თვის საერთო პროგნოზი-ესაა ტრანზიტული სიტუაციის აღწერა კონკრეტულ ჰოროსკოპთან მიბმის გარეშე, ამიტომ ეს პროგნოზი ატარებს საერთო ხასიათს. თუ როგორ გავლენას ახდენს მოცემული პერიოდი კონკრეტულად თქვენზე, უნდა გაიგოთ ინდივიდუალური ჰოროსკოპის შედგენისას. მაგრამ, მიუხედავად პირადი ჰოროსკოპისა, ეს რეკომენდაციები თქვენ დაგეხმარებათ ამ თვის პლანეტარული ენერგიების გამოყენებაში.
2017 წლის ოქტომბრის რეტროგრადული პალანეტები (R)
ურანი მთელი თვის განმავლობაში რეტროგრადულია 2018 წლის 02 იანვრამდე
ნეპტუნი მთელი თვის განმავლობაში რეტროგრადულია 22 ნოემბრამდე
დანარჩენი პლანეტები მოძრაობენ დირექტიულად
თვის ფონური ასპექტები
სტელიუმი სასწორში 10 ოქტომბრამდე
მერკურის შეერთება მზესთან 01-18 ოქტომბერი
მარსისა და ვენერას შეერთება 01-10 ოქტომბერი
იუპიტერი-ურანის ოპოზიცია 16 ოქტომბრამდე
მერკურისა და იუპიტერის შეერთება 14-23 ოქტომბერი
მზისა და იუპიტერის შეერთება 18 ოქტომბერი-07 ნოემბერი
მარსისა და სატურნის კვადრატურა 02-19 ოქტომბერი
სტელიუმი მორიელში 24 ოქტომბერი-06 ნოემბერი
ბისექტილი: მერკური- ნეპტუნი-პლუტონი 24-30 ოქტომბერი
სატურნის ტრინი ურანთან მთელი თვე 2017 წლის ბოლომდე
ნეპტუნის სექსტილი პლუტონთან მთელი თვე დეკემბრის შუა რიცხვებამდე
მთვარის არაეფექტური პერიოდები
იმ პერიოდში, როცა მთვარემ დაასრულა თავისი მაჟორული ასპექტი, მაგრამ ჯერ არ არის გადასული შემდეგ ნიშანში, უნდა მოვერიდოთ ახალი პროექტების დაწყებას და ნებისმიერ სხვა საქმეებს, რომლებიც გათვლილია პერსპექტივაზე და განვითარებაზე. ესაა ე.წ. „მთვარე კურსის გარეშე“ ან არაეფექტური მთვარის პერიოდი. ამ დროის მონაკვეთში ყველაზე კარგი სტრატეგიაა „არაფრის“ წამოწყება, ყველაფრის ისე დატოვება-როგორც არის, ვიდრე მთვარე არ შევა შემდეგ ნიშანში. იმის გასაგებად თუ როგორ გამოვიყენოთ ეს დრო წარმატებით, იხილეთ აქ. 2017 წლის „მთვარე კურსის გარეშე“, ქვემოთ კი მოცემულია თვეების ცხრილი-ასეთი მთვარის დროის პერიოდები და რიცხვები.
02.10.2017 11:14 - 02.10.2017 14:27
04.10.2017 07:20 - 04.10.2017 20:41
06.10.2017 22:39 - 06.10.2017 23:57
08.10.2017 13:46 - 09.10.2017 01:46
10.10.2017 22:26 - 11.10.2017 03:39
13.10.2017 04:01 - 13.10.2017 06:42
15.10.2017 05:29 - 15.10.2017 11:20
17.10.2017 11:28 - 17.10.2017 17:36
19.10.2017 19:13 - 20.10.2017 01:42
22.10.2017 11:36 - 22.10.2017 11:58
24.10.2017 16:46 - 25.10.2017 00:13
27.10.2017 05:23 - 27.10.2017 13:00
29.10.2017 16:23 - 29.10.2017 23:47
31.10.2017 21:09 - ..........................
დრო გრინვიჩის დროით-GMT. თბილისისთვის ემატება ......................
თვის ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები
თვის სპეციფიკა და ფონური ასპექტები
სასწორში მდებარე პლანეტებთან წინააღმდეგობაში მოსული ვერძში მყოფი რეფორმატორი ურანის აქტიურობას და ოქტომბრის მნიშვნელოვან მთვარის ფაზებს-სავსემთვარიანობასა და ახალმთვარეობას ვერძი-სასწორის ღერძზე, პირველ პლანზე გადმოაქვთ ყველა ტიპის ურთიერთობები, აუცილებლობა დაგროვილი წინააღმდეგობების და პრობლემების გადაწყვეტისა საერთაშორისო, პარტნიორულ და პირად ურთიერთობებში.
16 ოქტომბრამდე იმოქმედებს იუპიტერი-ურანის ოპოზიცია, ზუსტი კონტაქტი შედგა 28 სექტემბერს. ამ წინააღმდეგობამ შესაძლოა მოიტანოს პრობლემების მორიგი გამწვავება საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა ლიდერები პაექრობენ კონტროლისათვის და „ერთმანეთს აზომებენ მუსკულებს“, საზოგადოება კი ღელავს. ესაა ცენტრიდანული ძალების, სეპარატისტული განწყობის, დამოუკიდებელი ტერიტორიების და ტერიტორიული მთლიანობიდან გამოყოფების თემები, მთავრობის უსამართლობის წინააღმდეგ რევოლუციური პროტესტებისა და სასამართლო სისტემების დრო. ეს პერიოდი განაზოგადებს და დაასრულებს 2016 წლიდან დაწყებულ, ანუ პლანეტების წინააღმდეგობაში პირველად შესვლიდან, ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს.
ურანის ვერძში დაპირისპირებას სასწორში მყოფ პლანეტებთან შესაძლოა მოყვეს სიტუაციების და მოვლენების მოულოდნელი კუთხით შეტრიალება, რაც ხშირად უხეშად ამოგაგდებთ კალაპოტიდან. მაგრამ მათი არსია ცვლილების აუცილებლობა, მომწიფებული გარდაქმნები და რეფორმები. ის რაც არ ექვემდებარება ცვლილებებს, დასრულდება. ურანი სიახლეებისთვის ათავისუფლებს ადგილს. სექტემბრის ორი პირველი დეკადა დინამიურია, მაგრამ მიმდინარე ამოცანების რეალიზაციისათვის რთული დროა. წინააღმდეგობები, რომელთაც ჩვენ შევეჩეხებით, მოგვიწოდებენ საგნებს შევხედოთ ახალი კუთხიდან, ვიპოვოთ ბალანსი თანამშრომლობასა და ჩვენი საკუთარი „მე“-ს დაცვას შორის, არ დავკარგოთ საკუთარი თავი რაიმე ჩვევის ან საეჭვო სტაბილურობის გამო. ან პირიქით-დავაცხროთ ეგოიზმი და შევიმეცნოთ თანამშრომლობის უპირატესობა და პერსპექტივა.
30 სექტემბერს მერკური გადავიდა დიპლომატ სასწორში და ამ ნიშანში დარჩება 17 ოქტომბრამდე. 24 ოქტომბრამდე სასწორში იქნება მზე, 14 ოქტომბერს კი სასწორში გადავა ვენერა და იქ დარჩება 07 ნოემბრამდე. ამ პერიოდში შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი კომუნიკაციის უნარი მიმდინარე ამოცანების გადასაჭრელად. ეს ტრანზიტები ააქტიურებს სოციალურ და საქმიან კონტაქტებს, გაჩნდება კავშირების დალაგების შესაძლებლობები. გარემოებები მოიტანენ ახალი ნაცნობობის, თანამოსაუბრეების, პარტნიორების შეძენის მოტივაციას. მერკური სასწორში განგვაწყობს ყველანაირი სიტუაციის სხვადასხვა კუთხიდან განსახილველად, პარტნიორის შეხედულების გათვალისწინებით. ამ პერიოდში მიზნის მიღწევას უფრო დათმობის პოლიტიკა, დიპლომატიურობა, კომპრომისზე წასვლის სურვილის დემონსტრირება და საერთო ფასეულობების მოძებნა გააადვილებს. მაგრამ არის მინუსიც-როცა ჩნდება ემოციური დაინტერესება, ადამიანები შესაძლოა გადამეტებულად სუბიექტურები გახდნენ, ემოციურმა შეფასებებმა შესაძლოა ხელი შეუშალონ საგნების ობიექტურად აღქმას. ამ პერიოდში სასარგებლოა გავიაზროთ ჩვენი ეგოისტური მოტივაციები, გადავაფასოთ და არ შევნიღბოთ ისინი. ეხლა სხვა ადამიანების გამოყენების ტენდენცია კარგად ჩანს და ხელი შეგეშლებათ საჭირო კომუნიკაციის დამყარებაში. ინტერესთა დაპირისპირების ფონზე, რომლებიც თავს იჩენენ ოქტომბერში, ეს მიგვიყვანს დამატებით სირთულეებამდე. ამიტომ, ოპონენტის თანაგრძნობის მოსაპოვებლად ღირს ურთიერთობის მეთოდებისა და სტილის შერჩევა.
2017 წლის ოქტომბრის პლანეტარული ასპექტების ცხრილი
ოქტომბრის მეორე დეკადიდან სასწორიდან მორიელში გადავა მძიმეწონიანი იუპიტერი. ეს მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი განლაგებაა. იუპიტერი მორიელში დარჩება 2018 წლის 08 ნოემბრამდე. ეს ტრანზიტი იმსახურებს ცალკე სტატიას, ეხლა კი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოვიფარგლებით. იუპიტერი-შესაძლებლობებისა და ექსპანსიის ენერგია. მისი მორიელში მოძრაობა მიმდინარე წელს იძლევა ბიზნესის სფეროში, საბანკო სექტორში, ინვესტიციებში, კორპორატიულ ბიზნესში და რესურსებში, ეკონიმიკურ უსაფრთხოებაში, რეფორმებში, მნიშვნელოვან კვლევებში სრულიად ახალ ტენდენციებს. ოქტომბერში იუპიტერს ექნება ორი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლებიც დაიწყებენ წლის ორ მნიშვნელოვან ციკლს: იუპიტერისა და მერკურის შეერთება18 ოქტომბერს და იუპიტერისა და მზის შეერთება 26 ოქტომბერს. ამ ორი შეერთების ახლომდებარე დღეებში განვითარებული მოვლენები სრულად მოხაზავენ იუპიტერის მორიელში მოსალოდნელი ტენდენციების კონტურებს და დაგვანახებენ მათ ხასიათს.
24 ოქტომბრიდან 06 ნოემბრამდე მორიელში შედგება სტელიუმი: იუპიტერი, მერკური, მზე. შემოსავლები, გასავლები, ფინანსური ურთიერთობები შესაძლოა დისკუსიის და ახალი გეგმების თემად იქცნენ. საქმეები შესაძლოა ეხებოდეს გადასახადებსა და დაზღვევებს, ინვესტიციების ანალიზს, ვალების აღებას ან გადახდას, მემკვიდრეობას, ბიზნესის შემოსავლის გადანაწილებას და ფინანსურ თანამშრომლობაში ახალი პირობების წამოყენებას. ეს კარგი პერიოდია ფსიქოანალიზისათვის, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ან მიღებისათვის, საგამომძიებლო ან კვლევით პროექტებში მნიშვნელოვანი ინფორნაციის ან იდეის ძიებისათვის.
თუ ოქტომბრის პირველი ორი დეკადა გვიჩვენებს აუცილებელი ცვლილების აზრსა და გზას, ოქტომბრის ბოლო დეკადა - 20-31ოქტომბრი - იძლევა ახლი სტარტებისა და დაგეგმილი პროექტების რეალიზაციის უფრო მეტ შესაძლებლობებს. ოქტომბრის თვის ეს პერიოდი ყველაზე კონსტრუქციული და პროდუქტიულია. აქ შესაძლოა გაჩნდეს იდეები, რომლებიც კონკრეტულად ინვესტიციებსა და გამომუშავების სქემებს ეხება. ეს დრო სასიკეთოა ცვლილებებისათვის, ახალი პროექტებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების დასაწყებად, მათ შორის ახალი პარტნიორული თანხის ან სხვა რესურსების მოსაზიდად. ესაა სულიერი და ფსიქოლოგიური კვლევების ან დამაინტრიგებელი ამოცანების პასუხების პოვნის დრო.
კონკრეტულად თვის პერიოდებისა და ასპექტების შესახებ
01-04 ოქტომბერიოქტომბრის დასაწყისი ახალი პროექტების სტარტის, საქმიანი ნაცნობობისა და თანამშრომლობის, შემოქმედებითი პროდუქტიულობის დროა. კარგი პერიოდია ახალი შემოქმედებითი პროექტის, ჯანმრთლობაზე მიმართული ფიზიკური აქტივობის დასაწყებად. აქ შესაძლოა შედგეს ახალი ნაცნობობა.
01 ოქტომბერი-მარსის ტრინი პლუტონთან. ასპექტი აქტიურია 07 ოქტომბრამდე, მაგრამ მისი მოქმედება პირველ დღეებში უფრო ძლიერია. ის იძლევა მიზანმიმართულ ენერგიას. ასეთ პერიოდში შესაძლოა ბევრის მოსწრება მოკლე დროში. განსაზღვრება: გინდათ რაღაც გქონდეთ და იწყებთ მოქმედებას. ამ დროს ყველაფერი უცხო და ზედმეტი ადვილად მოშორებადია. ჯობს ეს ენერგია მიმართოთ მნიშვნელოვანი საქმეებისაკენ, კონსტრუქციული ცვლილებებისაკენ, საქმიანი რეფორმებისა და რემონტებისაკენ. სასარგებლოა თავიდან მოიშოროთ ზედმეტი ნივთები და სივრცე სიახლეებისათვის გამოანთავისუფლოთ. მაგრამ, თუ მხოლოდ პირადი გამორჩენით იხელმძღვანელებთ, ჩნდება წინააღმდეგობის ძალების ჩართვის საშიშროება, რომლებიც მოგვიანებით, მეორე დეკადის დასაწყისისათვის შექმნიან დაბრკოლებებს. ამიტომ ეხლა არ ღირს ეგოისტური მოტივებით ხელმძღვანელობა, საჭიროა საერთო ინტერესებზე დაყრდნობა იმ შემთხვევშიც კი თუ კოლექტივი მხოლოდ ორი ადამიანისაგან შედგება. ახლა შესაძლებელია მოგეცეთ საშუალება მეტი გაიგოთ სხვა ადამიანების მოტივაციის შესახებ, მოსინჯოთ საჭირო „ღილაკები“, რათა თანამშრომლობა უფრო ეფექტური იყოს. ოქტომბრის პირველი დღეები სასიკეთო პერიოდია ჯანმრთელობის მისახედად, ახალი დიეტის დასაწყებად და დღის რეჟიმში ფიზიკური აქტივობის ჩასართავად.
03 ოქტომბერი-ვენერას ტრინი პლუტონთან. აქტიურობის დრო 01-06 ოქტომბერი. სასიკეთო პერიოდია საერთო ფინანსური საკითხების, გადასახადების და მოსაკრებლების, ვალების, კერძო საკუთრებისა და ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად. შესაძლოა მიიღოთ მატერიალური მხარდაჭერა, შემოსავალის მიღება საქმიანი ურთიერთობებისგან. 01-04 ოქტომბერი სასიკეთო პერიოდია სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობების გასაახლებლად. ეს ინტენსიური, განსაკუთრებით სექსუალური ემოციების დროა. აქ ჩნდება უფრო მჭიდრო კავშირების, დიდი სიახლოვის მოთხოვნილება, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან. ზედაპირული ურთიერთობები ვეღარ დაგაკმაყოფილებთ. თუ ადამიანები სრულად ვერ მიიღებენ გრძნობებს მეორე მხრიდან, დადგება ურთიერთობის გარკვევის საკითხი. ზუსტი ასპექტის ახლო რიცხვებში დაწყებული ურთიერთობები შესაძლოა უჩვეულოდ რომანტიული და ნათელი აღმოჩნდეს. ადამიანებს ერთმანეთთან მიიზიდავთ განსაკუთრებული მაგნიტიზმი, ვნება. გრძნობები ღრმა დონეზე გახსნის ურთიერთობის დაფარულ ასპექტებს, გაშიშვლდება, მოგვცემს რა შანსს სიახლოვე გაიწმინდოს ფსიქოლოგიური ბლოკებისაგან. ასეთი ურთიერთობები შესაძლოა დალაგდნენ და სერიოზული სახე მიიღონ. მაგრამ ნამდვილად ღირს მოცდა ვნებების დაცხრომამდე, ვიდრე აიღებდეთ გრძელვადიან ვალდებულებებს, განსაკუთრებით თუ გაცნობა ან ურთიერთობის დაწყება მოხდება 05 ოქტომბრის შემდეგ.
05-06 ოქტომბრი05 ოქტომბრი-ვენერას შეერთება მარსთან პირველი დეკადის ერთერთი ყველაზე მანიშვნელოვანი ასპექტია. მოქმედების პერიოდია 01-10 ოქტომბერი. ამ პერიოდში იზრდება საქმიანი აქტიურობა, ჩნდება ახალი კონტაქტები და შესაძლებლობები. ხელსაყრელია მოლაპარაკებები, მსჯელობა და საჯარო გამოსვლები. კარგი პერიოდია პარტნიორებთან აქტიური ურთიერთქმედებისათვის. შესაძლოა შემოსავლებისა და ბონუსების მიღება, მაგრამ ასევე თავს იჩენს იმპულსური დანახარჯები და გასავლები. ფინანსური გადაწყვეტილებებისას საჭიროა სიფრთხილე. ჯობია აქცენტი გაკეთდეს მოკლევადიან თემებზე ნაკლები რისკითა და შესაბამისად ნაკლები მოგებით. ამ პერიოდში გადამეტებულმა ემოციურობამ გრძნობებთან და გარშემომყოფთა ინტერესების იგნორირებასთან კომპლექტში, შესაძლოა მიგვიყვანოს პირადი და საქმიანი კონტაქტების გართულებამდე. ამიტომ არ უნდა დაგვეკარგოს ლოგიკის გრძნობა და ვიხელმძღვანელოთ გონებით. კონფლიქტები შესაძლოა წარმოიშვას როგორც პარტნიორის მიმართ გადამეტებული მოთხოვნების წაყენების გამო, ასევე მატერიალურ-ფინანსურ ნიადაგზე. კონფლიქტის ფინალი კი შესაძლოა მატერიალური დანაკარგები იყოს. ეხლა საჭიროა დესტრუქციული ემოციების მოთოკვა თუ ისინი ჩნდებიან ურთიერთობების სფეროში, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებითი პრობლემები. ეს ასპექტი იძლევა გრძნობებსა და სიყვარულში, თანამშრომლობასა და შემოქმედებაში თვითგამოვლინების სტიმულს, ასევე საქმიანი, რომანტიული ნაცნობობისა და ურთიერთობის აწყობის შესაძლებლობას. ძლიერდება სექსუალური ლტოლვა. სასიყვარულო რომანი შესაძლოა წარმოიშვას ოფისში ან სამუშაოსთან კავშირში. მაგრამ ახალი ურთიერთობების დაწყებისათვის უფრო ხელსაყრელია 05 ოქტომბერი. ეს პერიოდი პროდუქტიულია შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისათვის, საშემსრულებლო და საკონცერტო მოღვაწეებისათვის. ის ემთხვევა სავსემთვარეობას, რაც ამძაფრებს ვნებებს. ყველა შემთხვევაში ქალწულის თავშეკავება, სადაც შედგება შეერთება, მოგვიწოდებს არ მივცეთ გასაქანი ოცნებებს და წარმოსახვებს, არ ვიჩქაროთ დასკვნებისა და გადაწყვეტილებების გამოტანა, რადგან მოგვიანებით შესაძლოა გამოიკვეთოს სიტუაციის გამართულებელი გარემოებები.
სავსემთვარეობა 2017 წლის 05 ოქტომბერი 12°43' ვერძში05 ოქტომბერი - სავსემთვარეობა 12°43' ვერძში. ეს სავსემთვარეობა გამოააშკარავებს საკვანძო ამოცანებსა და პრობლემებს ურთიერთობებში. პირველ პლანზე დადგება კომპანიების შთანთქმისა და შეერთების, ქორწინებისა და განქორწინების საკითხები, ღია კონფლიქტები და იურიდიული დავები. ეს დრო შეუფერებელია გრძელვადიანი პროექტების დასაწყებად. ამ დროს დაწყებული პროექტები მალევე დასრულდებიან. დააკვირდით ამ სავსემთვარიანობის ახლო დღეებს. როგორც კლდიდან ვხედავთ ხეობას და მის საეთო კონტურებს, ასევეა შესაძლებელი ამ პერიოდში სიტუაციის, ურთიერთობების, პრობლემებისა და შესაძლებლობების ჭეშმარიტი მდგომარეობის დანახვა. იყავით მომთმენნი, არ უარყოთ არასასიამოვნო ფაქტები, არ დახუჭოთ თვალები არაფერზე. დრო აჩვენებს თუ სად დავეყრდენით ილუზიებს, სად დავაკელით მცდელობა, სად ვიტვითეთ ზედმეტი ვიდრე შეგვეძლო. ახლა შესაძლებელია პრობლემების გაანალიზება ურთიერთობებშიც და საქმეებშიც. შესაძლებელია შეცდომების დადგენა და კორექტირება ან არაპერსპექტიული პროექტების საეთოდ შეწყვეტა. დაძაბულობა შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენი ინტერესებისა და მოთხოვნილებების სუბიექტურმა აღქმამ სხვა ადამიანების, მათ შორის ბიზნეს პარტნიორებისა და მეუღლეების მოთხოვნილებებთან მიმართებაში. ამ პერიოდში სიტუაცია ნათლად დაგვანახებს თუ რომელ საზღვრამდე გაუძლებს ურთიერთობა თავნებობას და რომელ წერტილში დასრულდება ის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ თუ როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს საკუთარი მოთხოვნილებები ქორწინებასა და თანამშრომლობას. დავუკვირდეთ, ხომ არ უპირისპირდებიან ჩვენი პირადი მიზნები პარტნიორული ამოცანებისა და გადაწყვეტილებების სხვებთან შეთანხმების აუცილებლობას. არამყარ ურთიერთობებში შესაძლოა განქორწინების თემაც გაჩნდეს და ოქტომბრის ამ პერიოდში უიმედო ურთიერთობების დასრულების დროც დადგება.
06-13 ოქტომბერიამ პერიოდზე ბევრი პრობლემური ასპექტი მოდის. თვის ეს მონაკვეთი შედარებით რთული პერიოდია საქმეებისათვის. შესაძლოა გაჩნდეს შეგრძნება, რომ ჩვენ ბარიერები გვეღობება წინ ან კედელს შევეჩეხეთ, კარის ძებნა კი ბევრ დროსა და ენერგიას წაგვართმევს. აქ დაუშვებელია გაღიზიანება და უიმედობა. ჯობია არ იმოქმედოთ ერთდროულად რამოდენიმე ფრონტზე და ფოკუსირდეთ მთავარზე. ამ პერიოდში დაწყებული პროექტები წინააღმდეგობებისა და გართულებების ფონზე ზანტად განვითარდებიან. აქ კონფლიქტები გრძელვადიან ხასიათს მიიღებენ, რისი გათვალისწინებაც ახლა ძნელია. ამიტომ საჭიროა კანონის ფარგლებში, ფრთხილად მოძრაობა, ურთიერთობებში თავშეკავება და დესტრუქციული ემოციების კონტროლირება. ასევე შეინიშნება სირთულეების ალბათობა მგზავრობისას. შესაძლოა კომუნიკაციის საშუალებებისა და ტრანსპორტის დაზიანება. საჭიროა სიფრთხილის დაცვა ტრანსპორტთან მიმართებაში, საჭესთან. შორ და სარისკო მოგზაურობაზე კი საერთოდ უარის თქმა ჯობია. იზრდება ავარიების რაოდენობა, კარასტროფებისა და დანაშაულთა ალბათობა. ასევე ტრამვების, უბედური შემთხვევის, მოტეხილობის რაოდენობა. არ არის რეკომენდირებული ტრამვის საშიშროების შემცველი სპორტით დაკავება. აქ ჯობია დავიცვათ სიფრთხილე. ახლა შევეხოთ ამ პერიოდის ასპექტებს და მათ გავლენას სიტუაციებზე.
08 ოქტომბერი-ვენერას კვადრატურა სატურნთან. მოქმედების დრო 05-11 ოქტომბერი. ამ პერიოდის სიტუაციები ფინანსური პრობლემების გადაწყვეტას სიძნელეებს უქმნიან, შეზღუდვებს უწესებენ ურთიერთობებსა და საქმეებს. მოსალოდნელია ფინანსური სიძნელეები, იძულებითი დანახარჯები, დანაკარგები, ხელფასის დაგვიანება ან დაფინანსებაზე უარის მიღება. ახლა საქმიან და პირად ურთიერთობებში პრობლემებისა და საზრუნავების დროა. შესაძლოა იმედგაცრუება გეგმებსა და გადადგმულ ნაბიჯებში. პირად და საქმიან ურთიერთობებში პრობლემები შესაძლოა წარმოშვას გაუგებრობებმა, გულგრილობამ, ფინანსური და კერძო საკუთრების საკითხებში აზრთა სხვადასხვაობამ. ადრინდელი იურიდიული ან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები ახლა შესაძლოა ტვირთად იქცეს. თავს შეგვახსენებენ ვალები. ბიზნესში ძალისხმევა ვერ მოიტანს სათანადო ფინანსურ სარგებელს. თუ ეს ასე მოხდა, გადახედეთ ადრინდელ გადაწყვეტილებებს, იპოვეთ მიზეზი, რათა ის შეძლებისდაგვარად აღმოფხვრათ. ამ პერიოდის პრობლემები შესაძლოა უკავშირდებოდნენ 2017 წლის ივლისის მეორე ნახევრის ან 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებებს. ზუსტი ასპექტის ახლო დღეებში, თანაგრძნობის იმედით ჯობია არ მიმართოთ ზემდგომებს ფინანსური თხოვნებით. უპრიანია შეწყვიტოთ სახელმწიფო ინსტანციებში ოფიციალური ვიზიტები, თხოვნითა და წინადადებებით მიმართვები. ეს დრო არაა შესაფერისი თანაგრძნობისათვის, ზემდგომთა და გავლენიან პირთა მხრიდან წყალობის მიღებისა და ფინანსური მხარდაჭერისათვის. ბანკები ან თქვენი ფინანსური პარტნიორები ახლა არ იქნებიან ხელგაშლილნი. ფინანსურ საკითხებში იყავით ფრთხილი. ახლა სასარგებლოა ჯანმრთელი კონსერვატიზმი. ფინანსებში ჯობია არ წახვიდეთ ავანტიურებზე, არ იმოქმედოთ სპონტანურად, კარგად აწონდაწონეთ რისკები და არ აკეთოთ ფართო ჟესტები. ამ პერიოდის ლოგიკა გვირჩევს ვიყოთ ხელმომჭირნენი და არ დავდოთ მსხვილი ფსონები. ეს პერიოდი ცუდი დროა ინვესტიციებისათვის. არ ღირს ფულის სესხებაც. ასევე, წარუმატებელი დროა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისათვის, ახალი თანამშრომლობისათვის, პარტნიორული ან გრძელვადიანი შეთანხმებებისათვის. ასეთ პერიოდში საქმეებსა და ურთიერთობებში მეტი ყურადღება ეთმობა ურთიერთობისა და მოვალეობების პრაქტიკულ მხარეებს და არა თბილ გრძნობებს. შესაძლოა შეეჯახოთ თქვენი ქმედებების კრიტიკას, რის გამოც არის ალბათობა იმისა, რომ ეჭვი შეიტანოთ საკუთარ თვითშეფასებაში. არ ღირს ყველაფერი მიიღოთ პირად საკუთარ თავზე. ჯობია გააკეთოთ დასკვნები შექნმნილი სიტუაციიდან. ეს პერიოდი დეპრესიული ფონის პროვოცირებასაც უწყობს ხელს. დროის ამ მონაკვეთში ადამიანები ხშირად გრძნობენ თავს მარტოსულებად და საზოგადოებისაგან იზოლირებულებად. თუ თქვენი ახლობელი ადამიანი გიყენებთ პრეტენზიას რომ ვერ გრძნობს თქვენს სიყვარულს, არ ღირს საპასუხოდ ამავე პრეტენზიის დაბრუნება. ჯობია მოისმინოთ და გაერკვეთ მისი გულისწყრომის არსში, რადგან ის არ იქნება ზედაპირული და სიტუაციური. მასში შესაძლოა ურთიერთობის შემდგომი გაცივების მიზეზი იმალებოდეს. ურთიერთობებში ეს ასპექტი ქმნის გამოსაფხიზლებლად საჭირო სიტუაციებს. არამყარ ურთიერთობებში შესაძლოა დადგეს გაცივების პერიოდი, შესაბამისად კი განქორწინების თემაც აქტუალური იყოს. ამ პერიოდში შესაძლოა აეწყოს ურთიერთობები დიდი ასაკობრივი სხვაობით. მაგრამ რომანტიული გაცნობისა და ახალი ურთიერთობების დასაწყებად არახელსაყრელი დროა. ურთიერთობების განვითარებას შესაძლოა ხელი შეუშალოს გარემოებებმა ან საკმარისი სითბოს არარსებობამ. ამ პერიოდში არ ღირს საკუთარ თავზე გრძელვადიანი ვალდებულებების აღება.
08 ოქტომბერი-მერკურის შეერთება მზესთან („ზედა შეერთება“). ამ დროს თემები, იდეები, ტენდენციები, გეგმები, რომლითაც ჩვენ ვიყავით დაკავებულები აგვისტოს მეორე ნახევარსა და სექტემბრის პირველ ნახევარში, მოიტანენ რეზულტატს და საჭირო იქნება მათი კორექტირება ახალი გარემოებებიდან გამომდინარე. სუბიექტურობა ხელს შუშლის გარემოებების რეალურად შეფასებას, ამიტომ ჯობია თავი ავარიდოთ საკითხის ერთი მხრიდან ფოკუსირებას და არ დაგვავიწყდეს საერთო სურათის გათვალისწინება.
09-10 ოქტომბერი-მერკური და მზე ზუსტ კვადრატურაში პლუტონთან. ასპექტის მოქმედების დრო 06-12 ოქტომბერი. ეს აქტიური კონტაქტებისა და მსჯელობის დღეებია. ასპექტი ასევე ხელს უწყობს მოცემულ ამოცანაზე კონცენტრირებას, გვეხმარება საკუთარი შეხედულების დამაჯერებლად გადმოცემაში და ოპონენტის დამარცხებაში, თუ შევინარჩუნებთ ცივსისხლიანობას და არ ავყვებით ემოციებს კამათისას. ეს კარგი დროა ინტელექტუალური სამუშაოს შესასრულებლად. ახლა შესაძლებელია პრობლემის არსის შეცნობა, რთული ამოცანების ამოხსნა, კვლევებსა და გამოძიებაში გარღვევის გაკეთება. მაგრამ საჭიროა თავი ავარიდოთ ნეგატივზე კონცენტრაციას, რისი ტენდენციაც აქ არის. შესაძლოა საჭირო გახდეს მოკლე დროში, ცაიტნოტის პირობებში დიდი გონებრივი შრომის გაწევა. არის საქმიანი სიძნელეების, ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული მღელვარების ალბათობა. შესაძლოა გამოაშკარავდეს ასასაიამოვნო ფაქტები. პრობლემები შესაძლოა ეხებოდეს პარტნიორულ გარიგებებს, თანამშრომლობის პირობებს, პროექტის ხელმძღვანელობის საკითხებს, უფლებამოსილებასა და კონტროლს. პრობლემების მიზეზი შესაძლოა იყოს ეგოიზმი, ეჭვიანობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, არასასიამოვნო ინფორმაცია. შესაძლოა კოლექტივში მძიმე კონფლიქტები და პროტესტი ადამიანების რადიკალური განწყობების გამო. ამ პერიოდში შესაძლოა შევეჯახოთ პირდაპირ ზეწოლას, დაძალებას. ზუსტი ასპექტების ახლო დღეები რთული პერიოდის მოლაპარაკებებისათვის. მიზნის მისაღწევად კონკრეტულმა პირებმა შესაძლოა ისეთი მეთოდები გამოიყენონ, როგორებიცაა ულტიმატუმი და შანტჟი, ძალის გამოყენების მუქარა, აგრეთვე ძალის რეალურად გამოყენება. თავი აარიდეთ მანიპულაციებს და ძალისმიერ თამაშებს. იზრუნეთ ინფორმაციის, დოკუმენტაციის, პერსონალური მონაცემების, კომპიუტერისა და მასში არსებული პირად მონაცემებზე წვდომის დაცვაზე. ტექნიკის, კომუნიკაციის საშუალებებისა და ტრანსპორტის დაზიანებამ შესაძლოა ცხოვრება გაგირთულოთ. ამ პერიოდში ჯობია არ იყოთ კრიმინოგენულ ადგილებში და მოერიდოთ სასტიკ ან საეჭვო ტიპაჟებს.
11 ოქტომბერი-მარსის კვადრატურა სატურნთან. ასპექტების მოქმედების დრო 09-12 ოქტომბერი. ასპექტს ართულებს ამ პერიოდის გარემოებები და კონტაქტებს უფრო მკაცრს ხდის. იზრდება სამუშაო და ფიზიკური დატვირთვა. გარემოებებმა შესაძლოა დაგვაკისროს პასუხისმგებლობა წარსულის ქმედებებზე. წინააღნდეგობებმა, შეფერხებებმა, გადავადებებმა შესაძლოა დაამუხრუჭონ საქმეები და საკითხების გადაწყვეტა. ამ დღეებში შეეჯახებით სიხისტეს, რისხვას, მტრობას. ესაა სტრესების პერიოდი. შესაძლოა კონფლიქტები ხელმძღვანელობასთან, გავლენიან ადამიანებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აქ უპრიანია საქმიანი კონტაქტების ნულამდე დაყვანა. ჯობია ოფიციალურ ორგანოებში ვიზიტების გადადება. მათთან კონტაქტი ვერ დასრულდება სასიკეთოდ ან გადაწყვეტილებები გადაიდება ბიუროკრატიზმისა და ზედმეტი ფორმალობების გამო. ადგილი ექნება იურიდიულ უსიამოვნებებსაც. ასევე შესაძლოა კონფლიქტები უფროსი ასაკის ადამიანებთან, მშობლებთან. შეიძლება დადგეს მათ საქმეში მონაწიეობის მიღების უცილებლობა. ამ პერიოდშიასევე შესაძლოა თავი იჩინოს საერთო სისუსტემ, ქრონიკული დაავადებების გართულებამ. ჯობია არ გაცივდეთ და თავი აარიდოთ ტრავმული საშიშროების მატარებელი სპორტის სახეობებს. ამ პერიოდის ენერგიის საუკეთესო გამოყენებაა კონსტრუქციულ მიზნებზე კონცენტრაცია და მძიმე შრომა მათი რეალიზაციისათვის.
13-16 ოქტომბერი13 ოქტომბერი - მერკური სატურნთან სექსტილში. აქტივობის პერიოდი 10-15 ოქტომბერი. ეს ენერგია ხელს უწყობს მენტალურ ორგანიზებულობას, ინტელექტუალურ შრომასა და სწავლას, სერიუზულ კვლევებს, დოკუმენტებთან მუშაობასა და მათ გაფორმებას, სტატიებისა და მოხსენებების წერას და ა. შ. შესაძლოა წარმოიშვას სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების კარგი შესაძლებლობები, ზუსტი ასპექტების ახლომდებარე დღეებში წარმატებულად ჩაივლის საქმიანი კონტაქტები, ზემგომებთან, გავლენიან პირებთან და სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ურთიერთობები. ამ პერიოდში ადამიანები მზად არიან არსებული პრობლემების კონსტრუქციულად გადასაწყვეტად, ამიტომ მოლაპარაკება აქ ადვილია. შესაძლოა შემოვიდეს ახალი ინფორმაცია, რომლის გათვალისწინებაც დაგეგმარების დროსაა აუცილებელი. საქმეებში შესაძლოა დაგეხმაროთ ასაკით ან პოზიციურად უფროსი, ან გამოცდილებით დაბრძენებული ადამიანი.
15 ოქტომბერი-მერკურის ოპოზიცია ურანთან „იალქნის“ შემადგენლობაში. ოპოზიციის მოქმედების პერიოდი 12-16 ოქტომბერი. ზუსტი ასპექტების ახლო დღეებში შესაძლოა გამოიკვეთოს ნერვიული დაძაბულობა საქმეების მოულოდნელი რაკურსით შეტრიალების გამო, სიჩქარის ტენდეცია. მაგრამ ამ ენერგიის საჭირო კალაპოტში მიმართვა შესაძლებელია თუ არ ავყვებით შფოთს. შესაძლოა სიძნელეები შეიქმნას კოლეგებთან, პარტნიორებთან, მეგობრებთან ურთიერთობაში. ელოდეთ მოულოდნელ ვიზიტებს. აქტუალურია ჩხუბი და გაუგებრობები. მოერიდეთ უგუნურ გადაწყვეტილებებსა და დაუფიქრებელ ქმედებებს. ახალმა ვალდებულებებმა, ახალმა ამბებმა შესაძლოა გამოიწვიოს წარსული მოლაპარაკებების გადახედვის აუცილებლობა. დასახული გეგმიდან ან განრიგიდან გამოარჩიეთ ჯანსაღი მარცვალი და საქმეების მოგვარების შანსი გაიზრდება. ახლა უნდა იმოქმედოთ მოქნილად. ახლანდელი აუცილებელი ცვლილებები შემგომში საქმეს წაადგება. შესაძლოა აღჭურვილობის, ელექტროობის, კომუნიკაციის საშუალებების, ტრანსპორტის დაზიანება. ხელსაწყოებისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
16 ოქტომბერი - მზე სექსტილში სატურნთან. მოქმედების პერიოდი 13-19 ოქტომბერი. ახლა საქმეებში პროგრესისათვის საჭიროა პირადი ინიციატივა და შემოქმედებითი მიდგომა, მაგრამ წესების დაცვით. ამ დღეების გარემოებები შეგვახსენებენ აღებულ ვალდებულებებს, ვადების დაცვას და პირადი პასუხისმგებლობის საკითხებს. გამოიჩინეთ მოთმინება და დაიცავით სუბორდინაცია. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს უფრო მომგებიან კონტაქტებს და თქვენთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტას. შესაძლოა წარმატება მოიტანოს ხელმძღვანელებთან, გავლენიან პირებთან, მფარველებთან შეხვედრებმა. იმედის მომცემია საკითხების გადაწყვეტა ოფიციალურ ინსტანციებში.
16-19 ოქტომბერიმიუხედავად იუპიტერის და მერკურის შეერთებისა, ესაა ოქტომბრის ერთერთი ყველაზე პოზიტიური ასპექტი. 16-19 ოქტომბერი არასასიკეთოა შორ მიზანზე გათვლილი ახალი პროექტების დასაწყებად. ეს დრო უფრო რაიმეს დასრულებას შეეფერება. აქ საჭიროა ინფორმაციის შეგროვება, შედეგების შეჯამება, სამუშაო გეგმის შედგენა ან შემდგომი ქმედების დაგეგმვა. სასარგებლოა კონსულტაციის მიღება პროფილური სპეციალისტებისგან. შესაძლოა გვერდიდან ან უფროსი ადამიანებისგან მოცემული რჩევა მნიშვნელოვანი გახდეს.
18 ოქტომბერი-მერკურის შეერთება იუპიტერთან. ასპექტი შედარებით აქტიურია 16-23 ოქტომბერს. ესაა „შორსმჭვრეტელობის“ ასპექტი, ის საშუალებას იძლევა ფართო სპექტრში დავინახოთ როგორც ყველა ჩვენთვის საინტერესო მოვლენა, ასევე მთლიანად ცხოვრება. ასპექტი გვეხმარება საგნები დავინახოთ პერსპექტივაში და დავსახოთ გრძელვადიანი გეგმები. ეს კარგი დროა მოლაპარაკებებისათვის, იურიდიული, სამართლებრივი, ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად და კონსულტაციის მისაღებად. ყურადღება მიაქციეთ ახალ ინფორმაციას, კარი გაუღეთ ახალ იდეებს. ხელსაყრელი დროა ახალი საქმიანი და მეგობრული ნაცნობობებისათვის, შემდგომში სასარგებლო კონტაქტების დასამყარებლად. კარგი დროა გავლენიან პირთაგან თავდების მისაღებად. ასევე, ცოდნის დონის ასამაღლებლად, ინტელექტუალური მოღვაწეობისათვის, მივლინებებისა და მოგზაურობებისათვის. ასპექტი ხელს უწყობს ასევე ვაჭრობას. ამ დროს შესაძლოა ახალი საინვესტიციო პროექტების დაბადება. სასიკეთოა ახალი კონტაქტები, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებები და დისკუსიები. ახლა ადვილია საერთო ენის გამონახვა. დაბალანსირებული და ტოლერანტული კომუნიკაცია გვეხმარება მოვძებნოთ რაღაც საერთო და კონცენტრაცია არ მოვახდინოთ განსხვავებებზე. ამასთან ერთად იქნება ტენდენცია: „ვუყურებდეთ ტყეს და იგნორირებას ვუკეთებდეთ ხეებს“, ამიტომ იყავით ფრთხილი. თუ ამ პერიოდში საჭიროა ხელშეკრულების დადება, შეამოწმეთ წვრილი შრიფტი. დიდ დროზე გათვლილი მნიშვნელოვანი კონტრაქტების დადება ჯობია 20 ოქტომბრის შემდგომ პერიოდზე გადაიტანოთ.
ახალმთვარეობა 2017 წლის 18 ოქტომბერი 25°35' სასწორში19 ოქტომბერი-ახალმთვარეობა 25°35' სასწორში, ურანთან ოპოზიციაში. ეს არაა უბრალო ახალთვარეობა. ის მთვარის ახალ თვეს ანიჭებს მეამბოხე სულს, მიმდინარე ტენდენციებს კი არამდგრადობას, შემოაქვს ცვლილებებისა და რეფორმების ენერგია. ამავდროულად კი ახალი პროექტებისა და წამოწყებებისათვის იძლევა ახალ პერსპექტივებს. ახალმთვარეობის ახლო დღეებში შესამჩნევად გაიზრდება ნევროზულობა. მოვლენების უეცარმა შემოტრიალებამ შესაძლოა ძირფესვიანად შეცვალოს ძველი გეგმები და დადგენილი სცენარი, გარემოებებიდან გამომდინარე. აქ საჭიროა სწრაფი აზროვნება და გამომგონებლობა, რათა გავუმკლავდეთ არასტანდარტულ სიტუაციებს. მნიშვნელოვანია წინ აღვუდგეთ ხასიათის მერყეობას, ნევროზულობას, კატეგორიულობას და უცებ არ შევუდგეთ იდეებისა და პროექტების განხორციელებას. ახლა უპრიანია გარე მოქმედების დაწყებამდე მივაღწიოთ შინაგან სიშვიდეს. ახალმთვარეობის და მის წინა დღეებში არ მიიღოთ გადაწყვეტილებები. 20 ოქტომბრიდან სიტუაცია დაიწყებს დალაგებას, დაბნეულობა გადაივლის, შესაძლოა შემოვიდეს ახალი ინფორმაცია რომელიც შესაძლებელს გახდის სწორად შევაფასოდ არსებული მდგომარეობა და ჩამოვყალიბდეთ ჩვენს წამოწყებებში.
19 ოქტომბერი-მზის ოპოზიცია/მთვარე-ურანი ახალმთვარეობის ძირითადი ასპექტი. მას შემოაქვს ბუნტის ენერგია, თავნებობა და რადიკალიზმი. ამან შესაძლოა შექმნას კონფრონტაციაში გარდამავალი კონფლიქტები. აქ არის ხელმძღვანელ პირებთან, ბიზნესპარტნიორებთან, ოჯახურ ურთიერთობებში კონფლიქტების ალბათობა. ეგოიზმი ხელს შეუშლის ურთიერთგაგებას, თავისუფლების წყურვილი კი შესაძლოა ვერ მოერგოს მიმდინარე ურთიერთობებს, ამიტომ, ამ პერიოდში შესაძლოა ურთიერთობები, პროექტები და თანამშრომლობა საეთოდ დასრულდეს. ამ ახალმთვარეობამ შესაძლოა მოახდინოს იურიდიული დავების და განქორწინებების პროცესების ინიცირება, იმ პარტნიორული და თანამშრომლური ურთიერთობების რღვევა, სადაც წინააღმდეგობები დიდი ხნის მომწიფებულია. ამავდროულად, ბუნტი და პროტესტი, სიტუაციის შეცვლის სურვილი შესაძლოა გამოწვეული იყოს ყავლგასული წესებისა და შეზღუდვების შეცვლის ობიექტური აუცილებლობით, იმისათვის რომ ურთიერთობები გახდეს ჯანსაღი, პარტნიორობა კი ორმხრივად მომგებიანი. თუ თქვენ გინდათ ურთიერთობის შენარჩუნება, მნიშვნელოვანია ზურგს უკან არ გადაწვათ ხიდები და არ იმოქმედოთ გაუაზრებლად, რაც შესაძლოა გამოიწვიოს დამოუკიდებლობის გადამეტებულმა სურვილმა. ასევე ლოიალურად მიუდექით ასეთივე გამოვლინებებს პარტნიორთა მხრიდან. ეგებ თქვენს ურთიერთობაში სწორედ მათ არ ყოფნით თავისუფალი ქმედების აუცილებლობის კომფორტი და დროა შეიცვალოს ეს სიტუაცია ისე, რომ ორივე კმაყოფილი დარჩეთ. ეს ახალმთვარეობა უფრო მეტად აისახება მათ პერსონალურ საქმეებზე, ვისი პირადი პლანეტებიც დგას 24°- 27° სასწორში, კირჩხიბში, თხის რქაში. ახალმთვარეობის ახლო დღეებში იზრდება ავარიების, ტრამვების, დანაშაულის რაოდენობა. არის ტერაქტებისა და კატასტროფების ალბათობა. საჭიროა სიფრთხილე ტრანსპორტში, საჭესთან და ელექტრო ხელსაწყოების მოხმარებისას.
20-30 ოქტომბერიეს თვის მეტნაკლებად კონსტრუქციული პერიოდია ახალი საქმეებისა და პროექტებისათვის, ბიზნესის სფეროებისა და პერსონალური საქმიანობისათვის. ამ პერიოდში უპრიანია მნიშვნელოვანი შეხვედრების, მოგზაურობის, მსჯელობის, ახალი პროექტების, შეთანხმებების დაგეგმვა.
24 ოქტომბერი-მერკურის ტრინი სატურნთან. მოქმედების დრო 20-27 ოქტომბერი. 24-27 ოქტომბერს კი ასპექტი აქტიური იქნება ბისექტრილის შემადგენლობაში: მერკური-ნეპტუნი-პლუტონი. ეს დღეები სტიმულს აძლევენ შემოქმედებით წარმოსახვას, ინტუიციასა და გამჭრიახობას. ახლა ინტუიტიური გამოფხიზლების დროა, როცა შესაძლებელია საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. კარგი პერიოდია შორსმიმავალი გეგმებისათვის, თუ ამ დროს ოცნებაში არ გადავარდებით. იმედისმომცემია უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტები, ხელშეკრულებების დადება. კარგი დროა ქველმოქმედებისათვის, ვალანტიორობისათვის, საქველმოქმედო ორგანიზაციებთან კავშირისათვის. ესაა შთაგონების დრო პოეტებისთვის, მწერლებისთვის, მუსიკოსებისთვის, მათთვის ვინც სიტყვასთან მუშაობს. ეს პერიოდი როგორც შემოქმედებისთვისაა ხელსაყრელი, მათ შორის პოეზიისა და მუსიკისათვის, ასევე წარმატების მომტანია ისეთი სერიოზული საქმეებისთვის, რომლებიც ითხოვენ კონცენტრაციას, ლოგიკასა და მენტალურ დისციპლინას.
26 ოქტომბერი-მზის შეერთება იუპიტერთან მორიელში. მოქმედების დრო 20 ოქტომბერი-03 ნოემბერი. ეს ასპექტი კარს უღებს ახალ ჰორიზონტებს. ხელსაყრელი დროა ახალი პროექტების დასაწყებად, მნიშვნელოვანი წამოწყებებისათვის, მათ შორის პარტნიორული ფულის ან სხვა რესურსების მოსაზიდად. ამ პერიოდში შესაძლოა გაჩნდეს ინვესტიციებთან და სამუშაო სქემასთან დაკავშირებული იდეები. ახლა სულიერი ან ფსიქოლოგიური კვლევების, დამაინტრიგებელ ამოცანებზე პასუხების ძებნის დროა. სასიკეთო პერიოდია ხელმძღვანელებთან და გავლენიან პირებთან ურთიერთობისათვის, რადგან არის თანადგომისა და თქვენი იდეების მხარდაჭერის შანსი. კარგი დროა ახალ სამსახურში გადასასვლელად, ფინანსური პროექტების საძებნელად, იურიდიული საკითხების გადასაწყვეტად. ამ დღეებში ჩანიშნეთ საპასუხისმგებლო გამოსვლები, ბრიფინგები, მოლაპარაკებები, გარიგებები, ბინის გამოცვლა, შორი მივლინებები, საზღვარგარეთთან თანამშრომლობა, სწავლის დაწყება-მათ შორის საზღვარგარეთ.
27 ოქტომბერი-მთვარის პირველი მეოთხედი 04°41 მერწყულში იძლევა პირველადი გეგმების კორექტირების აუცილებლობას, რათა ამ დროს დაშვებული შეცდომები შემდგომში ლოდივით არ დამძიმდეს. ამიტომ იყავით ყურადღებით და არ შეეწინააღმდეგოთ გონივრულ კრიტიკულ არგუმენტებს და შემდგომი ნაბიჯების გადადგმისას გაითვალისწინეთ ახალი ფაქტები.
28 ოქტომბერი-ვენერას კვადრატურა პლუტონთან. ასპექტის მოქმედების დრო 24-29 ოქტომბერი. 28 ოქტომბერთან ახლო დღეებში არ ღირს ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, ვალის აღება და გაცემა, არის შეცდომების რისკი. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დანაკარგებს, იძულებით ხარჯებს, ქურდობას, ჯარიმებს. ალბათობა შეთანხმებების ან პარტნიორული ურთიერთობების რღვევისა დამოკიდებულია ურთულეს გარემოებებზე. შესაძლოა კონფლიქტები საერთო ფინანსების გაყოფის საკითხებთან, აქციებთან, გადასახადებთან და ჯარიმებთან, ვალებთან, ალიმენტებთან დაკავშირებით. აქ არის გამოძალვისა და თაღლითობის საშიშროება. საჭიროა სიფრთხილე. ეს კრიტიკული ასპექტია არამყარი ურთიერთობებისათვის. ჩხუბის მიზეზი შესაძლოა ეჭვიანობა იყოს. ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემები შესაძლოა უკავშირდებოდეს მმართველობასა და კონტროლს. ურთიერთობების დასალაგებად საჭირო გახდება სიახლეები და რაიმე სახის მსხვერპლი. არაა გამორიცხული იძულებითი განშორებები, პარტნიორული ურთიერთობის ან პირადი ცხოვრების რღვევა. ამ პერიოდში შესაძლოა გაგიტაცოთ ახალმა რომანტიულმა კავშირმა, მაგრამ ამ დროს დაწყებული რომანები მუდმივმოქმედი ვულკანის ტოლფასი იქნება.
28 ოქტომბერი-მერკურის სექსტილი პლუტონთან. აქტივობის დრო 23-31 ოქტომბერი. ასპექტი იმოქმედებს ვენერა-პლუტონის კონფლიქტთან ერთად, რაც ხელს შუწყობს მშფოთვარე ვნებებში გონივრული არგუმენტების ჩართვას. ახლა საჭიროა არ დავუშვათ ემოციური გადაწყვეტილებები და ვიხელმძღვანელოთ გონების ძალით. ეს სასაგგებლო იქნება როგორც ფინანსურ საქმეებში, ასევე ურთიერთობებში. ასპექტის ენერგია საშუალებას იძლევა მოიძებნოს პასუხები რთულ კითხვებზე და იმ საქმეებში, სადაც მენტალური კონცენტრაციაა საჭირო, მოხდეს მნიშვნელოვანი წინსვლები. ახლა შესაძლოა წარსული ურთიერთობების დინამიკის ზუსტი გააზრება და ფინანსური ტენდენციების უფრო ნათლად აღქმა. ამ პერიოდში შემოსული ინფორმაცია თქვენ მოგცემთ მნიშვნელოვან გასაღებს, რითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდგომში.
გისურვებთ წარმატებებს ნებისმიერი ტრანზიტის დროს!..
скачать dle 11.3