლის დროსაც ადამიანს სძინავს ისე, რომ გარემო ფაქტორები არ მოქმედებენ მასზე. ძნელია ამ მდგომარეობის სიკვდილისგან გამიჯვნა. ლეთარგიული ძილი, შესაძლოა გაგრძელდეს როგროც გარკვეული საათების განმავლობაში, ასევე რამდენიმე დღეც. მისი გამომწვევი მიზეზი დაზუსტებული არ არის, თუმცა ძლიერ გაბრაზებას, აღშფოთბას, ისტერიას მოყვება ხოლმე. ადამიანი ეთიშება ამ სამყაროს და სიზმრის ილუზიაში გადადის...
ლეთარგიული ძილის მსუბუქ ფორმებში, ადამიანს გული ჩვეულებრივი სიხშირით უცემს, სუნთქვა - სტაბილურია, თუმცა, ძალიან რთულია ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გამოღვიძება. როდესაც საქმე ლეთარგიული ძილის რთულ ფორმებთან გვაქვს, რთულია, განასხვაო სიკვდილისაგან. გულისცემა წუთში 2-3ჯერ ხდება, კანი თეთრდება და სხეული იყინება. სუნთქვა არ იგრძნობა.

ცოცხლად დამარხული
1772 წელს გერმანიის ჰერცოგმა მეკლენბურგმა განაცხადა, რომ ადამიანების დაკრძალვა მოხდებოდა სიკვდილიდან 3 დღის შემდეგ. რადგან ყველას ეშინოდა ცოცხლად დამარხვის. ეს ყოველივე გავრცელდა მთელი ევროპის მაშტაბით.
მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში „უსაფრთხო კუბოების“ გაკეთება დაიწყეს, რათა შემთხვევით ცოცხლად დამარხულ ადამიანს გადარჩენა და სიგნალის მიცემა შეძლებოდა. ყველაზე მარტივი კონსტრუქცია იყო „ყუთი“ მილით. რამდენიმე დღის შემდგომ, მესაფლავე მოინახულებდა საფლავს. თუ სპეციფიურ სუნს ვერ იგრძნობდა, ევალებოდა საფლავის გახსნა და „მიცვალებულის“ შემოწმება, რათა დაედგინა - ამდვილად იყო თუ არა მკვდარი. ზოგჯერ, მილთან მიბმული იყო ხოლმე ზარიც. ასე უფრო მარტივად მოხდებოდა სიგნალის მიცემა. არსებობდა უფრო რთლი კონსტრუქციებიც, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა წყლისა და საკვების მიწოდება. მე-19 საუკუნის დასაწყისში, ადოლფ გუტსმონიმ აჩვენა თავისი გამოგონება. იგი ცოცხლად დამარხეს სპეციალურ კუბოში, თუმცა მან მოახერხა რამდენიმე საათი გაეტარებინა იქ და „ესადილა“ კიდეც...
ლეთარგიული ძილისამწუხაროდ, იყო შემთხვევებიც, როდესაც ექიმებს ლეთარგიული ძილი სიკვდილში არევიათ. სამედიცინო შეცდომის მსხვერპლი გახლდათ შუა საუკუნეების პოეტი პეტრარკი. ის მძიმე მდგომარეობაში იყო და, როდესაც მიეცა ღრმა თვლემას, ექიმებს გარდაცვლილი ეგონათ. საბედნიეროდ, შუაგულ დაკრძალვაზე გაიღვიძა. ამ ყოველივეს შემდგომ კი, 30 წელი კიდევ იცოცხლა.
არსებობს სხვა სახის შემთხვევებიც. მაგალითად, ცნობილი რუსი ბიოლოგი ივან პავლოვი მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდა ფერმერს, რომელსაც 22 წლის განმავლობაში ეძინა. სწორედ ორი ათეული წლის შემდგომ, მან გამოღვიძება მოახერხა და თქვა, რომ ძილის დროს ესმოდა ექთნების საუბარი და მის გარშემო მომხდარს აღიქვამდა. გამოღვიძებიდან ერთ კვირაში, ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
1910-1930 წლებში, ევროპაში ეპიდემიასავით დაიწყო ლეთარგია. ხალხში გაჩნდა ცოცხლად დამარხვის შიში, რასაც ტაფოფობია უწოდეს.
საბოლოოდ, მაინც რამდენიმე ვერსია არსებობს. ლეთარგიული ძილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს: სტრესი, ასევე ვირუსი, რომელთანაც ორგანიზმს არ აქვს წინააღმდეგობის გაწევის უნარი. კიდევ, ლეთარგიული ძილი იმ ადამიანებს ემართებოდათ, ვინც ხშირად ავადდებოდა ანგინით. ამან კი მეცნიერები კიდევ ერთ ვერსიამდე მიიყვანა - ლეთარგიული ძილი არის სტაფილოკოკი, რომელმაც განიცადა მუტაცია და დააზიანა ტვინის ქსოვილი. თუმცა ეს ვერსიები ამ დრომდე მხოლოდ ვერსიებად რჩება და, გაურკვეველია, რომელი მათგანია სწორი, ამის დასადგენად კი მეცნიერებს კიდევ ბევრის შესწავლა და კვლევა მოუწევთ.
ეზოთერული თვალსაზრისით კი, ცნობიერება ძალიან საინტერესო გამოცდილებასა და თავგადასავლებს გადის ლეთარგიული ძილის პერიოდში...

მაოამზადა AquaRius-მა
скачать dle 11.3
ნახვები: 3 944
 
>

ASTRO TV LIVE