» » ახალი ხედვა - ტარო „ნიუ ვიჟენი“
ეზოთერიკა / ტაროლოგია / Slide

ახალი ხედვა - ტარო „ნიუ ვიჟენი“

ახალი ხედვა - ტარო „ნიუ ვიჟენი“












ოდესმე დაინტერესებულხართ, რას უყურებს მაგი? რა არის ქურუმი ქალის უკან? რას უყურებს იმპერატორი და იმპერატორი ქალი?

ახალი ხედვა - ტარო „ნიუ ვიჟენი“ნიუ ვიჟენ ტაროს ნახატები გამოყენებულია რაიდერ ვეიტის დასტიდან და იგი წარმოადგენს ამ დასტის 180 გრადუსიან ოპოზიციურ ნახატებს, რაც იძლევა საშუალებას, დაინახო დასტა სხვა კუთხით. ისეთი ილუსტრაციებია, სადაც ის ფიგურები და ობიექტებია გამოსახული, რასაც ვერ ვხედავდით წინა დასტაში. მარტივად რომ ვთქვათ, შთამბეჭდავადაა აღბეჭდილი გარემო და პეიზაჟები.
რაც ორიგინალ ილუსტრაციებშია ნაჩვენები მარტივად, ნიუ ვიჟენ ტაროს დასტაში სხვანაირად გამოიყურება. მაგალითად, ჩანს ბავშვები, გულშემატკივრები, ცხოველები. აგრეთვე დამატებულია ანგელოზებისა და დემონების ელემენტები. დემონები ან გორბულიები ემატებიან არკან ეშმაკსა და ცხრიან ხმლებში. ანგელოზი ჩნდება თასების რვიანში, ფრთიანი რაში - ოთხიან თასებში, ხოლო სული (მოჩვენება) კი შვიდიან პენტაკლებში.
პერსონაჟები, რომლებიც მჯდომარე პოზიციას იკავებენ, აღწერილია უკანა ხედით. ასეთია, მაგალითად, სამართალი.

ახალი ხედვა - ტარო „ნიუ ვიჟენი“
















ნახატები არის დეტალური, საკმაოდ რელისტური შეგრძნებების. ფერები შენარჩუნებულია, როგორც Rider-Waite -ის ილუსტრაციებში, თუმცა არა ისე მკაფიოდ, როგორც ორიგინალში. საინტერესოა ისიც, რომ ილუსტრირება შესრულებული იყო ტყუპი ძმების Raul Cestaro და Gianluca Cestaro-ს მიერ.
როდესაც იცვლება ილუსტრაცია, ხშირად იცვლება არკანის მნიშვნელობაც. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ნიმუშები, როგორებიცაა მზე, სიკვდილი, ფორტუნა, კოშკი, სამყარო, ეს არკანები, სხვებისგან განსხვავებით, საგრძნობლად არ შეცვლილა.

ახალი ხედვა - ტარო „ნიუ ვიჟენი“









მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ მაგი დგას მაგიდის უკან და მის წინ მთელი ბრბოა გულშემატკივრებისა. რომელიც მნიშვნელობით უფრო ახლოსაა ისტორიულ bateleur -თან, ვიდრე მაგიის მცოდნესთან, როგორც ეს რაიდერ ვეიტის ორიგინალ დასტაშია.

ახალი ხედვა - ტარო „ნიუ ვიჟენი“ჩამოკიდებულ კაცი - როგორ დასცინის და მასხრად იგდებს ბრბო. არკანი სულიერებაზე ნაკლებად აქცენტირდება.
ეტლი - მოცემული არკანის მნიშვნელობაც საკმაოდ შეცვლილია ახალ დასტაში. ეტლის უკან ჩანს ქალი და კაცი, რომლებიც ჯაჭვით არიან მიბმულნი მასზე და იძულებით მიჰყვებიან.
ერთ-ერთი ყველაზე მეტად შეცვლილი არკანია თასების რვიანი. კაცი, რომელიც მოგზაურივითაა გამოწყობილი და მზადაა გასამგზავრებლად. ახალ დასტაში კი, მის უკან მოჩანს ფეერვერკებით განათებული ცა, ქალაქი, რომელიც ზეიმობს.
აგრეთვე საინტერესო არკანია ხუთიანი პენტაკლი. ამ არკანში ისევ ორი ღარიბი ადამიანია გამოსახული, თუმცა შენობის შიგნით.
ზოგიერთ მაღალ არკანზე დამატებულია გარკვეული სიმბოლოებიც.
მოკლედ რომ ვთქვათ, უმჯობესია, ეს დასტა გამოიყენოს საშუალო დონის ან მეტად გამოცდილმა ტაროს მოყვარულებმა.

AquaRius
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

ლილიტი– გამოვლინება და დამუშავება სახლებისა და ნიშნების მიხედვით

Guide to cats and kittens