Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ფიზიკური და სულიერი სამყაროები

ფიზიკური და სულიერი სამყაროები

ფიზიკური და სულიერი სამყაროები
ფიზიკური და სულიერი სამყაროები






















სად მოვხვდებით სიკვდილის შემდეგ? აგრძელებს თუ არ ადამიანის სული სხვა სამყაროებში არსებობას? როგორია იქ ცხოვრება?
აღმოსავლური ეზოთერული სწავლებებით, კოსმიური სამყარო პირობითად შედგება ორი ტიპის სამყაროსგან:
1. მუდმივი – სულიერი, სადაც მხოლოდ აწმყო დრო არსებობს;
2. მატერიალური – სადაც არის დუალობის პრინციპი: დაბადება და სიკვდილი; აწმყო, წარსული და მომავალი დრო.
სულიერი სამყარო უსასრულოა და კოსმოსის სამ მეოთხედს შეადგენს. ასეთი ტიპის პლანეტას კურირებს რომელიმე უმაღლესი სულიერი არსება. სწორედ აქედან მოდიან სულები კარმულ, მატერიალურ სამყაროში. მატერიალური სამყარო კოსმოსის ერთ მეოთხედს შეადგენს. ასეთი ტიპის სამყაროებში ყველა ცოცხალ არსებას აქვს ეთერული სხეული, ხოლო უფრო ქვედა დონის მატერიალურ პლანეტებზე, როგორც დედამიწაა, ასევე აქვთ უხეში, მატერიალური სხეული – როგორც ჩვენ.
ყოველ მატერიალურ სამყაროს აქვს კვერცხის ფორმა, თავისი ბიოველი, ერთი მზე და ერთი მთავრე. ჩვენი პლანეტის გარდა არსებობს უამრავი მატერიალური პლანეტა. ყველაზე უმაღლესია მე-14 დონე, სადაც არსებობისთვის ყველაზე კარგი პირობებია. დედამიწასთან შედარებით, სიცოცხლის ხანგრძლივობაც იქ გაცილებით მეტია. ჩვენი პლანეტარული სისტემა შუაში - მე-7 დონეზე მდებარეობს. სხვადასხვა რელიგიაში მიმოფანტულია ასეთი ტიპის სამყაროების აღწერა. მათზე ყურადღება ნაკლებად მახვილდება. მაგალითად, ბუდიზმის თეორია სამყაროს 31 იერარქიულად ორგანიზებულ დონედ ჰყოფს. ინდუიზმშიც კერძოდ”მაჰაბჰარატაში” სამყაროების ასეთივე სტრუქტურაა აღწერილი. ძველ იუდაიზმშიც დახასიათებულია სამყაროები, რომლებიც ერთმანეთში „მატრიოშკების“ პრინციპით ეწყობა.

არსებობს ე.წ. “ჯოჯოხეთური პლანეტები”, სადაც სულები იტანჯებიან. ამ პლანეტებზე მათ ცოდვებისთვის კი არ უშვებენ, არამედ იქ თავისი სულიერი მდგომარეობის მიხედვით ხვდებიან. მათი ვიბრაცია ავტომატურად იქითკენ მიიზიდავს. თუმცა ეს არ უნდა გავიგოთ ტრადიციული ჯოჯოხეთის კონცეფციით, რადგან ასეთი რელიგიური წარმოდგენები ძალიან მარტივად და ერთმნიშვნელოვნად წყვეტს ადამიანისა და სულის ბედს. კოსმოსი და მისი მოწყობა კი გაცილებით ღრმა და კანონზომიერია, ვიდრე დედამიწაზე არსებული რელიგიურ-დოგმატური პრინციპები.

როდესაც ვსაუბრობთ პლანეტებზე, მკვეთრად არ უნდა გავმიჯნოთ სულიერი და ფიზიკური სამყაროები. რადგან ფიზიკურ სამყაროში არსებული მატერია სხვა არაფერია თუ არა მყარი ენერგია, რომელიც დაშლისას აღმოჩნდება, რომ შედგება სუფთა ენერგიისგან.
უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ განსხვავება - სულიერ პლანეტებზე არსებობს ნატიფი ენერგიები. დედამიწისმაგვარ პლანეტებზე კი მყარი ენერგიები, რაც ჩვენს თვალს ნებისმიერი ტიპის მატერიის სახით წარმოუდგება.
როგორც დედამიწაზე, ასტრალურ პლანეტებზეც მოკვდავნი ვართ, იმ განსხვავებით, რომ იქ გაცილებით დიდხანს ვცხოვრობთ. ასტრალურ პლანეტებზე დედამიწიდან მოხვედრილი ბავშვების სულები მაშინვე იზრდებიან, ხოლო მოხუცები 25-30 წლამდე ახალგაზრდავდებიან.
ფიზიკური და სულიერი სამყაროები





























თუ რომელ სამყაროში მოვხვდებით, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ჩვენს ამჟამინდელ ცხოვრებაზე აქ, დედამიწაზე. შესაძლებელია, რომ სიკვდილის შემდეგ დედამიწაზე ახალი სხეულით მაშინვე დავბრუნდეთ, ანუ ვრეინკარნირდეთ, მაგრამ შეიძლება რომელიმე ასტრალურ პლანეტაზე გავაგრძელოთ არსებობა.
რაზეა ეს დამოკიდებული?
- უნდა ვიცოდეთ, რომ ის ემოციური სიმწიფე, რასაც დედამიწაზე ვიძენთ, განაპირობებს სულის შემდგომ, სხვა სამყაროებში ბედნიერ არსებობას. თუ ამ ცხოვრებაში ვერ გადავწყვეტთ ჩვენს შიგნით არსებულ კონფლიქტებს, მაშინ ვერანაირი სამოთხე ბედნიერებას ვერ მოგვიტანს. დედამიწაზე, ფიზიკურ სიამოვნებებზე მიჯაჭვული ადამიანი, რომელიც თავისი სურვილების მონა იყო, ასტრალურ სამყაროში მეტად რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. მას აღარ ექნება ფიზიკური სხეული, თუმცა დაუძლეველი ვნებები გამუდმებით სთხოვენ დაკმაყოფილებას. სიკვდილის შემდეგ კი ასტრალურ სამყაროებში ჩვენი ემოციები ათასჯერ ძლიერდება! თუ ადამიანი ვერ ისწავლის ემოციების კონტროლს აქ, ფიზიკურ სამყაროში, მაშინ ასტრალურ სამყაროში ეს ნეგატიური ემოციები შეჭამენ მის სულს და ჯოჯოხეთად უქცევენ არსებობას იქ, სადაც იქნება. ფაქტიურად, ჩვენ თვითონ შევქმნით ჩვენს ჯოჯოხეთს და ის ემოციები, აკვიატებული სურვილები იქცევიან დემონებად და გაგვიმწარებენ იქ ცხოვრებას. აი, სწორედ ესაა ის, რის მიხედვითაც მოვხვდებით სხვადასხვა სამყაროში.

მირიან ბეგიაშვილი
скачать dle 11.3
ნახვები: 9 130
 

ASTRO TV LIVE