ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ენერგეტიკული პარაზიტები. მათი ტიპები და ნაირსახეობა

ენერგეტიკული პარაზიტები. მათი ტიპები და ნაირსახეობა

ენერგეტიკული პარაზიტები. მათი ტიპები და ნაირსახეობაადამიანების დიდი ნაწილი ბოლომდე ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ყოველ წამს მის გვერდით და გარშემო უამრავი გონიერი არსება სახლობს, რომელთა არსებობის შესახებ ის ვერც კი ხვდება. თუმცა ეს ფაქტი ამ არსებებს სულაც არ უშლით ხელს, იქონიონ თავიანთი პირდაპირი თუ ირიბი გავლენა ადამიანის ცხოვრებისუნარიანობაზე. ზოგიერთი მათგანი ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილია, ან როგორც მინიმუმ, ნეიტრალური მაინც და, შესაბამისი დამოკიდებულების დროს, შესაძლოა დახმარებაც კი გაუწიოს მას. სხვები კი პირიქით - არაკეთილგანწყობილები არიან.
საქმე ისაა, რომ თუ ადამიანი იკვებება ცხოველური და მცენარეული საკვებით, ჩნდება ლოგიკურის დასკვნა, რომ თვით ადამიანითაც იკვევებება ვიღაც, უფრო სწორად, მისი ენერგეტიკით, რითაც ჩვენ გვადგება პირდაპირი ან ირიბი ზიანი, რომლის წყაროც, როგორც წესი, ადამიანის მხრიდან, გაუაზრებელი რჩება. და თუ პირველი კატეგორიის არსებების შესახებ ჩვენ ცოტაოდენი რამ მაინც ვიცით (სულები, ანგელოზები და ა.შ.), მეორე კატეგორიის არსებების შესახებ, ღიად, თითქმის არსად არ წერენ. ეთერულ-ვიტალური პლანის არსებებს (დემონები, ეშმაკები) მხოლოდ ირიბად მოიხსენიებენ, ხოლო მათი ზუსტი კლასიფიკაციის მოპოვება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მაგრამ, რადგან მაგიაში რაიმე შედეგის მისაღწევად ჩვენ სწორედ სხვადასხვა ცენტრების ენერგია გვჭირდება, ამიტომ მოცემულ თემას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, მოდით, თანმიმდევრობას მივყვეთ.
ადამიანებმა, რომელთაც აქვთ „დახვეწილი ხედვა,“ იციან, რომ ჩვენი სამყარო შედგება შვიდი ძირითადი დონისგან, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ვიბრაციების სიხშირით განსხვავდებიან. ეს შემდეგი დონეებია:
• ფიზიკურ-მატერიალური დონე-მულადჰარა ჩაკრა
• ეთერული დონე-სვადჰისტანა ჩაკრა
• ვიტალური დონე-მანიპურა ჩაკრა
• ასტრალური დონე-ანაჰატა ჩაკრა
• მენტალური დონე-ვიშუდჰა ჩაკრა
• კაუზალური დონე-აჯნა ჩაკრა
• ატმანური დონე-საჰასრარა ჩაკრა


შვიდი დონის შესაბამისად, ადამიანს გააჩნია შვიდი სხეული - ერთი ფიზიკური და ექვსი ეთერული, რომელთა საშუალებითაც ის სამყაროს სისტემის ყველა დონეს ეკონტაქტება.
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანი სივრცის ერნერგიის გადამუშავების გზით, ძალასა და ენერგიას შვიდი ცენტრის (ჩაკრის) მეშვეობით ღებულობს. ეს ენერგია ადამიანისათვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის ჭირდება როგორც ფიზიკურ სხეულს, ასევე ეთერულსაც (სულს), რომლის გარეშეც ადამიანი, უბრალოდ, მოკვდება. ცხოვრების განმავლობაში ადამიანი და, განსაკუთრებით, პრაქტიკოსი ეზოთერიკოსი, აგროვებს ზედმეტ ენერგიას, რომელსაც ის ხარჯავს რომელიმე ამ ცენტრის განვითარებაზე, რაიმე უნარის გამოსამუშავებლად. სწორედ ეს ზედმეტი ენერგეტიკა იზიდავს პარაზიტებსა და მტაცებლებს. ქვემოთ მოცემულია ამ არსებების კლასიფიკაცია დონეების მიხედვით.

ფიზიკური დონის პარაზიტები


სხვადასხვა სახის ენერგეტიკული ვამპირები. ადამიანები რომლებიც შეგნებულად ან შეუგნებლად ცდილობენ თქვენი წონასწორობის დარღვევას დაბალი ემოციების გამოწვევის გზით: შიში, მრისხანება, შეცოდება. ამით ისინი გვართმევენ მულადჰარა ჩაკრის ენერგეტიკას.

თავდაცვისა და ბრძოლის მეთოდები

პარაზიტების ეს სახეობა შედარებით უვნებელია, რადგან მათი მოშორება ძალიან იოლია - მათივე ქმედებების იგნორირებით.

ეთერული დონის პარაზიტები


ფიზიკური დონის შემდეგ პირდაპირ მოდის ეთრული დონე და ის წარმოადგენს პოტენციურ ეთერულ ენერგიას, რომლის დიდ ნაწილს ადამიანი, უბრალოდ, არ იყენებს. მაგრამ, ყველასათვის ცნობილი ფაქტია - როგორც კი ჩნდება შეთავაზება, იქვე ჩნდება მოთხოვნაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ რაიმე გადაჭარბებულად იქნა შექმნილი, ყოველთვის გამოჩნდება ის, ვისაც მოუნდება ამ სიჭარბის რეალიზება. ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს და სწორედ ესაა სამყაროს კანონი.
ეთერული ენერგია დიდ ფასეულობას წარმოადგეს, რადგან მაქსიმალურად გამოსაყენებელია უშუალოდ პირდაპირი მოხმარებისათვის, ყოველგვარი გადამუშავების გარეშე. ეს სწორედ ის ენერგიაა, რომლის სახელიცაა - „ცი“, „ჩი“, „კი“ და ა. შ. ადამიანის ეთერული ენერგიის გამომუშავებაზე პასუხისმგებელია სვადჰისტანა ჩაკრა და ამ ენერგიის ძირითადი გენერატორია სექსუალური ენერგია. როგორც ერთმა დაოსური ტანტრის ოსტატმა აღნიშნა - „სასქესო ორგანოები არის თქვენი პირადი ატომური რეაქტორი“. სასქესო ორგანოები ახდენენ უზარმაზარი ეთერული ენერგიის აკუმულირებას და წარმოქმნას, რომლის 95 პროცენტს ადამიანი საერთოდ არ იყენებს, რადგან ცოტამ თუ იცის საკუთარი სექსუალური ენერგიის მართვა. ამიტომ, ეთერული დონის პარაზიტები მას იოლად ითვისებენ ადამიანისგან.
ეთერულ დონეზე მუშაობენ შემდეგი პარაზიტები: ონანიზმის ლიარვები, ინკუბები, სუკუბები, ლამიები, გარდაცვლილთა გარსი. ეს არსებები მოქმედებენ ენერგეტიკის ეთერულ დონეზე და მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენს თქვენი სექსუალური ენერგიის, სურვილის ენერგიის, ცხოვრებისეული ენერგიის ათვისება, რომლებიც სვადჰისტანა ჩაკრას უკავშირებიან.
- ლიარვები (პარაზიტების სახეობა) - ესენი არიან არსებები, რომლებიც უშუალოდ ადამიანის აურასთან ან უკვე მასში არსებობენ, ზემოქმედებას ახდენენ სვადჰისტანა ჩაკრაზე ასტიმულირებენ რა სურვილის წარმოქმნას, რის შემდგომაც ადამიანი თავს იკმაყოფილებს. ისინი ისრუტავენ უმიზნოდ გამოყოფილ ეთერულ ენერგიას და გადადიან პასიურ ფაზაში „საკვების“ შემდგომ მიღებამდე. ისინი სექსუალური ეგრეგორის - ლილიტისა და სხვათა ემისარები არიან.
- ინკუბები, სუკუბები, ლამიები (მტაცებელთა კლასი) - უკვე უფრო მაღალი იერარქიის არსებებია, რომელთა მიზანია ასევე ენერგიის წართვემა სვადჰისტანა ჩაკრიდან, მაგრამ ისინი უფრო გონივრულად მოქმედებენ, ვიდრე ლიარვები. მათი ძირითადი მეთოდია სურვილის აღძვრა ძილში. ფაქტობრივად, ისინი ქმნიან ძილის სცენარს და წარმოსდგებიან სექსუალური სახით, იმისათვის რომ ადამიანმა მათთან დაამყაროს სექსუალური კონტაქტი და მისცეს მათ ენერგია.
- ლამიები კიდევ უფრო მაღლა დგანან ვიდრე ინკუბები და სუკუბები და შეუძლიათ ადამიანზე ზემოქმედება ფხიზელ მდგომარეობაშიც. როგორც წესი, ეს ვლინდება მოულოდნელად, მოძალებული სექსუალური აღზნების სახით, რის შედეგადაც, ადამიანი ვარდება ტრანსში და ამ დროს შედგება „ვირტუალური“ აქტი სრულიად რეალური ორგაზმით. განსაკუთრებით ძლიერ ლამიებს მატერიალიზებაც კი შუძლიათ მკვრივი ეთერის დონეზე, რომელთან შეხებაცაა შესაძლებელი. ასევე მათთან საუბარი და, თავისთავად, ფიზიკური სექსუალური კონტაქტის დამყარებაც არაა რთული. ბოლო შემთხვევაში, ლამიას ადამიანის გამოფიტვა, პრაქტიკულად, ერთი თვით შეუძლია. ის ლილიტისა და სხვათა სექსუალური ემისარია.
- გარდაცვლილთა გარსი (მტაცებელთა კლასი) - გარდაცვლილ ადამიანთა ფანტომური წარმონაქმნებია, რომელთაც თავიანთი აქტიურობის შესანარჩუნებლად ჭირდებათ სვადჰისტანა ჩაკრის ენერგია. როგორც წესი, ისინი ადამინებს ეწებებიან ნეგატიური სამუშაოს შესრულებისას ან სასაფლაოზე. მოქმედებენ სიზმრების მეშვეობით. მათი ქცევა აგრესიულია, შესაძლოა, ადამიანზე თავდასხმაც კი განახორციელონ სიზმარში.
ენერგეტიკულ დონეზე ამ პარაზიტების ზემოქმედება ასე გამოიყურება - ძილში ან ცხადში ადამიანთან მიფრინავს არსება, როგორც წესი ღრუბლის ან გარსის სახით და იწყებს მასთან კონტაქტს, რის შედეგადაც მათ შორის წარმოქმნილი სპეციალური არხიდან იწოვს ენერგიას. ამ დროს ადამიანი იმყოფება გაუაზრებელ მდგომარეობაში და აქვს სასიამოვნო ხედვები და შეგრძნებები.

თავდაცვისა და ბრძოლის მეთოდები

ინკუბების, სუკუბების, ლამიებისა და გარდაცვლილთა გარსისგან თავდასაცავად, შენობაზე სადაც ცხოვრობთ და, პირადად თქვენზე, უნდა გაკეთდეს დაცვა. ასევე, საჭიროა სპეციალური დაცვის დაყენება ძილის დროს. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შელოცვები ან დამცავი თილისმები. ლამიების შემთხვევაში, განსაკუთრებით ძლიერებისგან თავდასაცავად, საჭიროა ნაგებობაზე ძლიერი დამცავის გაკეთება.
ონანიზმის ლიარვების საწინააღმდეგოდ, სექსუალური ენერგიის კონტროლიც გამოდგება, მისი დაგროვება და სუბლიმაცია საკუთარი თავისათვის და არა მისი გატყორცნა გარე სამყაროში.

ვიტალური დონის პარაზიტები


ენერგეტიკული პარაზიტები. მათი ტიპები და ნაირსახეობათქვენი ვიტალური სხეული ენერგეტიკული გარსია. ვიტალში მცხოვრები არსებები თქვენ ადამიანად კი არ აღგიქვამენ, არამედ ენერგიის მანათობელ გარსად, რომელიც, ამავდროულად, მათთვის ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება. ვიტალის პარაზიტების ზემოქმედება გამოიყურება როგორც გარსის რაიმე ნაწილზე მიწებებული შემსრუტი წურბელა ან ლოკოკინა და ა. შ. მათ რიგშია მოწევის, აზარტის, სიშმაგის ლიარვები, არსებები, რომლებიც ზემოქმედებენ ჩვენს ვიტალურ სხეულზე (გარსზე). მათ ესაჭიროებათ მანიპურა ჩაკრას ენერგეტიკა, ასევე აგრესიისა და შიშის ემოციები.

პარაზიტების მოქმედება

ლიარვა გარსს იმ მომენტიდან ეწებება, როცა გარსში წარმოიქმნება მისთვის საჭირო ენერგია. მაგ: ადამიანმა სცადა სათამაშო ავტომატებზე თამაში, შეიგრძნო აზარტი და მას ეს შეგრძნება მოეწონა. მორჩა, ლიარვა მოწებებულია, რადგან თანხვედრაშია სამი ძირითადი კრიტერიუმი: ქმედება, ემოცია და შინაგანი მიმღებლობა. ახლა ეს ლიარვა თავის მსხვერპლში რაც შეიძლება ხშირად გამოიწვევს აზარტისა და რისკის შეგრძნების მოთხოვნილებას. მოწევისა და ალკოჰოლიზმის ლიარვებთანაც ყველაფერი ასევეა. მაგრამ, თუ არ არსებობს ბოლო და ყველაზე მთავარი კრიტერიუმი - ადამიანის შინაგანი მიმღებლობა და თანხმობა იმის შესახებ, რომ ეს მდგომარეობა მას მოსწონს, ლიარვა ჩასაჭიდებელ ადგილს ვერ მოძებნის. მაგ.: თქვენ ოდესღაც პირველად სცადეთ მოწევა და დალევა და ამან თქვენში ისეთი ძლიერი ზიზღი გამოიწვია, რომ ამ საქმეს სამუდამო წერტილი დაუსვით. ამ შემთხვევაში, ლიარვა ვერ მოგეწებებათ, რადგან თქვენს ქვეცნობიერში უკვე მუშაობს იმისი პროგრამა, რომ ეს არ მოგწონთ და არ გჭირდებათ.
მოწევის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის ლიარვები (პარაზიტების კლასი) - გვართმევენ მანიპურა და სვადჰისტანა ჩაკრების ენერგიებს, ამ ან სხვა საშუალებების გამოყებით ახდენენ რა ჩვენი სურვილების კონტროლირებას და არიან შესაბამისი ეგრეგორების ემისარები.
აზარტის ლიარვები (პარაზიტების კლასი) - გვართმევენ მანიპურა და სვადჰისტანა ჩაკრების ენერგიებს, როგორც წესი, ისეთი თამაშების სურვილზე კონტროლის მოპოვებით, რომლისგანაც მოველით გამორჩენას და წარმოადგენენ აზარტული თამაშების ემისარებს.
- დემონები (ეშმაკები - მტაცებელთა კალასი) - გვართმევენ მანიპურა ჩაკრის ენერგეტიკას. როგორც წესი, მოქმედებენ სიზმრების მეშვეობით შიშის ენერგიის მისაღებად, ან პირდაპირ - ადამიანში სპონტანური აგრესიის გაღვივებით. ასევე, შუძლიათ ადამიანის აღქმის შეცვლა სხვადასხვა ზმანებების შთაგონებით. არსებობენ სახეობები, რომლებსაც ხელეწიფებათ პირდაპირი თავდასხმა, რათა გამოიკვებონ ჩვენი ვიტალური სხეულით. მიშვებულ შემთხვევებში, შესაძლოა შეპყრობილობაც დაფიქსირდეს. ისინი დემონური ძალების ემისარებს წარმოადგენენ.

თავდაცვისა და მათი მოცილების საშუალებები

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას შელოცვები, რომლებიც, თუ მთლიანად ვერ გაუმკლავდებიან მათ, ნაწილობრივ მაინც შეასუსტებენ ლიარვების ზემოქმედებას. მაგალითად, ლიარვების მოსაშორებლად იგივე შელოცვები გამოიყენება, რაც მავნე ჩვევების საწინააღმდეგოდ, მაგრამ რადგან ვიტალი ეთერზე მაღლა მდებარეობს, აქ უკეთ იმუშავებს სპეციალური ფორმულები, რომლებიც შეძლებენ ადამიანის სხეულის გარშემო სპეციალური დამცავი გარსის შექმნას.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს საკუთარ ცნობიერებაში იმ მიზეზის - საწყისი წერტილის დადგენა, რის გამოც მოგვეწება ლიარვა. ამისათვის შეიძლება სპეციალური მედიტაციის ჩატარება: დაჯექით მოხერხებულად, ჩართეთ მედიტაციური - სასიამოვნო მუსიკა, დახუჭეთ თვალები და კონცენტრაცია მოახდინეთ პრობლემაზე, მაგალითად მოწევაზე. შეეცადეთ თქვენს ფიზიკურ სხეულში იპოვოთ ის ზონა, სადაც ეს მავნე ჩვევა ბინადრობს. როგორც კი მას იპოვით, ამ წერტილში ჩატვირთეთ ცნობიერება და იქედან გამოყევით მთელ არხს, რომელიც მისგან მოედინება. გზადაგზა დააკვირდით საკუთარ რეაქციებს, ემოციებს და აზრებს. ბოლოს და ბოლოს მიხვალთ იმ ჭეშმარიტებამდე, რომ თქვენი ჩვევის მიზეზი თქვენში კი არაა, არამედ გარე ძალის გავლენაში. ამის გაანალიზების შემდეგ დაადგინეთ იმ წერტილის მდებარეობა, რომელსაც მიეწება ეს არსება. როგორც კი ამას გააანალიზებთ, შეძლებთ მის გადამუშავებას და ამით ლიარვის მოშორებას, რადგან მას უბრალოდ აღარ ეცოდინება რას მიეწებოს, თუმცა, გარკვეული დროის განმავლობაში მაინც ექნება ამის მცდელობა.
დემონებთან მიმართებაში აუცილებელია საკუთარი თავისა და გარემოს გამწმენდი შელოცვებისა და რიტუალების ჩატარება, ამავდროულად მუდმივი დამცავის ტარება. ასევე, აუცილებელია ემოციების კონტროლი და სიზმრების გააზრება.
ამას გარდა, უნდა გვახსოვდეს რომ ქალაქის პირობებში ლიარვებისა და მისნაირების მოცილება ძალიან ძნელია, რადგან სწორედ ქალაქია მსგავსი არსებების სანერგე. შესაბამისად, საჭიროა ბუნებაში, სუფთა ადგილებში გასვლა.

ასტრალური დონის პარაზიტები


ასტრალური დონე - ესაა როგორც ნეგატიური, ასევე დადებითი ემოციების დონე. ამ დონის პარაზიტები იმ ემოციების პარაზიტებია, რომლებიც გვაიძულებენ რაიმე მოვლენის გამო ძლიერ ნერვიულობას, ჩვენი ასტრალური სხეულიდან ენერგიის გამოწოვის მიზნით. ასევე, ხშირად გვხვდებიან სხვადასხვა ტიპის „მატყუარები“, რომლებიც სპეკულირებენ ჩვენი რწმენითა და იდეალებით.

პარაზიტების მოქმედება

პარაზიტები შესაძლოა რომელიმე ემოციური სიგნალის საწყისის იმპულსს იძლეოდნენ, მაგ. შვილზე ნერვიულობა, რომელიც წავიდა დისკოტეკაზე და დათქმულ დროში არ დაბრუნდა. შემდეგ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული - თუ ადამიანი ამ სიგნალის გონებაში ტრიალსა და უსიამოვნებაზე ფიქრს იწყებს, ამით ზრდის ემოციებს და გამოყოფს ასტრალურ ენერგიას, რომლითაც იკვებებიან პარაზიტები. მეორე მაგალითი ძალიან გავრცელებულია: ადამიანი უყურებს ფილმს, სერიალს ან კითხულობს წიგნს, რომლის სიუჟეტშიც ზომაზე მეტად ერთვება და იწყებს პერსონაჟების განცდებთან ერთად ნერვიულობას.
ზოგი არსება თქვენი ძილის დროს მუშაობს, ადგენს რა სიზმრის სიუჟეტს, რათა ასევე დაგირღვიოთ ემოციური წონასწორობა. ჯამში, ძალიან ხშირი და ინტენსიური ემოციური განცდებისაგან, როგორებიცაა სტრესი, ნერვიულობა, ისტერიკა და ა. შ. ადამიანის ასტრალური სხეული ისე იფიტება, რომ შესაძლოა მოხდეს მისი შეკუმშვა ფიზიკური სხეულის დონეზე, რაც თავის მხრივ იწვევს ექტოპლაზმის პრაქტიკულად მუდმივ გადინებას გარე სამყაროში. ასეთ მდგომარეობას მსხვერპლი მიჰყავს მინიმუმ ნერვულ შოკამდე, მაქსიმუმ კი ინსულტამდე. ასევე არსებობენ მტაცებლები, რომელთაც შეუძლიათ ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე, ადამიანზე პირდაპირი თავდასხმა და ასტრალური ენერგეტიკის წართმევა.

პარაზიტებისაგან თავდაცვის საშუალებები

1. ზედმეტად არ ინერვიულოთ. შეიმეცნეთ, რომ თქვენ არ ფლობთ სრულ ინფორმაციას იმისათვის, რომ გააკეთოთ რაიმე კონკრეტული დასკვნები.
2. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ იმისდა მიუხედავად, ნერვიულობთ თუ არა, ეს ფაქტი არანაირად არ მოქმედებს სიტუაციის დადებით მხარეზე. რაიმეზე ზედმეტმა შიშმა კი, შესაძლოა, სწორედაც რომ მოიზიდოს ის, რისიც გეშინიათ. ამიტომ, ენერგეტიკული კუთხით, ჯობია არ ინერვიულოთ და დაზოგოთ ძვირფასი ენერგია.
3. აკონტროლეთ თქვენი ემოციური რეაქციები. ეცადეთ დაადგინოთ ყველა ნეგატიური ემოციის სათავე და დაამუშაოთ იგი.
4. დაკავდით მედიტაციებით, ავტოგენური ვარჯიშით.
5. სერიალების, ფილმების ყურებისას და წიგნის კითხვისას დაიმახსოვრეთ, რომ ეს ყველაფერი ფანტაზიაა და არ ეხება რეალურ ადამიანებს. პირველ რიგში, პერსონაჟები გამოგონილნი არიან და მეორეც, აქ ადამიანები მხოლოდ თავის სამუშაოს ასრულებენ, შესაბამისად კი, არც არსებობს სანერვიულო ობიექტი.
6. არ დაგავიწყდეთ თქვენი სამუშაო ადგილის გაწმენდა და დაცვა. ასეთი ტიპის არსებებზე კარგად ჭრის მანტრები.


მენტალური დონის პარაზიტები


მენტალური დონის პარაზიტები იყენებენ თქვენს ვიშუდჰა - ჩაკრას. ამ ჯგუფში შესაძლოა მოვაქციოთ ქცევის ყველა პრაქტიკული პროგრამა - პარაზიტი სიტყვები, პარაზიტი ჟესტები, ბილწსიტყვაობა. მენტალური დონის ყველაზე დიდ მტაცებლებს მიეკუთვნებიან: ეგრეგორი და ქანქარა.

პარაზიტების ქმედებები

პროგრამა - პარაზიტი სიტყვები, პარაზიტი ჟესტები, ბილწსიტყვობა - ესაა ქაოტური პროგრამები, რომელთა ფორმირება როგორც ლოკალურადაა შესაძლებელი რაიმე ადგილმდებარეობის მიხედვით, ასევე ინდივიდუალურადაც, თქვენი ცხოვრების წესიდან და ჩვევებიდან გამიდინარე. ამ პარაზიტების ხელშეწყობით თქვენ ხარჯავთ ვიშუდჰას ენერგიას, რითაც აფერხებთ საკუთარ ინტელექტუალურ განვითარებას და ამცირებთ პერსონალურ ძალას.

ეგრეგორები, ქანქარები - ძალიან მაღალი დონის არსებები არიან, რომელთა ამოცანაა თქვენი უკვე სტრუქტურაში მოქცევა და ენერგიების მიღება სხვადასხვა ცენტრებიდან.
როგორც წესი, ისინი თავის ემისარებს იყენებენ ადამიანის ყველა დონეზე მოსაზიდად, მათ შორის ფიზიკურადაც: გაიხსენეთ სხვადასხვა რელიგიური მოღვაწეები და იდეის სხვა ფორმით გამტარებლები, უფრო მაღალი ლიარვები და სულები.

პარაზიტებისგან თავდაცვის მექანიზმები

1. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მეტყველებას, განსაკუთრებით პარაზიტ სიტყვებს. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ის, რასაც ამბობთ. არ ისაუბროთ დაუფიქრებლად.
2. თავი აარიდეთ ჭორებს და თავად არ მიიღოთ მასში მონაწილეობა. თუ უცებ აღმოჩნდით ჭორაობის ეპიცენტრში, დაიკავეთ გვერდიდან დამკვირვებელ-მსმენელის პასიური მხარე, ხოლო როცა საჭირო გახდება პასუხის გაცემა - ისაუბრეთ აბსტრაქტულად, მაგ: „მე თქვენ გეთანხმებით“, „მე თქვენი მესმის“ და ა. შ. და რაც შეიძლება სწრაფად დატოვეთ იქაურობა.
3. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჟესტებს, განსაკუთრებით ჩვევის დონეზე აყვანილ მოძრაობებს - თითების ერთმანეთზე გასმას, ტუჩების უაზრო მოძრაობებს, ხელის თითებითა და ფეხებით კაკუნს. ნელნელა ამოიღეთ ეს ჩვევები ხმარებიდან.
4. თავი დაანებეთ ფუჭად ლაპარაკს, ლაყბობას.
5. პერიოდულად დაიცავით სიჩუმის ასკეზა. დაიწყეთ იმით, რომ დღეში 30 წთ. არ ილაპარაკოთ და ნელნელა გაზარდეთ ეს დრო კვირაში ერთ დღემდე.
6. ეგრეგორებისგან და ქანქრებისგან თქვენ მხოლოდ საკუთარი შეგნება დაგიცავთ.


არსებობს კიდევ ერთი უმთავრესი ასპექტი. იმისათვის, რომ მოვიშოროთ რაიმე სახის პრობლემა, აუცილებელია გავიგოთ მისი პირველწყარო, კონკრეტულად კი ვიხელმძღვანელოთ სამყარს მიზეზ-შედეგობრიობის კანონით (კარმის კანონით). ამისი მიღწევა შესაძლებელია იოგას მეთოდიკებით, რომლებმაც ჩვენამდე საუკუნეების სიღრმეებიდან მოაღწიეს. ერთერთ ასეთ მეთოდიკას წარმოადგენს ვიპასანა (ვიპაშიანა).

სწორედ ამ მარტივი წესების დაცვით, თქვენ დროთა განმავლობაში შეამჩნევთ, თუ როგორ ამაღლდება თქვენი ენერგიისა და ინტელექტის დონე.

თორნიკე ბიძინაშვილი
GeoAstro


16.11.2017.скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 4744
 

ASTRO TV LIVE