რუნოლოგია

რუნები - ისტორია

   რუნებითვითონ ტერმინსრუნებიაქვს კავშირი ძველგერმანულ ფუძე run-თან („საიდუმლო“).  ძველსკანდინავიური და ძველინგლისური run, ძველისლანდიური runar და ძველგერმანული runa ერთმანეთთან დაკავშირებულია გერმანული ფუძით ru და გოთური runa-თი, რომელიც ნიშნავსსაიდუმლოს“, აგრეთვე ძველგერმანული runen-ით (თანამედ. raunen), რომელიც აღნიშნავდაუჩუმრად ჩურჩულს“. ამგვარი სახელწოდება, როგორც ჩანს, გამოწვეულია იმით, რომ ძველი გერმანელები რუნებს მისტიკურ თვისებებს მიაწერდნენ.

  მაშ ასერუნები - ძველი გერმანების და სკანდინავების დამწერლობა, გამოიყენებოდა I—II საუკუნეებიდან XIII საუკუნემდე თანამედროვე დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის ტერიტორიაზე, ისლანდიასა და გრენლანდიაში, ხოლო შვედეთის პროვინცია დალარნაში XIX საუკუნემდე.

  რუნებს აქვთ სპეციფიკურად კუთხოვანი ფორმა, რომელიც მორგებულია ეპიგრაფიკას (მაგარმყარ მასალაზე დატანილი წარწერების შემსწავლელი დისციპლინა).  ცნობილია რუნებით შესრულებული წარწერები ქვაზე, ლითონზე, ხეზე; მოგვიანებით სასულიერო და საერო ტექსტებიქაღალდზე.ზოგიერთი სპეციალისტი რუნებს ჩრდილოეტრუსკული ანბანის მოდიფიკაციად მიიჩნევსჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქრისტიანობის მიღების შემდეგ რუნები, როგორც დამწერლობა, ჩაანაცვლა ლათინურმა. სულ ცნობილია 6000-მდე რუნული წარწერა, მათი უმეტესი ნაწილი ნაპოვნია შვედეთში. ძველი თურქების ანბანი, რომელსაც მსგავსი კუთხური ფორმა აქვს, ასევე იწოდება რუნებადთუმცა ბევრი მკვლევარი ამ მოსაზრებას არ იზიარებსრადგან აია სოფიაში აღმოჩენილი რუნული წარწერა არის სკანდინავური რუნებით და სავარაუდოდ რომელიმე ევროპელი რაინდის დატანილი ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. ხშირად ამ სახელით მოიხსენიებენ სხვა დამწერლობით სისტემებს, მაგალითად, ძველი სლავების ჰიპოთეტურ ანბანს (რომლის არსებობის რეალური მტკიცებულებები არ არსებობს).

  რუნული ანბანის მთავარ განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს ასოების წყობა, პირობითად მას უწოდებენ ფუთარქსპირველი ექვსი ასოს მიხედვითამგვარი ანბანური წყობა არ გვხვდება არცერთ სხვა დამწერლობაშიანბანი იყოფოდა სამ ჯგუფადეტირიანატი, თითოეულში 8 რუნით

 

თითოეულ რუნას ჰქონდა საკუთარი სახელწოდება. რუნების თავდაპირველი სახელწოდებები არ არის შემორჩენილი, მაგრამ მათი სავარაუდო სახელწოდებები აღდგენილია უფრო გვიანდელი ანბანის რუნების სახელწოდებებიდან.დამწერლობის მიმართულებამარცხნიდან მარჯვნივ, მაგრამ ადრეულ წარწერებში გვხდება ბუსტროფედონი. სიტყვები ერთმანეთს გამოეყოფოდა წერტილის, ორწერტილის ან ჯვარედის მეშვეობითცნობილია რამდენიმე რუნული ხელნაწერი — „Codex Runicus“(სამეფო კოდექსი), „Fasti Danici“, „Cotton Domitian“, „Codex Salisburgensis, 140“.

  მეტად საინტერესოა აია-სოფიას ტაძრის რუნული წარწერები კონსტანტინოპოლში, აგრეთვე ათენის ნავსადგურ პირეოსში მდებარე მარმარილოს ლომი, რომლის მხარიც დაფარულია რუნული წარწერებით. 1687 წელს ალაფის სახით ძეგლი გადაიტანეს ვენეციაშიკენსინგტონში, მინესოტას შტატში (აშშ) 1898 წელს იპოვეს რუნული ქვა, მაგრამ საკითხი მის უტყუარობაზე დღემდე გაურკვეველია.რუნული წარწერები იჭრებოდა ან იკვეთებოდა ლითონზე, ხეზე, ქვაზეძველი გერმანელები მაღალ დონეზე ფლობდნენ ხეზე ამოკვეთის ხელოვნებას. რუნული წარწერები სხვადასხვა შემცველობის იყო,თუმცა უმეტესწილად რუნებით იწერებოდა მემორიალური წარწერები. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს რუნული ქვა რეკიდან, რომელიც ადიდებდა მეფე თეოდორიხ დიდს, რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,თუმცა ამ წარწერის პირველ სტროფებში წერია: „ეს რუნები ამბობენ ვემუდის შესახებ. ვარინმა ისინი დაცემული ვაჟის პატივსაცემად დააწყო“, — რაც შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ ქვას სამახსოვრო მნიშვნელობა აქვს. რუნების წარმომავლობის პრობლემასთან დაკავშირებით მრავალი ჰიპოთეზა არსებობს. რუნების ფორმამ, წაგრძელებულმა და ეკლიანმა, ისააკ ტეილორს გაუჩინა მოსაზრება, რომ რუნები წარმოიშვა ბერძნული ანბანიდან, რომელიც ძვ. . VI საუკუნეში გამოიყენებოდა შავი ზღვის სანაპიროზე. შემქმნელებად ტეილორმა გუთები დაასახალა, რომლებიც ამ დროს, მისი აზრით, რუსეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ, თუმცა რეალურად ისინი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში 900 წლის შემდეგ დასახლდნენ. სხვა მრავალი მეცნიერი რუნული დამწერლობის წინამორბებად თვლის ჩვენი წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეების ბერძნულ სტენოგრაფიას.ლუდვიგ ფრანც ადალბერტ ვიმერმა გამოთქვა თეორია, რომლის მიხედვითაც რუნები წარმოიშვა ახ. . II საუკუნის ლათინური დამწერლობიდან. ლათინურ თეორიას ემხრობა აგრეთვე სიგურდ აგრელიც, რომელიც რუნების წარმოქმნის თარიღად I საუკუნეს მიიჩნევს. ოტო ფონ ფრიზენის მოსაზრებით, რუნული დამწერლობა შექმნეს გუთებმა ჩვენი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეებში ბერძნულ და ლათინურ ანბანებზე დაყრდნობით.ბრედსფორდი თვლიდა, რომ რუნებს საფუძვლად გოთური დამწერლობა უდევს. ამ ვერსიას უარყოფენ სხვა მკვლევრები, რადგან უძველესი რუნული წარწერები დანამდვილებით თარიღდება არაუგვიანეს III საუკუნით, როცა გოთური დამწერლობა მხოლოდ IV საუკუნეში შეიქმნა.ყველაზე პოპულარულია რუნული დამწერლობის ერთ-ერთი ჩრდილოეტრუსკული ანბანიდან წარმოშობის თეორია, რომელიც 1928 წელს შემოგვთავაზა რუნოლოგმა კარლ მარსტრანდერმა.მოცემულ ვერსიას მხარს უჭერს მეცნიერთა უმრავლესობა.აგრეთვე, ფაისტის მოსაზრებით, შესაძლოა, რუნებზე გავლენა ლათინურმაც იქონია.ლიდიურ ანბანში არის რუნების იდენტური (გრაფიკის მიხედვით და არა ფონეტიკის) რამდენიმე ასო. ეს ანბანი, როგორც ჩანს, ბერძნულის პარალელურად წარმოიქმნა ფინიკიური ანბანიდან. მოცემული დამწერლობა გამოიყენებოდა ძვ. . III საუკუნემდე და დაახლოებით ამ დროსვე გამოჩნდა რუნები ევროპაში. 1930—1940-იან წლებში მუშავდებოდა თეორია „Urrunen“, რომლის თანახმადაც, რუნები წარმოიქმნა წინარერუნებისგან, რომელთაგანაც აგრეთვე ჩრდილოსემიტური ანბანი და, შესაბამისად, მსოფლიოს ყველა ანბანური დამწერლობა შეიქმნა. ეს თეორია შემუშავდა უკიდურესად ანბანისგერმანიზაციისმიზნით და არ იმსახურებს ნდობას. დღესდღეობით უცნობია, რა მიზნით იქმნებოდა რუნები: მკითხაობისთვის თუ თავიდანვე დამწერლობად იყო ჩაფიქრებული.სიგურდ აგრელმა, ლუნდის უნივერსიტეტის შვედმა პროფესორმა, 1932 წელს შემოგვთავაზა ეზოთერიული თეორია, რომლის თანახმადაც „f“ იყო რუნული ანბანის არა პირველი, არამედ უკანასკნელი რუნა. იგი თვლიდა, რომ რუნების ამგვარად დაწყობით შესაძლებელი იყო რუნული შიფრის საიდუმლოს ამოცნობა. სამეცნიერო სამყარომ ეს თეორია არ მიიღო, თუმცა მას გაუჩნდა რამდენიმე მიმდევარი, მაგალითად, როგორიცაა თომას კარლსონი. აგრელის ნაშრომების შემდეგ მან პირველმა გამოაქვეყნა მონოგრაფიები ფუთარქის თეორიაზე.ფუთარქის თეორიის სხვა ცნობილი მიმდევარია ოკულტისტი კენეთ მედოუზი. სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით, რუნები იხილა ოდინმა, მას შემდეგ, რაც მან საკუთარი თავი შუბით განგმირა და ცხრა დღისა და ღამის განმავლობაში ეკიდა მსოფლიო ხეზე საჭმლისა და სასმლის გარეშე, საბოლოოდ კი ბაბუამისის, ბელტორნის, წმინდა (შამანური) თაფლით წყურვილი მოიკლა. ამის შემდეგ ოდინს რუნები ჩაესმა და ისინი შუბის გამოყენებით საკუთარი სისხლით გამოსახა ხეზე.ასე წერია ამის შესახებუფროს ედაშიარსებობდა რუნების რამდენიმე განსხვავებული ტიპი. ყველაზე ადრინდელი არის წინარესკანდინავიური ვარიანტი, რომელიც გამოიყენებოდა საერთოგერმანულ ენა-კოინეში.

 იგი გამოიყენებოდა ახ. . I—VIII საუკუნეებში (გერმანული ხალხების ისტორიაში ეს არის რომაული რკინის საუკუნე და გერმანული რკინის საუკუნე). მას ზოგჯერ უწოდებენ უფროს ფუთარქს ან უფროს რუნებს.უფროსი რუნა სულ 24-ია, ისინი გვხვდება იარაღებზე, ძვირფასეულობებსა და მემორიალურ ქვა-სტელებზე. სწორედ უფროსი რუნები გამოიყენებოდა მოგვიანებით (XIII საუკუნემდე) მაგიური და საკრალური მიზნებისთვის. უმცროს რუნებს (IX—XIII სს.) იყენებდნენ მემორიალური წარწერებისთვის და მათ არ ჰქონდა საკრალური მნიშვნელობა.სულ ცნობილია ადრეული, III—VIII საუკუნეების, რუნული წარწერის მქონე 150-მდე ნივთი (შეიარაღების დეტალები, ამულეტები, საფლავის ქვები).წარწერების უმეტესობა შედგება ერთადერთი სიტყვისგან, ჩვეულებრივ, სახელისგან, რაც, რუნების მაგიურ გამოყენებასთან ერთად, წარწერების დაახლოებით მესამედის სრულყოფილად წაკითხვას შეუძლებელს ხდის. უძველესი რუნული წარწერების ენა სხვა წერილობით ძეგლებში დაფიქსირებულ ყველაზე ადრეულ გერმანულ ენაზეგოთურზე უფრო არქაულია. რუნებად მიიჩნევა: გოთური რუნები აგრეთვე გამოყოფენ გოთურ რუნებს, რომლებიც საერთოგერმანულის ადრეული სახესხვაობაა. ისინი გამოიყენებოდა აღმოსავლეთ ევროპაში ახ. . I–IV საუკუნეებში. ანგლოსაქსონური რუნები(ნორტუმბრიული) ბრიტანეთის კუნძულებზე რიგი გერმანული ტომების (ანგლების, საქსების, იუტების) გადასახლებამ მათ ენაში გამოიწვია ფონეტიკური ცვლილებები, დაემატა რამდენიმე ახალი ხმოვანი, რის შედეგადაც საერთოგერმანული რუნული ანბანი გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ასე წარმოიშვა ანგლოსაქსონური რუნული ანბანი. „მარკომანული რუნებიტრაქტატში, რომელიც ჩვემანდე კაროლინგების იმპერიის ტერიტორიაზე ნაპოვნ VIII და IX საუკუნეების ხელნაწერებში შემორჩა, ნახსენებია საერთოგერმანული და ანგლოსაქსონური რუნების საინტერესო ნაზავი, რომელსაცმარკომანული რუნებიეწოდა, თუმცა თვითონ მარკომანებთან მას არავითარი კავშირი არ აქვს და, როგორც ჩანს, შეიქმნა იმისთვის, რომ რუნები ლათინური ანბანის ეკვივალენტური ყოფილიყო. ჩრდილოეთის, ანუ სკანდინავიური რუნები დანიური რუნები შვედური რუნებ ნორვეგიული რუნები IX საუკუნის დასაწყისისთვის სკანდინავიის ქვეყნებში საერთოგერმანული რუნული ანბანი სხვაგვარად განვითარდა. გარკვეული ცვლილებები განხორციელდა აგრეთვე ძველსკანდინავიურ ენაში: გამდიდრდა ენის ბგერათა რიგი, ამიტომ საერთოგერმანული რუნები არასაკმარისად გადმოსცემდა ენის ხმოვან შედგენილობას, თუმცა, ანგლოსაქსონური რუნებისგან განსხვავებით, სკანდინავიურ რუნებში ნიშნების რაოდენობა კი არ იზრდებოდა, არამედ მცირდებოდა. ისლანდიური რუნები ისლანდიური რუნები გამოიყენებოდა ისლანდიაში XII—XIV საუკუნეებში. გვიანდელ ეპოქაში ისლანდიურ რუნებში მკვეთრად შეიცვალა ცალკეული რუნების ფორმები.გაჩნდა წვრილი შტრიხებისა და წერტილების წრეებად ჩანაცვლების ტენდენცია. წარმოიქმნარუნების შემოკლებული გრენლანდიური რუნები გრენლანდიური რუნებიც გამოიყენებოდა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ისლანდიურებთან ერთად. სულ გრენლანდიაში ნაპოვნია 60-მდე რუნული წარწერა, დალეკარლიული რუნები დალეკარლიული, ანუ დალიური რუნები გამოიყენებოდა დალარნის პროვინციაში (შვედეთი) XV საუკუნიდან XIX საუკუნემდე. ჩანაწერით ისინი ძლიერ უახლოვდებოდნენ ლათინურს, გაჩნდა ასოთა წმინდად ლათინური ფორმები,ეს ვარიანტი უკანასკნელი გამოყენებადი იყო დამწერლობის სახით. იგი საბოლოოდ ლათინურმა შეავიწროვა. გარეგნული მსგავსებიდან გამომდინარე, ტერმინრუნებითაღნიშნავენ რიგ სხვა დამწერლობებს, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვთ რუნებთან. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის კეკ-თურქული რუნები, დამწერლობა, რომელიც გამოიყენებოდა VI-VII საუკუნეებში ციმბირში. მისით განხორციელებული წარწერები პირველად XVIII საუკუნეში აღმოაჩინეს. იგი გაშიფრა დანიელმა ლინგვისტმა ვილჰელმ ტომსენმა XIX საუკუნის მიწურულს. როგორც ჩანს, ეს დამწერლობა წარმოიქმნა ფეჰლევის დამწერლობის ერთ-ერთი სახესხვაობიდან.რუნებად მოიხსენიებენ აგრეთვე ბულგარულ რუნულ დამწერლობასა და ძველუნგრულ დამწერლობას. უნგრულ რუნებს აქვთ მსგავსება თურქულ რუნებთან, თუმცა კავშირი ამ ორ დამწერლობას შორის არ არის დადასტურებული. სლავური რუნები XIX—XX საუკუნეებში ამ პრობლემით მეცნიერები სერიოზულად დაკავდნენ,შემდგომ წლებში კი იგი მოყვარულ-მკვლევრებს შორისაც გახდა პოპულარული. რუსეთის, ბელორუსიის,უკრაინისა და ლატვიის ტერიტორიებზე ნაპოვნია წარწერები, რომლებიც ძველი გერმანული რუნებითაა გაკეთებული. თუმცა სტარაია-ლადოგასა და ნოვგოროდში აღმოჩენილია ორი წაუკითხავი წარწერა, რომლებიც უცნობი დამწერლობებითაა განხორციელებული, სავარაუდოდ, რუნულებით, თანაც ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებულით. ჩერნორიზეც ხრაბრი თავის ტრაქტატშიდამწერლობათა შესახებსაუბრობს წარმართი სლავების მიერ მკითხაობისთვისხაზებისა და ჭრილებისგამოყენების შესახებ,თუმცა ადასტურებს სლავებში დამწერლობის არარსებობას. აგრეთვე სლავურ რუნებს მიეწერება ნაშრომიველესის წიგნი“, რომელიც მეცნიერთა საზოგადოებამ XIX-XX საუკუნეების ყალბ ხელნაწერად აღიარა. XVIII საუკუნეში საუბარი იყო რეთრის ტაძრის ფიგურებზევენედური რუნებისაღმოჩენის შესახებ, მაგრამ ეს ფიგურები, ისევე როგორცველესის წიგნი“, ყალბად მიიჩნიეს. ყველაზე ძველი რუნული წარწერები ძველგერმანულ ენაზე დაიწერა, თუმცა მათ არ შეუძლიათ საერთოგერმანული ენობრივი მდგომარეობის სრულყოფილად ასახვა: სხვადასხვა ადგილას ნაპოვნ ადრეულ წარწერებს არ აქვთ არავითარი ენობრივი გამორჩეულობა და ისინი ამა თუ იმ რეგიონში ენის განვითარების შესახებ ინფორმაციას არ იძლევიან. უფრო გვიანდელი რუნული წარწერები დაწერილია ანგლოსაქსონურ (ანგლოსაქსონური რუნები) და ძველსკანდინავიურ (სკანდინავიური რუნები) ენებზე. ყველაზე გვიანი ეპოქის რუნული წარწერები კი, რომლებიც განხორციელდა დალეკარლიული რუნებით, დაწერილია შვედურად. ჯამში, რუნებით დაწერილი ყოველთვის როდი შეესაბამება წარმოთქმას, რადგან ადრეულ რუნულ წარწერებში ხშირია შემოკლებები სიტყვების ბოლოებში, სიტყვათგამყოფები კი არ გამოიყენება. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე მრავალი რუნული წარწერის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა შესაძლებელი.

 (წყარო)

მაგიური და სამკითხაო მნიშვნელობა ჯერ კიდევ ძვ. . I საუკუნეში იულიუს კეისარი საუბრობდა გერმანელთა ადათზე, ემკითხავათ საკენჭისყრე ჯოხებზე. ტაციტუსი დაწვრილებით გვიყვება მის შესახებ:„აყვავილებული ხის მოტეხილ ტოტს ისინი ჭრიან კამათლებად, რომლებზეც გამოსახავენ სპეციალურ ნიშნებს, და შემდეგ, როგორც მოხერხდება, ყრიან თოვლისფერ ქსოვილზე. შემდგომ ამისა, თუკი მკითხაობა საჯარო მიზნებით ხორციელდება, ტომის ქურუმი, ხოლო თუკი კერძო მიზნებით, — ოჯახის უფროსი, მზერის ცაში აპყრობისა და ღმერთებისთვის ლოცვის შემდეგ სამჯერ იღებს თითო კამათელს და მათზე წინასწარ ამოფხეკილი ნიშნების მიხედვით ამბობს წინასწარმეტყველებას...“

 

მაგიურ თვისებებს რუნებს ჯერ კიდევ ძველი გერმანელები მიაწერდნენ, ამგვარად, „პოეტურ ედაშიშეგვიძლია ვიპოვოთ ინფორმაცია რუნათა გარკვეულ მისტიკურ თვისებებზე, დაწყებული საშიშროებისა და მოტყუების საწინააღმდეგო თილისმებიდან დამთავრებული სამკურნალო სიმბოლოებით. ოკულტიზმში რუნათა თანამედროვე სამკითხაო მნიშვნელობა XIX-XX საუკუნეებში დაამკვიდრა გერმანელმა რუნების მკვლევარმა და ოკულტისტმა გვიდო ფონ ლისტმა, რომელმაც, სხვა ყველაფერთან ერთად, სპეციალურად მკითხაობისთვის შექმნა რუნულიანბანი“ — „არმანიული ფუთარქი“. ეს ანბანი ეფუძნება სკანდინავიურ რუნებს, მასში დამატებულია ორინიშანი“, რუნათა სახელწოდებები შეცვლილია; „ანბანური წყობისმიხედვით.დღესდღეობით რუნები გამოიყენება მარტოოდენ როგორც მისტიკური სიმბოლოები მკითხაობისთვის, ნივთებისშესალოცად“, გამოიყენება ტატუებსა და თილისმებში. მკითხაობისთვის იყენებენ 24 ან 25 რუნისგან შემდგარ კომპლექტს. როგორც წესი, რუნებს გამოსახავენ ქვებზე, თუმცა მკითხავები ხშირად იყენებენ ხის, ძვლისა და მარილიანი ცომის რუნებსაც კი.ზიგფრიდ კიუმერი თვლიდა, რომ რუნები ასრულებენ როლს ხიდისა, რომელიც ადამიანს უძველესარიულღმერთებთან აკავშირებს. იგი მიიჩნევდა, რომ თითოეული რუნა შეესაბამება ადამიანის სხეულის მდგომარეობას. აგრეთვე მას აუცილებლად მიაჩნდა რუნათა სხვადასხვა კომბინაციების მღერა. შედეგად, ამ მოსაზრებების გავლენით, ადოლფ ჰიტლერმა რუნები ნაცისტურ სიმბოლიკაში გამოიყენა. კიუმერი წერდა:„რუნული მაგია ხუთი კოსმოსური სფეროდან გამომავალი სხვადასხვა ენერგეტიკული ნაკადის მართვის შესაძლებლობას იძლევა. ამისთვის აუცილებელია საკუთარი ფიზიკური სხეულისთვის შესაფერისი პირობების შექმნაანუ საჭირო რუნული პოზის მიღებადა ენერგეტიკული ნაკადების აღქმისთვის საკუთარი ცნობიერების მომართვა. ეს კეთდება სპეციალური რუნული ბგერების დახმარებით, რომლებსაც ძველი სკანდინავები და გერმანებიუწოდებდნენგალდს“ (galdr — „შელოცვა“, „მაგიური გარეგნული მსგავსებიდან გამომდინარე, ტერმინრუნებითაღნიშნავენ რიგ სხვა დამწერლობებს, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვთ რუნებთან. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის კეკ-თურქული რუნები, დამწერლობა, რომელიც გამოიყენებოდა VI-VII საუკუნეებში ციმბირში. მისით განხორციელებული წარწერები პირველად XVIII საუკუნეში აღმოაჩინეს. იგი გაშიფრა დანიელმა ლინგვისტმა ვილჰელმ ტომსენმა XIX საუკუნის მიწურულს. როგორც ჩანს, ეს დამწერლობა წარმოიქმნა ფეჰლევის დამწერლობის ერთ-ერთი სახესხვაობიდან.რუნებად მოიხსენიებენ აგრეთვე ბულგარულ რუნულ დამწერლობასა და ძველუნგრულ დამწერლობას. უნგრულ რუნებს აქვთ მსგავსება თურქულ რუნებთან, თუმცა კავშირი ამ ორ დამწერლობას შორის არ არის დადასტურებული.

აი სულ ეს არის რაც ცნობილია რუნებზემსგავსი ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ სივრცეში ადვილადაა შესაძლებელეთუმცა მხოლოდ ამ იმფორმაციის ათვისება როდია საკმარისი რუნო-მაგიის შესაცნობადმაშ ასე,ასე თუ ისე გავერკვიეთ რა არის რუნა...რომ რუნა არის უპირველეს ყოვლისა ასო ნიშნის გრაფიკული გამოსახულება...და ყველაზე მთავარი რასაც უკვე მივხვდით არის ის რომ რუნებს დღეს ძალიან ბევრ სიმბოლოს უწოდებენ თუმცა ეს არის შეცდომა. გმადლობთ ყურადღებისათვის.

 

 

 მომაზადა ნუკრი ლურსმანიშვილმა

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

ლილითი, როგორც მტრის ხატი და მისი ნამდვილი პოზიცია ასტროლოგიაში

...

GeoAstro „იბერიაზე“, გადაცემა „დღის შოუ 3-დან 5-მდე“

Guide to cats and kittens