» » როცა იუპიტერი სასწორში ბრძანდება
ასტროლოგია / Slide / პლანეტები ნიშნებში

როცა იუპიტერი სასწორში ბრძანდება

როცა იუპიტერი სასწორში ბრძანდება









დასაწყისისთვის, უნდა გვესმოდეს, რას განაგებს იუპიტერი. ეს პლანეტა ქველმოქმედი, მოღვაწე, მფარველი და მასწავლებელია. ის პასუხისმგებელია მიზნებზე, რომელიც დავისახეთ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად და, ასევე - რწმენაზე. იუპიტერი იძლევა სულიერი ზრდის, სრულყოფის საშუალებას. ცოდნისა და ჭეშმარიტების მიღწევის უნარს. ძველად, დიდ კეთილისმყოფელს უწოდებდნენ, ხოლო პატარა კეთილისმფოფლად - მშვენიერი ვენერა მიიჩნეოდა...
უიპიტერი - ყოფილი უზენაესი ღვთაება რომში, მოითხოვს მეფურ მოპყრობას, პატივისცემას და დიდებას. ფაქტობრივად, იუპიტერი, სწორედ ამას განაგებს. გამბედავი და კეთილშობილურია განსაკუთრებით მათდამი, ვინც მის ავტორიტეტს აღიარებს. მას უყვარს სივრცე, ძლიერი სამყაროს მხარდაჭერა, ჯერა საკუთარი შესაძლებლობების და შეზღუდვებს არ ეგუება. მაგრამ ქალწულში ის შევიწროვებულია. ქალწული - ეს ის მდებარეობაა, როდესაც ყველაფერი სწორად, გონივრულად, თანმიმდევრულად და სიფრთხილითაა დადგეგმილი და შესრულებული. იუპიტერი კი თამამად, გაბედულად, ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე, საკუთარი თავის ღრმა რწმენითა და ფართო პეპსრექტივით მოქმედებასაა ჩვეული, რომელიც ქალწულებრივი ლოკალური პრობლემების მოგვარების აუცილებლობებში იკარგება და ზღუდავს თავის პოზიციებს.
ქალწული ბუნებით მოკრძალებულია და ეს იუპიტერისთვის უჩვეულოა. როდესაც ის ხვდება ქალწულის ნიშანში, მთელ თავის ენერგიასა და ძალას ქალწულის საქმიანობის სფეროში მიმართავს. ეხმარება მათ, ვინც ჩართულია ინტელექტუალურ სფეროში, მუშაობს სამეცნიერო, განათლებისა და მედიცინის დარგში. ამ პერიოდში ყველაფერი ყვავის და ცხოვრების უფრო მაღალ დონეზე გადადის. უმჯობესდება სამუშაო პირობები, იზრდება კავშირები პროფესიულ საქმიანობაში. იუპიტერი ქალწულში - ქმნის ძალიან კონკრეტულ, მიღწევად და გადაუდებელ მიზნებს.
ქალწული უკვე კარგავს თავისი მოქმედების ფარგლებს - 9 სექტემბერს იუპიტერი სასწორში გადავიდა და იქ დაჰყოფს 2017 წლის 10 ოქტომბრამდე. იუპიტერის რეორიენტაცია შესაძლოა განვიხილოთ ცეკვის კონკურსის მაგალითზე. სასწორში, ვენერას გავლენის ქვეშ, ჩვენი გეგმები და მიზნები მოითხოვს თანხმობას სხვა ადამიანების მიზნებსა და გეგმებთან მიმართებაში. გვაძლევს მშვიდობასა და ჰარმონიას. ესაა წარმატების აუცილებელი პირობა ამ პერიოდში. იუპიტერი სასწორში - დიდ დიპლომატიას მოასწავებს, ის სრულ მშვიდობასა და ჰარმონიას გვპირდება. ეს კარგი მდებარეობაა ხელოვანი ადამიანებისათვის და, ასევე მათთვის, ვინც სილამაზის, სამართლისა და პოლიტიკის სფეროში მოღვაწეობს.
პერიოდში, როდესაც იუპიტერი ქალწულშია, უწინარესად, სიზუსტესა და შესრულების ხარისხს ექცევა ყურადება. რთული მისახვედრი არა, რომ იუპიტერი სასწორში აქცენტს აკეთებს ესთეტიკაზე, სილამაზეზე, ხელოვნებაზე და საქმის შესრულების პროცესში - არტისტიზმზე. ზოდიაქალურ და პლანეტარულ ამ კომბინაციას სამეჯლისო ცეკვებს თუ შევადარებთ, გამოდის, რომ შეფასების 5.9 ბალს ცეკვის ტექნიკისთვის იმსახურებს, ხოლო 6.0 ბალს - არტისტიზმისთვის და, უფრო კონკრეტულად, მოცეკვავე პარტნიორთა შორის ჰარმონიულობაში.
ეს განლაგება, საერთო ჯამში, ესთეთიკისა და ხარისხის, შესრულების მანერისა და არტისტული სილამაზის მთლიანობაა!

მოამზადა AquaRius-მა
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

ასტროლოგი ლია ბარათაშვილი (იბერია TV, გადაცემა 3-და 5-მდე, 21.12.2016)

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი