» » ტრანზიტული რეტრო ვენერა
ასტროპროგნოზი / ასტროლოგია / ჟურნალი ასტრო-news / ვენერა

ტრანზიტული რეტრო ვენერა

ტრანზიტული რეტრო ვენერა
















2013 წლის 21 დეკემბრიდან 2014 წლის 1 თებერვლამდე, ეს არის რეტროგრადული ვენერას პერიოდი, ანუ ვენერა ამ დროს ხდება უკუმავალი და იწყებს უკუსვლას. პლანეტის ზოდიაქოში უკუსვლას 4 ეტაპი აქვს: პირველი - პლანეტა ხდება სტაციონალური, მეორე - პლანეტა იწყებს უკუსვლას, მესამე - ხდება ისევ სტაციონალური, მეოთხე - იწყებს დირექტულ მოძრაობას. ვენერას რეტროგრადულობა გასტანს 40 დღე. სტაციონალური ხდება 2013 წელს 28°-ზე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში, მეორე წერტილი 2014 წელს 13°-ზე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში.
რეტროგრადული ვენერა და მისი ზეგავლენა
რეტრო ვენერას ზეგავლენა განსაკუთრებული იქნება მათთვის, ვისაც ეს პლანეტა ძლიერად ჰყავს გამოხატული ნათალურ რუქაში, ასევე კუროს და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რადგან ისინი იმყოფებიან ვენერას მართველობის ქვეშ. რეტროგრადული ვენერა გვთავაზობს ჩვენს ცხოვრებაში ადამიანების და საგნების რეალური ფასეულობები და ღირსებები გამოვავლინოთ. სწორედ ამ თემებით არიან დაკავშირებული ზოდიაქოს ნიშნები, კურო (მატერიალური ფასეულობები, ფული) და სასწორი (ურთიერთობები). რადგან პლანეტა აკეთებს მანევრს თხის რქაში, ამიტომ ეს პერიოდი მნიშვნელოვანია მათთვის.
როგორც ცნობილია, ასტროლოგიაში ვენერა ითვლება სიყვარულის პლანეტად, ამიტომ მისი ზეგავლენა აისახება სასიყვარულო ურთიერთობებში. ამ პერიოდში შეიძლება განვითარდეს პრობლემები, გართულდეს ურთიერთგაგება და გადაიზარდოს დაპირისპირებებში. არ არის რეკომენდებული აქტიურობა, უფრო მნიშვნელოვანია შეფასება, გაანალიზება და არა პირდაპირი მოქმედება. თუ სიყვარულსა და ურთიერთობებში ვლინდება ურთიერთგაუგებრობა, ეს გვახსენებს იმას, რომ ყველაფერი არც თუ ისე კარგადაა. საჭიროა გადაფასდეს პრობლემების ხარისხი და შეფასდეს, როგორც პლუსი ისე მინუსი.
რეტროგრადული ვენერა თხის რქაში აქცენტს აკეთებს სტაბილურობაზე და საიმედოობაზე სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში, პარტნიორების მატერიალურ და ფინანსურ მდგომარეობაზე, ოჯახში როლების და პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე.
საერთო მდგომარეობის ზეგავლენა კი ასეთია: ბევრი ადამიანი იგრძნობს, რომ ისინი არავის უყვარს, არ დაფასდა მათი გრძნობები, უსამართლოდ ექცევა განგება, რომ ურთიერთობებიდან უფრო მეტს უნდა ღებულობდნენ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ახლობელმა დაარღვიოს თავისი დანაპირები. იმის მერე, რაც ვენერა დირექტული გახდება, თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ, თუ ამას საჭიროდ ჩათვლით. მაგალითად, თუ მიხვედით იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა ურთიერთობა გაწყდეს, მაშინ ამის გაკეთება უმჯობესია დირექტული ვენერას დროს. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ პრობლემა ურთიერთობის დაწყებისთანავე ვლინდება, მაშინ ის სამუდამოდ დარჩება და დროდადრო უფრო გაღრმავდება, ან შეიცვლება სხვა სირთულით. რეტროგრადული ვენერას დროს ჯობია გაანალიზოთ და გაარკვიოთ თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ მის მოსაგვარებლად და რა არა.
ამ დროს ჩასახული სიყვარული და ურთიერთობები შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდეს. უკუმოძრავი პლანეტა ცვლის ჩვეულებრივ შეხედულებებს სიყვარულსა და ურთიერთობებზე. თქვენ ვერ შეძლებთ დაინახოთ ის, რასაც ხედავდით დირექტული ვენერას დროს. შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ. ამ პერიოდმა შეიძლება მცდარი გადაწყვეტილებები მიგვაღებინოს, რაზეც მოგვიანებით შეიძლება მწარედ ვინანოთ, გვაფიქრებინოს, რომ ჩვენი ოცნების ადამიანი ის არაა, ვინც გვეგონა.
ეს პერიოდი გამოირჩევა ხასიათის ცვალებადობით. ამ დროს
სასურველი არ არის ქორწინება, ნიშნობა. თავი შეიკავეთ ავეჯის, ძვირფასეულობის, სამკაულების, ტანსაცმლის ყიდვისაგან, რადგან, როდესაც ვენერა დირექტული გახდება, თქვენი გემოვნება შეიცვლება და შეიძლება მიღებული გადაწყვეტილება სანანებელი გაგიხდეთ.

ასტრო - News #3
დეკემბერი 2013
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

საზოგადოებრივი მაუწყებელი

მცენარეების მაგიური თვისებები და პრაქტიკაში გამოყენების კულტურა

ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი (საზ. მაუწყებელი, „კაცების დრო“, 26.11.2016)

Guide to cats and kittens