» » როგორ მოვაწყოთ სახლი ფენ-შუის მიხედვით
ფენ-შუი / პრაქტიკული

როგორ მოვაწყოთ სახლი ფენ-შუის მიხედვით

ფენ-შუი უძველესი ჩინური სწავლებაა სამყაროს ჰარმონიის კანონების შესახებ. ეს მეცნიერება აგებულია ჩინელების მრავალათასწლოვან მაკრო, მიკროკოსმოსზე და საკუთარ ცხოვრებისეულ დაკვირვებებზე დაყრდნობით. სიტყვასიტყვით ფენ-შუი ითარგმნება როგორც ქარი-წყალი, და ახლა გასაგებია თუ რის შესახებაა ეს მეცნიერება. დედამიწაზე სიცოცხლე წყალში ჩაისახა და სწორედ წყლის მეშვეობით გრძელდება დღემდე. ქარს საწვიმარი ღრუბლები იმ მიწებთანაც კი მიაქვს, რომელზეც არც მდინარეეებია და არც ტბები. ქარი სიცოცხლის გავრცელებას უწყობს ხელს, გადააქვს რა მცენარეთა თესლი და ყვავილთა მტვერი. მაგრამ წყალს და ქარს როგორც შექმნა, ასევე სიცოცხლის განადგურებაც ძალუძთ. უძველესი ხალხები ცდილობდნენ მტკნარი წყლის სათავეებთან დასახლებას, ინტუიციურად არჩევდნენ მყუდრო, უსაფრთხო და ნაყოფიერ ადგილს. ნელნელა განსხვავებულ ერებს უყალიბდებოდათ განსაკუთრებული შეხედულებები ბუნების ძალების და მათი ადამიანთა სასიკეთოდ გამოყენების შესახებ. ბოლო დროს ჩვენ მოგვეცა წვდომა უძველესი ჩინური მეცნიერების ფენ-შუის, ანუ ცის, მიწისა და ადამიანის ჰარმონიის შესახებ, რომელიც ითვლის თავისი ისტორიის აგერ უკვე 5 ათას წელს. ამ დროის განმავლობაში ფენ-შუი (უძველესი სახელწოდებაა კან-იუ) ჩამოყალიბდა როგორც რთული სწავლება, რომელმაც ახსნა მოუძებნა კოსმოსის ენერგიის, მიწისა და ადამიანის ურთიერთქმედებას. ჯერ კიდევ უძველეს ხანაში ჩინელები მიხვდნენ რომ მთელი სამყარო ეს ერთი და იგივე ენერგიის მხოლოდ სხვადასხვა ფორმაა, რომ სამყარო ერთი წერტილიდან გაფართოვდა და ისევ ერთ წერტილში მოიყრის თავს. ფენ-შუის პროფესიონალი არქიტექტორების და კონსულტანტების ჩანაწერების კითხვისას, თქვენ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით იმაში, რომ ფენ-შუი მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებაა და თქვენი ინტუიციურად მიღებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა დაემთხვევა მის რეკომენდაციებს.


მიწის ნაკვეთი ქალაქგარეთ

მანამ, სანამ აარჩევთ ნაკვეთს, აუცილებელია გაიგოთ სინათლის თქვენთვის დადებითი და სასიამოვნო მხარეები. ნაკვეთის შესაძლო ორიენტაციის გავლენის შეფასების შემდგომ, საჭიროა შემდეგი წესების დაცვა: ადგილის რელიეფი უნდა იხრებოდეს მარცხნიდან მარჯვნივ; ნაკვეთის უკან არსებობს ბორცვი ან მაღალი სახლი; ნაკვეთის მარცხნივ მდებარე ნაგებობა უფრო მაღალია, ვიდრე მარჯვნივ მდებარე ნაგებობები; ნაკვეთის ტერიტორიაზე ან მის ახლოს არის წყალი; ნაკვეთზე შესვლისას თქვენ უნდა იყურებოდეთ თქვენთვის სასიკეთო მხარეს; ნაკვეთი სწორი მართკუთხა ან კვადრატის ფორმისაა; ნაკვეთისკენ არ უნდა მოდიოდეს გზა. კარგი ნაკვეთი მდებარეობს გზის ზემოთ, ჩიხში. და ყველაზე მნიშვნელოვანი-ნაკვეთის შერჩევისას აუცილებლად გაემგზავრეთ მის სანახავად, გაატარეთ იქ რამოდენიმე საათი და გააანალიზეთ შეგრძნებები. თუ თქვენ დაისვენეთ, იგრძენით ენერგიის მოზღვავება, შინაგანი სიხარული, მაშინ თამამად შეგიძლიათ ამ ნაკვეთის შეძენა და გამოყენება. მაგრამ თუ ამ მგზავრობამ გამოგაცალათ ენერგია, უკანა გზაზე კი იჩხუბეთ, კარგად მოიფიქრეთ სანამ შემდგომ ნაბიჯებს გადადგამთ. ეგებ თქვენი ნეგატიური შეგრძნებები არასასიკეთო ადგილის მონახულების შედეგია. ფენ-შუი ძალიან მოქნილი მეცნიერებაა, ზოგჯერ ნაკვეთი რომელიც ქარის მეშვეობით ერთი მხრიდან ნიავდება, იდეალურია ისეთი ადამიანისათვის, ვისაც ზაფხულში თივის ცხელება აწუხებს. ასევე, შესაბამისი დაგეგმარებით არასწორი ფორმის ნაკვეთის კორექტირებაცაა შესაძლებელი.


რეკომენდაციები სააგარაკო და მებაღეობისათვის განკუთვნილი ნაკვეთების ეფექტურად მოწყობისათვის

ნაკვეთის თანდათანობით მოწყობისათვის ჯობია თავიდანვე დააპროექტოთ ყველა ზონა ისე, რომ შემდგომში არ მოგიწიოთ ხეების გადარგვა ან ნაგებობების გადატანა. სახლის დადგმა ყოველთვის ნაკვეთის ცენტრში ჯობია. ასეთი განლაგების დროს თქვენ ყოველთვის გექნებათ ადგილი შემდგომში მის გასაფართოვებლად და ფენ-შუის არასასიკეთო სიტუაციების კორექტირებისათვის, რომლებიც შესაძლოა წარმოქმნას ახალი სახლების მშენებლობამ მეზობელ ტერიტორიებზე.
ნაკვეთის მოწყობისას აუცილებელია გვახსოვდეს რომ ის ყოველთვის ჰარმონიულად უნდა გამოიყურებოდეს მაშინაც კი, თუ მასზე ჯერ მხოლოდ ფაცხა და კარტოფილის კვლებია. ნაგავი და სამშენებლო ნარჩენები ნაკვეთის ტერიტორიაზე სამუშაო ძალებს კი არ შეგმატებთ, არამედ მხოლოდ თქვენს გულგატეხილობასა და აპათიას შეუწყობს ხელს.
სანამ სახლი მზად არაა, შეგიძლიათ ნაკვეთის ცენტრში დარგოთ ყვავილები, ან ყვავილთა მზგავსად ბოსტნეულის ბუჩქები. ეს იქნება ლამაზიც და სასარგებლოც. ამ ქმედების მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ ნაკვეთის ცენტრში თქვენ ყოველთვის გექნებათ შესანიშნავი მოსავალი.



ღობეები და მოაჯირები სააგარაკო ნაკვეთისათვის

ღობე ერთნაირი სიმაღლის უნდა იყოს მთელი ნაკვეთის პერიმეტრზე, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ის ჭიშკარს ესაზღვრება. სახლის შესასვლელი კარი რაც შეიძლება შორს უნდა იყოს ღობისგან. რკინის და ხის ღობის მშნებლობისას მოერიდეთ წვეტიან, ჯვრის ფორმის ორნამენტებს, რადგან ისინი ხელს შეუშლიან დადებითი ენერგიების შემოსვლას თქვენს ნაკვეთზე. ზემოთ აღმართული ისრები და კბილები კი დასაშვებია.
ღობის აგებისას უნდა გაითვალისწონოთ როგორც მისი შეხამება სახლის არქიტექტურასთან, ასევე სამშენებლო მასალის არჩევა ხუთი ელემენტის (წყალი, მიწა, ხე, ცეცხლი, მეტალი) მიხედვით და მათი დამოკიდებულება ნაკვეთის ორიენტაციასთან.


ჭიშკარი

ეზოს ჭიშკარი უნდა იღებოდეს შიგნით. გარეთ გამოღებულიჭიშკარი, ასე ვთქვათ აისხლიტავს ენერგიას და არ უშვებს მას შიგნით.


ბილიკები

ფენ-შუიში „უმოკლესი გზა“ ასოცირდება „შა-ცი“- სთან , ესაა არასასიკეთო, ნეგატიური ენერგია. ისევე როგორც სწორ კალაპოტში მიმდინარე წყალი აჩქარებს მოძრაობის სიჩქარეს და გადაიქცევა ძლიერ ნაკადად, სახლში ან ნაკვეთში სწორხაზოვნად შემოსული ენერგია „ცი“ ჩქარდება და გარდაიქმნება ენეგეტიკულ ისრად, რომელიც კი აღარ კვებავს არამედ ცხრილავს ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდება. ამიტომ ჩინელები უპირატესობას არ ანიჭებენ სწორ გზებს, ირჩევენ რა ბუნების სხვადასხვა კუთხეების ჭვრეტას მიხვეულმოხვეული ბილიკებით სეინობისას.


ნაგებობების მშენებლობა სააგარაკო ნაკვეთზე. მათი განლაგება

უკვე იცით რა თქვენთვის სასიკეთო მიმართულება, აუცილებელია ნაკვეთის დაყოფა ცხრა ერთნაირი სიდიდის სექტორად და საუკეთესო ადგილის სახლისთვის, ბაღისთვის, ბოსტნისთვის, დასასვენებელი მოედნისათვის გამოყოფა. არახელსაყრელი ადგილები კი დაუთმეთ კომპოსტს, აბაზანასა და საპირფარეშოს.
თუ სამზარეულოს ბლოკი სახლისგან მოშორებით შენდება, ის ასევე შესაძლოა მოაქციოთ არასასიკეთო ზონაში მხოლოდ იმ გარანტიით, რომ საკვების მიღება სხვა ადგილას მოხდება.


აბაზანა

აბაზანის ადგილის გამოყოფა „მცირე უსიამოვნებების“ სექტორში ჯობია, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო რტამვები დაბანის დროს.
მისი მშენებლობისას აარჩიეთ სახლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი მხარეები. ისინი ამ შემთხვევაში უპირატესია, რადგან აბაზანის მდებარეობა სამხრეთით არასასურველია.
წყლის გადინებისათვის ყურადღება მიაქციეთ ნაკადის მიმართულებას, ისიც ასევე სასიკეთო მიმართულების უნდა იყოს.
ფანჯრის დამონტაჟებისას არ დაგავიწყდეთ ფენ-შუის წესი, რომლის მიხედვითაც ერთ ნაგებობაში არ უნდა იყოს სამ ფანჯარაზე მეტი ერთი კარის შემთხვევაში. კარი უნდა იღებოდეს ნაგებობის შიგნით. აბაზანაში შესასვლელი სასიკეთო მიმართულებით უნდა განისაზღვროს, განსაკუთრებით ოჯახის უფროსისათვის.


საზაფხული სამზარეულო

ამ ადგილის შერჩევა ხდება მფლობელის დაბადების თარიღის შესაბამისად. თვით სამზარეულოს არასასიკეთო ადგილას მდებარეობისდა მიუხედავად, ქურა უნდა დამონტაჟდეს სასიკეთო ადგილას. ანუ, თუ თქვენ სამზარეულო „სერიოზული წინააღმდეგობის“ ზონაში ააგეთ, ქურის მართვის პანელი, მაგალითისთვის, „ჰარმონიული ურთიერთობების“ ზონისკენ უნდა იყურებოდეს.


ავტოფარეხი

ავტოფარეხი ასოცირდება მეტალთან და სწრაფ მოძრაობასთან. მისი სწორი განლაგება მფლობელების უსაფრთხო მგზავრობის გარატია. ავტოფარეხი ნაკვეთის სასიკეთო ზონაში უნდა აიგოს და ასეთი ზონაა ჩრდილო- დასავლეთის სექტორი. შეძლებისდაგვარად სასურველია სახლი და ავტოფარეხი ერთმანეთს არ ებმებოდეს, რადგან მანქანები ფარეხში შესვლისას სახლის ზემოთ მდებარე ენერგეტიკას ცვლიან. როგორც წესი, ტიპური პროექტების მიხედვით, ავტოფარეხის თავზე საძინებელი ოთახია მოთავსებული. საძინებლის ასეთმა განლაგებამ კი შესაძლოა მათი მფლობელების ცხოვრებაში პრობლემების მთელი სერია შემოიტანოს. ავტოფარეხის სამშენებლო მასალად აგური ან ქვის ბლოკის გამოყენება ჯობია.


ფანჩატური

ფანჩატური ჩვენს დასვენებასა და ურთიერთობას ემსახურება, ამიტომ სასურველია ის ნაკვეთის სასიკეთო ზონაში ჩაიდგას. ეს ზონები შეიძლება იყოს „ჰარმონიული ურთიერთობების“ ან „საკუთარ თავთან მშვიდობის“ ზონები.
თუ ფანჩატურისათვის იგეგმება ერთი შესასვლელი, მაშინ ჯობია მისი მდებარეობა სახლის შესასვლელის იდენტური იყოს. ფანჩატურის ფორმა შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს, იმ სექტორის შესაბამისად სადაც ის დგას: აღმოსავლეთი-მართკუთხედი, კვადრატი, რვაკუთხედი; სამხრეთ-აღმოსავლეთი-მართკუთხედი, კვადრატი რვაკუთხედი; სამხრეთი-მართკუთხედი, რვაკუთხედი; სამხრეთ-აღმოსავლეთი-მართკუთხედი, კვადრატი; დასავლეთი-კვადრატი, წრე; ჩრდილო-დასავლეთი-კვადრატი, წრე; ცენტრი-რვაკუთხედი.


მარანი

პროდუქტის მარაგის შესანახად ყველაზე კარი ადგილი- მარანი , ჯობია მოვაწყოთ ნაკვეთის სასიკეთო ზონაში. იდეალურ ვარიანტში ის უნდა ემთხვეოდეს „სიცოცხლის წყაროს“ ან „ციური ექიმის“ ზონას.
მარანი ჯობია არ გააკეთოთ საცხოვრებელი ნაგებობის ქვეშ.


სააგარაკო სახლის მშენებლობა, პროექტის შერჩევა

ვიდრე დაიწყებდეთ კერძო სახლის მშენებლობას, საჭიროა გქონდეთ ნაგებობის პროექტი. მისი შერჩევისას სახლის ფორმა უნდა შეუთავსოთ მშენებლობის ადგილის ლანდშაფტს.
გაშლილ ადგილას, მებაღეთა ძალისხმევით გადაქცეულ ბაღნარში, ორგანულად გამოჩნდება სახლი პიკიანი სახურავით. ასეთივე სახლი შეეფერება ტყიან ნაკვეთს. თუ ადგილი ბორცვიანია და ამ ბორცვებს მომრგვალებული ფორმა აქვთ, მაშინ სახლს გეგმაში შესაძლოა ქონდეს არასწორი ფორმა მრგვალი და ტალღოვანი ელემენტებით. დახრილ ნაკვეთზე, სადაც დატბორვის საშიშროებაა, შესაძლოა კონსოლებზე მდგარი სახლის აშენება, თუმცა ასეთი ნაკვეთი არ ითვლება სასიკეთოდ. თუ ნაკვეთიდან მოსჩანს მთები სალი კლდეებით, რომლებიც ცეცხლის ენებს გვანან, ასეთ ადგილას ორგანული იქნება სახლი ტერასის ტიპის სწორი სახურავით.
პროექტის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შენობის ცხრა სექტორად დაყოფა და შეძლებისდაგვარად ისეთი დაგეგმარების არჩევა, სადაც თქვენთვის არასასიკეთო სექტორები არ იქნება გამოყენებული ან ასეთ ადგილებში საპირფარეშო, საკუჭნაო და სამზარეულო განთავსდება.
თუ ოჯახის წევრების სასიკეთო და არასასიკეთო მხარეები ერთთმანეთს არ ემთხვევა (ანუ ზოგისთვის სასიკეთო მხარე სხვისთვის არასასიკეთოა), მაშინ უპრიანია შეირჩეს სასიკეთო ფორმის პროექტი, ცალკეულ შემთხვევებში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მდებარეობის შესასვლელით.


სართულებს შორის გადახურვები

ქვედა სართულის გადახურვის შემდეგ, აუცილებელია ქვემოდან მისი ისე მოპირკეთება, რომ გარედან ჩანდეს შენობის პრიალა ჭერი. ინტერიერში ღია კოჭებმა, თუნდაც ძალიან ლამაზმა, შესაძლოა შექმნან პრობლემების სერია, შენობის დანიშნულებიდან და ავეჯის განლაგებიდან გამომდინარე.
საძინებელი ოთახის განლაგება არ შეიძლება ჭერის ღია კოჭების ქვეშ, მაგრამ თუ ეს გარდაუვალია, ეცადეთ დაიძინოთ კოჭების გასწვრივი მიმართულებით და არა გვერდულად. პრობლემის შესაძლო გამოსავალი შეიძლება იყოს საკმაოდ უხეში ქსოვილის დეკორატიული ბალდახინის გამოყენება, რომელიც რეგულარულად გაიწმინდება მტვრისაგან.
კოჭებთან მიმართებაში სიგანეზე დადგმულმა სასადილო მაგიდამ შესაძლოა საკვების მიღების დროს გამოიწვიოს ოჯახის წევრებს შორის გაუგებრობა. ამ დროს პრობლემის გადაჭრა კოჭებზე დაკიდებულ აბაჟურს შუძლია, რომელიც მაგიდის ცენტრს უნდა გაუსწორდეს, მისმა შუქმა კი მთლიანად უნდა გაანათოს მაგიდა და მის გარშემომსხდომნი.


შესასვლელი და ოთახებს შორის კარები

კარი ენერგიების შემოსვლის მთავარი ღიობია და თუ როგორ გამოიყურება, რა ფერის და რა ფორმისაა ის, ამაზეა დამოკიდებული სახლის მკვებავი ენერგიის ხარისხი.
კარიდან სახლში შემოდის ენერგიების 80%, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი ორიენტირება სინათლის მხარეებთან და ფასადური განლაგება. მთავარი შესასვლელი კარის ხასიათზეა დამოკიდებული მთელი სახლის და მის ბინადართა ბედი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სასიკეთოდ ითვლება შესასვლელი კარის ნაგებობის შიგნით გაღება. სხვა შემთხვევაში თქვენი კარი სახლში შემომავალ ენერგიას აისხლიტავს. სახლის შესასვლელი კი სასიკეთო მიმართულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, განსაკუთრებით ოჯახის უფროსისათვის.


სახლის ფანჯრები

სახლში ფანჯრებიდანაც ხვდება ენერგია მზის სინათლის , სითბოს, სიცივის ან სუფთა ჰაერის მეშვეობით.
რამდენი ფანჯარაც არ უნდა ჰქონდეს სახლს, მათი მეშვეობით შემოდის მთელი სახლის ენერგიის 20%.
ფენ-შუიში არის ასეთი წესი: ერთ ნაგებობაში ერთ კარზე უნდა მოდიოდეს არაუმეტეს სამი ფანჯრისა.
ფენ-შუიში ასევე გაწერილია კარისა და ფარჯრების ზომები. ისინი შესაძლოა იყონ როგორც სასიკეთო, ასევე არასასიკეთონი. ამ ზომების შესამოწმებლად გამოიყენება ე.წ. „ორქიდეას სახაზავი“, რომელიც შეიქმნა ჩინეთში „სუნ“-ის დინასტიის (1128-960წწ. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე) კარის ხის ოსტატის მიერ, რომელსაც ის იმპერატორის სასახლეში ავეჯისა და კარ-ფანჯრის დასამზადებლად იყენებდა. სახაზავი დაყოფილია რვა დიდ ნაწილად, ყოველი მათგანი კი თავის მხრივ კიდევ ოთხ ნაწილად იყოფა. ყველა ნაწილს თავისი სახელი აქვს და წარმოადგენენ სასიკეთო და არასასიკეთო ზონებს.
მაგ: თუ კარის სიგანე (ანუ კარის დაყენების შემდეგ ზუსტი სიგანე) უდრის 90 სმ-ს, ამ კარიდან თქვენთან წარმატების 6 სახეობა შემოვა. ხოლო, თუ 92 სმ-ს უდრის, მაშინ შესაძლოა რაიმე სახის ფინანსური შეფერხებები შეგექმნათ. ამ ინფორმაციის მიღების შემდგომ არაა აუცილებელი არასასურველი სიგანის კარის ან ფანჯრის გამოცვლა. მცირე სხვაობის შემთხვევაში საკმარისია თვით ღიობის გაგანიერება ან დავიწროვება. რა თქმა უნდა იგულისხმება, რომ სასურველი ზომების არჩევა ჯობია მოხდეს მანამ, სანამ თქვენი საცხოვრებელი სახლის კარ-ფანჯრის შეკვეთას მისცემთ, ვიდრე შემდგომ აკორექტიროთ ისინი.


კიბე სართულებს შორის

ფენ-შუის აქვს რამოდენიმე წესი კიბის ფორმისა და მდებარეობის შესახებ. რადგან კიბე ენერგიის ვერტიკალური გამტარია, ის აუცილებლად სწორ ადგილას უნდა მდებარეობდეს.
თუ კიბე მოსჩანს პირდაპირ მთავარი შესასვლელიდან და მდებარეობს უშუალოდ მის ახლოს, შემოსული ენერგია იმწუთშივე ზედა სართულებისკენ გაიქცევა, რითაც პირველ სართულს დატოვებს სასიცოცხლო ენერგიის გარეშე. როგორც წესი, თუ ოჯახის წევრთა საძინებელი ოთახები სხვადასხვა სართულებზეა, ეს იწვევს მათ ერთმანეთთან გაუცხოვებას და ასევე გამომუშავებული ფულის ისე სწრაფად ხარჯვას, რომ აქ მაცხოვრებელი ვერ ახერხებენ დანაზოგის გადადებას. თუ სახლში გამოყენებულია დახვეული კიბე, ზედა სართულის მაცხოვრებლებს აღენიშნებათ ხოლმე გადამეტებული ნევროზულობა.
შესაძლებლობის მიხედვით შეარჩიეთ ისეთი პროექტი, რომელიც ჩვეულებრივ კიბეს ითვალისწინებს, შემოსასვლელისგან და სახლის ცენტრალური ნაწილისგან მოშორებით.
სახლის მშენებლობის დაწყებამდე დაადგინეთ კიბის მდებარეობის ადგილი და დააპროექტეთ ის. კიბის მოწყობისას აუცილებლად დაამზადებინეთ „კიბის შუბლი“. ასეთი კიბე მოგცემთ სიმყარისა და იმედის შეგრძნებას.
კიბე მოსახერხებელი უნდა იყოს როგორც ასასვლელად, ასევე ჩამოსასვლელადაც. არ გააკეთოთ ეკონომია საკუთარ უსაფრთხოებაზე.
საძინებელი ოთახის მოწყობისას, რომლის ზემოთაც გადის კიბე, საწოლი არ დადგათ მის ქვეშ, განსაკუთრებით თუ ეს ოთახი საბავშვოა. კიბის ქვეშ კარგია ჩანეშებული კარადის მოწყობა.


სააგარაკო სახლის სარემონტო სამუშაოები, ნაგებობისათვის ფერთა გამის შერჩევა

შენობის სარემონრო სამუშაოების დაწყებისას, აუცილებელია მისი განათებისა და ყველა ნაგებობის ფუნქციონალური დანიშნულების გათვალისწინება.
კომპასის ორიენტაციის მიუხედავად, აუცილებელია ფერის ცივი ან თბილი ტონების გამოყენება. ამგვარად, ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ოთახები მოგებულები არიან თბილი ფერებისგან, მაშინ როცა სამცრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნაგებობები შესაძლოა ცივ ფერებს ითხოვდნენ. კედლების ფერის შესარჩევად შესაძლებელია ფერთა პალიტრის ელემენტების განაწილება სინათლის მიმართულებებით.
ჩრდილოეთი-წყალი; სამხრეთი-ცეცხლი; დასავლეთი-მეტალი; აღმოსავლეთი-ხე; ჩრდილო-დასავლეთი-მეტალი; ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი-მიწა; სახლის ცენტრი და სამხრეთ-აღმოსავლეთი-ხე.
ასევე საჭიროა გვახსოვდეს, რომ სამზარეულოსა და სასადილო ოთახის შეღებვისას ჯობია გავექცეთ ცივ ცისფერ და იისფერ ტონებს, რადგან ისინი ანელებენ მონელების პროცესს და ამცირებენ მადას.
საბავშვო ოთახის შეღებვა მკვეთრ ფერებში ჯობია, თან დომინანტი ფერი უნდა გახდეს იმ ელემენტის ფერი, რომელიც თქვენი ბავშვის დაბადების ელემენტის ფერია:
წყალი-მეტალი-ხე
ხე-წყალი-ცეცხლი
ცეცხლი-ხე-მიწა
მიწა-ცეცხლი-მეტალი
მეტალი-მიწა-წყალი

როგორც წესი, ბავშვები ინტუიციურად თვითონ არჩევენ „საკუთარ“ ფერთა გამას, აგრეთვე დაძინების ორიენტაციას. დააკვირდით თქვენს ბავშვს და მის არჩევანს, შეადარეთ ის წიგნებიდან მიღებულ ცოდნას, შემდეგ კი მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.
ოჯახის ზრდასრული წევრების საძინებელი ოთახის შეღებვისას უპირატესობა ენიჭება სახლის მფლობელის დაბადების სტიქიას. ამასთანავე საჭიროა ვიცოდეთ: ყვითელი ფერი ხელს უწყობს გონებრივ შრომას და ადაბლეს მამაკაცთა პოტენციას, ამავდროულად ყვითლის ტონები გვავსებენ მზისა და სითბოს ენერგიით, განსაკუთრებით ჩაბნელებულ ოთახებში.
წითელი ფერი ხელს უწყობს ტემპერამენტის გაღვივებას, მაგრამ მისმა სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს ანთებითი დაავადებები.
ლურჯი ფერთა გამა დასვენებისათვის განგვაწყობს, მაგრამ ამავდროულად გვცივა.
მწვანე ტონები ნიჭის გამოვლინებას უწყობს ხელს და თვალებს ასვენებს.
თეთრი ფერი გვეხმარება საქმის თავმობმაში და ხელს უწყობს ოჯახში იერარქიისა და წესრიგის დაცვას.
ოთახების შეღებვისას, გახსოვდეთ, სხვადასხვა ფერის ტონალობების შეხამებისას შეინარჩუნეთ ჰარმონია, რათა თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებმა თავი იგრძნოთ მყუდროდ.


სარემონტო მასალების შერჩევა

შენობის სარემონტო მასალების შერჩევა, ასევე შესაძლებელია ფენ-შუის ელემენტების მიხედვით. კერემიკული და ნატურალური ქვის ფილები მიწის სტიქიას მიეკუთვნებიან.
კედლების ხის პანელებით გაფორმებას, ინტერიერში ხის ელემენტები შემოაქვს.
ლაკირებური ზედაპირები და მინის ბლოკები წყლის ელემენტზე მეტყველებენ.
მატალის ან მეტალის შემცვლელი ზედაპირები, შესაძლოა სასიკეთო იყოს შენობის „მეტალის“ სექტორში დასავლეთით, ჩრდილო დასავლეთით და ჩრდილოეთით.
„ცეცხლოვანების“ შემოსატანად საღებავში შესაძლოა წითელი ტონების დამატებაც, მაგრამ „ცეცხლთან“ ჯობია ფრთხილად ვიყოთ. არ გადაამეტოთ წითელი ფერი სახლის სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს, რათა თავიდან აიცილოთ ხანძარი. ასევე ჯობია ბუხრიანი ნაგებობის ან ქურის შემთხვევაში უპირატესობა კერამიკულ ფილებს მივანიჭოთ, განსაკუთრებით თუ ეს უკანასკნელი შენობის სამხრეთითაა მოთავსებული.


საინჟინრო მასალები

კანალიზაცია. კანალიზაციის მოსაწყობად ჯობია ისევ დავუბრუნდეთ თქვენი ნაკვეთის სასიკეთო მიმართულებების განხილვას. საპირფარეშოს დამონტაჟება ნაკვეთის ყველაზე არასასიკეთო ადგილასაა სასურველი.
„ლუფტ-კლოზეტის“ (შენობაში მდებარე საპირფარეშო, რომლის ფეკალიები გროვდება შენობის გარეთ გათხრილ საკანალიზაციო ჭაში და ექვემდებარება პერიოდულ გასუფთავებას) მოწყობისას, დახრა აუცილებლად უნდა იყოს თქვენთვის არასასიკეთო მომართულებით.


სააგარაკო სახლის წყალგაყვანილობა

ჭა შეძლებისდაგვარად ნაკვეთის სასიკეთო ზონაში უნდა გაიჭრას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მდებარეობდეს „მუდმივი ავადმყოფობის“ ან „ცუდი ბედისწერის“ ზონებში.
წყალგაყვანილობის შემთხვევაში წყლის ნაკადი ისე უნდა მივმართოთ, რომ სახლში ის შემოედინებოდეს სასიკეთო მიმართულებით და ასევე ჰქონდეს დადებითი მიმართულება.


სახლის გათბობა, ღუმელი

სახლში ღუმელის მოწყობისას, შეძლებისდა მიხედვით საჭიროა მისი სამხრეთ-დასავლეთ მხარეს დამონტაჟება. ასევე განიხილება სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთი მხარეებიც.
ღუმელის გამათბობელი ორიენტირებული უნდა იყოს თქვენთვის სასიკეთო მხარეს, მაშინ როცა თვით ღუმელის ადგილი შესაძლოა, და სასურველიც კია, იყოს არასასიკეთო. ცეცხლი გაანადგურებს ყველა თქვენს უსიამოვნებას, მასზე დამზადებული საკვები კი იქნება ჯანმრთელი და ნოყიერი.


სააგარაკო სახლის წყლის გამათბობელი

წყლის გმათბობელი სისტემის მოწყობისას აუცილებელია წყლის მიმართულების დადგენა. შემომავალი წყალის მიმართულება უნდა იყოს სასიკეთო, გამავალი წყლის კი არასასიკეთო მხარეს. კარგი იქნება თუ ინტერიერში გამათბობელ სისტემას ისე გავათამაშებთ, რომ ის რაც შეიძლება თვალისათვის შეუმჩნეველი იყოს.


სააგარაკო სახლის ბუხარი

ბუხრის ადგილისათვის მისაღებია სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარეები.
ბუხრის გამათბობელი ნაწილი ორიენტირებული უნდა იყოს თქვენთვის სასიკეთო მხარეს.
ბუხრიანი დარბაზის დაპროექტებისას გასათვალისწინებელია ჰაერის ნაკადების მიმართულება, რათა ბუხრის მიმდებარე ზონა დაცული იყოს ორპირი ქარისგან.


სახლის გაზიფიცირება

გაზქურის ადგილი ისევე უნდა აირჩეს, როგორც ბუხრის, სახლის არასასიკეთო (სამზარეულო) ზონაში, მაგრამ დადებითი ორიენტაციით.
გაზქურაზე მომზადებული კერძები უფრო სასარგებლოდ ითვლება და მათ ორგანიზმი უკეთ გადაამუშავებს ვიდრე ელექტრო ღუმელზე მომზადებულს.


სახლის ელექტროობის აღჭურვა

ჭაღების და ელექტრო გამანაწილებელი ყუთების დამონტაჟებისას საჭიროა გვასოვდეს, რომ ისინი გარშემო ქმნიან ადამიანისათვის საზიანო ელექტრომაგნიტურ ველს.
ეცადეთ ელექტრო ტექნიკა ისე გაანაწილოთ, რომ ისინი შორს იყონ დასასვენებელი და საძილე ადგილებისაგან. საძინებელ ოთახში განათების მოწყობისას, ჭაღი საწოლისგან მოშორებით დაკიდეთ.
ცოლ-ქმრის ოთახში უპირატესობა საწოლის ორივე მხარეს დამონტაჟებულ ორ სანათურს ენიჭება, ვიდრე სასთუმალის შუაში მდებარე ერთ ბრას. სხვა შემთხვევაში სინათლე ხელს შეუწყობს წყვილის გათიშვას.


სახლის მშენებლობა

როგორ მოვაწყოთ სახლი ფენ-შუის მიხედვითთანამედროვე სახლი რთული და ძვირადღირებული ნაგებობაა. იმისათვის რომ ავაშენოთ სახლი ქალაქგარეთ, მასალების, მატერილური შესაძლებლობის და თავისუფალი დროის რეზერვების გარდა საჭიროა გქონდეთ ზუსტი წარმოდგენა იმისა, თუ რას და როგორ აშენებთ. სახლის ტიპის, მისი ფართობის, შიდა დაგეგმარების, გარკვეული კონსტრუქციის, მასალების და საინჟინრო ხარისხის აღჭურვილობის დაგეგმარებისას, არ ღირს აჩქარება. საკუთარ გადაწყვეტილებებში მხოლოდ საბოლოოდ ჩამოყალიბების შემთხვევაში ღირს შესაფერისი პროექტის შერჩევა, მისი კორექტირება ადგილის პირობებთან მიმართებაში და შემდეგ უკვე მშენებლობის დაწყება. კონკრეტულ რეგიონში აგებული ყველა სახლი, უნდა პასუხობდეს გარკვეულ მოთხოვნებს. ფუნდამენტის კონსტრუქცია, საძირკველი, კედლები, ფანჯრები, კარები, სახურავი, უნდა ესადაგებოდეს ნიადაგის ხასიათს, რომელზედაც აიგება სახლი. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს კლიმატი, ატმოსფერული მოვლენების ზემოქმედება, ამ ადგილის ქარების ბუნება, ნაკვეთის რელიეფი, გრუნტის წყლების სიღრმე და ა. შ.
სანამ მშენებლობას დავიწყებთ, საჭიროა მშენებლობის ნებართვის მოპოვება, სახლის პროექტის შექმნა, სამშენებლო მოედნის და სამშენებლო მასალების ორგანიზება, მშენებლობის ორგანიზების გეგმის შედგენა. ასევე საჭიროა სამშენებლო მასალების რაციონალურად დაწყობა, რათა მათთან მიდგომა და კონკრეტულ ადგილამდე მიტანა უმოკლესი გზებით მოხდეს. დასაგეგმია სად და რომელი მიმართულებით გაიჭრას კანალიზაცია, ჩაიდოს გაზის მილი და ელექტროობის კაბელი, სად მოთავსდეს მწვანე ზონები, ბილიკები და სხვა.
საცხოვრებელი ქვის სახლის აშენება 6-9 თვეშია შესაძლებელი. მშენებლობის ეფექტურობის ასამაღლებლად საჭიროა ეტაპობრივი მშენებლობა ოჯახში შემდგომი მატების გათვალისწინებით.

GeoAstro
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ვოლფ მესინგი (დოკუმენტური ფილმი)

...

სექტემბრის ასტროპროგნოზი

მერწყულის ეპოქა . კაცობრიობის ახალი ერა

Guide to cats and kittens