» » მალხაზ გველუკაშვილი - მეტაფიზიკა და პოლიტიკა
მეტაფიზიკა

მალხაზ გველუკაშვილი - მეტაფიზიკა და პოლიტიკა

ტერმინი „მეტაფიზიკა“ ძველბერძნული წარმომავლობისაა და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ის, რაც ბუნების მიღმაა“. გადმოცემით, ეს ტერმინი ეკუთვნის არისტოტელეს. არისტოტელე მეტაფიზიკას თვლიდა თავისი სწავლების უმთავრეს საფუძვლად და უწოდებდა “პირველ ფილოსოფიას”, რომელიც იკვლევს უმაღლეს, გრძნობებისთვის მიუწვდომელ, მხოლოდ გონებით შესამეცნებელ, ყოველგვარი არსებობის უცვლელ საწყისს. იგი თვლიდა,რომ მეტაფიზიკა საფუძველთა საფუძველია ყველა მეცნიერებისათვის.

მეტაფიზიკის, როგორც მეცნიერების, განვითარების ძირითადად ორი ეტაპი შეგვიძლია გამოვყოთ: პირველი – ძველი, რომელიც ძირითადად ინტერესდებოდა არსობისა და ყოფიერების საფუძვლებით, და მეორე – ახალი,შეისწავლის ცნობიერებას. ე.ი. მეტაფიზიკის – როგორც სწავლების მასშტაბები მოიცავს, როგორც ყოფიერების, ასევე ცნობიერების ყველა სივრცეს: როგორც აღქმადს, ასევე ტრანსცენდენტალურს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მეტაფიზიკის შესწავლის ერთ-ერთი უმთავრესი და ცენტრალური ობიექტი თავად ადამიანი და მისი გარემოა. მეტაფიზიკა ადამიანს აღიქვამს როგორც ტრანსცენდენტალურის გამოვლინებას. ადამიანი თავისი არსით ლოგოსია, ე. ი. განსხეულებული სიტყვაა, რაც თავისთავად მიგვანიშნებს, რომ აზრი (იდეა) ჰქმნის ფორმას და ე.ი. ფსიქიკა – ცნობიერება ბატონობს კონსტიტუციაზე, ანუ სხეულის ფორმაზე. Aადამიანის რაობას სხეულის ფორმის (კონსტიტუციის) მიხედვით შეისწავლის მეტაფიზიკური მეცნიერებები: ფიზიოგნომიკა, ფრენოლოგია და ხიროგნომიკა.

თანამედროვე მეტაფიზიკა, ისევე როგორც ძველი, იყენებს მათემატიკას. მათემატიკა, თანამედროვე განმარტებით, ეს არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის რეალურ სამყაროში არსებულ სივრცულ ფორმებს და რაოდენობრივ-ხარისხობრივ დამოკიდებულებებს. თუმცა, თუ პითაგორას და მის მიმდევრებს დავუჯერებთ, ღმერთი დიდი მათემატიკოსია, და მათემატიკა არის ერთადერთი ენა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ყველა იმ პროცესისა თუ მდგომარეობის სრულყოფილად გამოსახვა-აღწერა რაც ყოფიერებისა, თუ ცნობიერების სივრცეებში ხდება.

შეგვიძლია დავასკვნათ – მეტაფიზიკა შეისწავლის ადამიანის ფსიქიკის დაფარულ, ღრმად ჩამარხულ და ხშირად გაუცნობიერებელ სივრცეებს – რასაც შესაძლებელია ვუწოდოთ ტრანსცენდენტალური ფსიქოლოგია. ცალკე ადამიანი – ინდივიდია, ხოლო ადამიანთა ჯგუფი – სოციუმი (საზოგადოება). პოლიტიკა – ადამიანის არსებობისა და მოქმედების სივრცის თანაზიარია. საზოგადოება და პოლიტიკა პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან.

პოლიტიკა ძველბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას. პოლიტიკა, ეს არის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია კლასების, ერების და ა. შ. სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინტერესების გატარებასთან. მისი ძირითადი მიზანია ხელში აიღოს და გამოიყენოს სახელმწიფო ძალაუფლება კონკრეტული მიზნების განსახორციელებლად. ხასიათიდან გამომდინარე, არსებობს სხვადასხვა ტიპის პოლიტიკა. პოლიტიკური იდეა, რა სახისაც უნდა იყოს ის, ეკონომიურ ბაზისზეა ზედნაშენი. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პოლიტიკა ეკონომიკის პასიური შედეგია. იმისათვის, რომ პოლიტიკამ მოახერხოს რეალიზება, მან რეალურად და სწორედ უნდა ასახოს საზოგადოების მატერიალური ცხოვრების განვითარების მოთხოვნილება.

ესაა პოლიტიკის ზოგადი დახასიათება. მაგრამ ხშირად შედეგი ისეთი არაა, როგორიც გვინდა იყოს. ყოველი შედეგი გარკვეული მიზეზიდან გამომდინარეობს და ამ მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების კვლევაა თანამედროვე მეტაფიზიკის ერთ-ერთი ძირეული მიზანი.

მალხაზ გველუკაშვილი
23.09.2007
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

2017 წლის თებერვლის ასტრო-პროგნოზი გადაცემაში 3-დან 5-მდე

Guide to cats and kittens