ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ასტროპროგნოზი: ოქტომბერი-ნოემბერი 2015

ასტროპროგნოზი: ოქტომბერი-ნოემბერი 2015

დავიწყოთ პოზიტიური მოვლენიდან. როგორც იქნა სატურნი საბოლოოდ გადავიდა მორიელიდან მშვილდოსანში. მორიელებს, კუროებს, ლომებს და მერწყულებს თავის თავად უნდა უხაროდეს. მაგრამ გვიხარია ყველას, ვინაიდან სატურნი გავიდა ფინანსური ღერძიდან და გავიდა პლუტონთან რეცეფციიდან ერთმანეთის მმართველობის ნიშნებში იყვნენ). პლუტონი თხის რქაში და სატურნი მორიელში- ორი ყველაზე მძიმე პლანეტა ორ ყველაზე მძიმე ნიშანში. მართალია, ჯერ ჯერობით სრულ ამინისტიას სატურნი არ გვიცხადებს, ვინაიდან სატურნი ნეპტუნთან კვადრატშია - ეს კი რთული და სუსტი ასპექტია ერთდროულად - სუსტდება კარიერის თემები, ხელმძღვანელობის, ნებისმიერი სტრუქტურების, განსაკუთრებით განათლების, საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სამათლებლივი. თუ შევხედავთ ამ პლანეტებს ციკლურად, ეს არის ბოლო კვადრატი, რომელიც იქმნება ამ ციკლზე. ამიტომ უნდა მივმართოდ 2006 წელს, როდესაც ოპოზიცია იყო. საინტერესოა, რომ მაშინაც სამკუთხედში მონაცილეობდა სატურნი-ნეპტუნი და იუპიტერი. ეხლაც მეორდება იგივე სიტუაცია, მართალია სხვა ნიშნებში. გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2006 წელს, რა დანაკარგები გქონდათ- ვინაიდან სატურნი- ნეპტუნი დანაკარგების ასპეკტია - და ეხლა ნუ გაიმეორებთ შეცდომებს.
ამ ასპექტის გავლენა შეიძლება ნეგატიურად იგრძნონ ადამიანებმა, რომლებსაც ქალწულის, თევზების, ტყუპების და მშვილდოსანის დასაწყისში ყავთ ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი ელემენტები.
მე ვვარაუდობ, რომ საზოგადოებაში წინა პლანზე წამოვა პენსიონერების, სოციალურად დაუცველი ადამიანების თემები. შემიძლია ამ ასპექტს სიმბოლურად დავარქმა სოციალიზმი-კომუნიზმის ასპექტი და ზუსტად ამ პერიოდში გაძლიერდება მემარცხენე ტენდენციები ხალხში.
ერთადერთი კარგი, რაც შეიძლება მოხდეს ზოგიერთის ცხოვრებაში ამ ასპექტზე - თუ კი ვინმე ცხოვრობდა ბოლო წლები რაიმე ილუზიებით ან ჰქონდა რაიმე ილუზორული იდეები- ეხლა შესაძლებელია გამოფხიზლდეს. მე ვარაუდობ, რომ ზოგიერთისთვის პირდაპირი მნიშვნელობით გამოფხიზლების შანსი და დრო დადგა.
ეხლა კიდე ერთი სასიხარულო ამბავი მორიელებისთვის და კუროებისთვის განსაკუთრებით, და მე მგონი, ყველასთვის. სატურთან ერთად ფინანსური ზონა დატოვა მზის დაბნელებების სერიამ. დაბნელება ყოველთვის დეტონატორია იმ თემის, სადაც ხდება (ანუ რომელ ნიშანშიც). ბოლო წლები დაბნელებები ერჩოდნენ კურო -მორიელიებს და თემებს, რომლების ამ ნიშნებთან არის დაკავშირებული- ფინანსები, რესურსები, სტრესები. უხ! მე მგონი ცოტა ამოსუნთქვისკენ წავა საქმე!
შეგახსენებთ, რომ მზის დაბნელებმა გადაინაცვლეს ფინანსური ნიშნებიდან, მაგრამ მთვარის დაბნელებები მესამე წელია აგრძელებენ მსვლელობას ვერძი-სასწორის ე.წ. ურთიერთობების ღერძზე და 2016 წლის მარტის ჩათვლით არ აპირებენ ამ ღერძის დატოვებას.
მსოფლიო მასშტაბით კვლავ გრძელდება პოლარიზაცია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
აღსანიშნავია, რომ ახლანდელი დაბნელება ხდება მზის, შავი მთვარისა და რეტრო-მერკურის შეერთებასა და პლუტონის კვადრატის ფონზე. აქ მინდა შევჩერდე შავი მთვარის და რეტრო-მერკურის თემებზე.
შავი მთვარე გადასულია ქალწულიდან სასწორში. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ყურადღება ჯანდაცვის, სამუშაო ადგილებისა და, ზოგადად, სოციალური თემებიდან გადადის საერთო საზოგადოებრივი ცხოვრების, ხელოვნების, საზოგადოებრივი სკანდალების, ზოგადად, პოლიტიკის თემებზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მერკურიც თავის რეტრო მოძრაობას ასრულებს სასწორში, უნდა ველოდოთ ამ თემების კიდევ უფრო გააქტიურებას. თუ ამას დავუმატებთ პლუტონისა და სატურნის ასპექტებს სავსე მთვარეობასთან - უნდა ვივარაუდოთ ახლო მომავალში ცვლილებები საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ახალი ძალების გამოჩენა, რომლებიც იქნება დაპირისპირებული მთავრობასთან.
რადგან გადავედი პოლიტიკურ ტენდენციებზე - მინდა გავაგრძელო და მერე ისევ დავუბრუნდები პირადს.
ეხლა ჩვენ გავდივართ იუპიტერი-სატურნის ბოლო ფაზას, რაც მუნდანური ასტროლოგიის, ეკონომიკის თვალსაზრისით არც ისე კარგია. ლოგიკური იქნება გავიხსენოთ ამ ფაზის დასაწყისი, რომელიც 2000 წელს, კუროს 20 გრადუსში იყო. აქ ჩაიდო 20-წლიანი განვითარების ციკლი, რომელის დაკავშირებულია კუროს - მატერიალური კეთილდღეობის თემებთან.
ვარდების რევოლუცია მოხდა ამ ციკლის პირველ ფაზაში, როცა იუპიტერი იყო გადასული პროლეტარიატისა და მშრომელი ინტელიგენციის ნიშანში. მე მგონი არ არის საჭირო კომენტარი რა თემებზე მოხდა რევოლუცია. ამ დროს სატურნი იმყოფებოდა კირჩხიბში და იწვევდა უკმაყოფილებას საკუთარი მთავრობითა და ხალხის მდგომარეობით.
იუპიტერი, როდესაც გადის ნიშანს, მუშაობს როგორც პროჟექტორი: გამოგინათებს და გაჩვენებს, რისი მიღწვა შეიძლება იდეალში, ჩაგისახავს იმედს, მაგრამ გამოანათებს და ჩაქრება. შემდეგ უნდა მოვიდეს სატურნი და დასვას თავის ბეჭედი. თუ სიტუაციამ გაუძლო სატურნის გავლას - ესე იგი გამარჯვებაა. სატურნი ქალწულში იმყოფებოდა 2007-2010წ. გაიხსენეთ და თქვენ თვითონ უპასუხეთ კითხვას - გაუძლო თუ არა იუპიტერის დაპირებებმა სატურნის გამოცდას. ჩემი აზრით არა!
ეხლა იუპიტერი ისევ ქალწულშია, პირველად მას მერე, რაც სატურნმა დაბლოკა. ეხლა კვლავ აჟღერდება მშრომელი ხალხის უფლებების (სამუშაო ადგილების) თემები. შეხედეთ რა ხდება- მიყოლებით იკეტება სავაჭრო ობოექტები, შესაბამისად ადამიანები კარგავენ სამუშაო ადგილებს. არა და თითქოს იუპიტერი - დიდი ბედნიერების პლანეტაა. მაგრამ, იმის გამო, რომ ციკლის ბოლო ფაზაა- აქ ვიღებთ მთელი ციკლის შეცდომების შედეგებს.
ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო კვადრატი იუპიტერ პლუტონს შორის მოხდა ფინანსურ ნიშნებში და ბოლო ფაზა შემდეგ შეერთებამდე იქნება აღბეჭდილი ფინანსური არასტაბილურობით. შემდეგი შეერთება კი მხოლოდ 2020 წელსაა.
პირად თემებზე ეს, რა თქმა უნდა, მუშაობს ცოტა სხვანაირად, თუმცა პირადში ბევრი რამაა დამოკიდებული ზოგად სიტუაციაზე.
თუ განვიხილავთ იუპიტერის მოძრაობას ქალწულში პირადი თემების კონტექსტში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იუპიტერი მიეხმარება ქალწულებს გადალახონ ის მძიმე ტენდენციები, რომლებიც მოუტანა ბოლო წლებში ნეპტუნის მოძრაობამ საწინააღმდეგო ნიშანში. იუპიტერი დაეხმარება ასევე კუროებს და თხისრქებს.
მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერი ქმნის ამ პერიოდში რთულ ასპექტებს ნეპტუნთან და სატურნთან ( Tau-კვადრატს- ნეპტუნთან ოპოზიცია და სატურნთან კვადრატი), რაც ზოგადი სტაბილურობისთვის არ არის კარგი, მიწის ნიშნებს ექნებათ სერიოზული გარღვევის შესაძლებლობა.
იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ოქტომბრისა და ნოემბრის განმავლობაში იუპიტერი შექმნის ტრინს პლუტონთან, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ - მიწის სტიქიას ელოდება დიდი დახმარება (ან/და იმ ადამიანებს, ვისაც ამ სტიქიაში ყავთ პირადი პლანეტები). ასევე პატარა პლუსებს მიიღებენ კირჩხიბები და მორიელები.
25 სექტემბერს მარსი გადავა ქალწულში. და ეს კიდე ერთხელ მიგვითითებს ქალწულების მოსალოდნელ გააქტიურებაზე, ძალა მათ მხარეზეა. შესაბამისად თევზებისთვის (ან/და იმ ადამიანებისთვის, ვისაც თევზებში რამდენიმე პლანეტა აქვთ)- კონკურენციის, კონფრონტაციის, რეპუტაციის დანგრევის საფრთხის პერიოდი დგება.
მინუსი მარსი ქალწულში - კუჭ-ნაწლავისა და ნერვული სისტემის პრობლემები.
და ბოლოს, რეტრო-მერკურის პერიოდი, რომელიც 9 ოქტობერს მთავრდება, მოგზაურობისთვის, ახალი ტექნიკის საყიდლად, ახალი სამსახურის დასაწყებად არ არის კარგი პერიოდი. სამაგიეროდ კარგია, რომ დავუბრუნდეთ და გადავაფასოთ ძველი ინფორმაცია, ძველ სიტუაციები, კარგია სწავლისთვის, წიგნის საწერად და ასე შემდეგ. როგორც მატერიალური, ისე მორალური ვალების დასაბრუნებლად.

ლია ბარათაშვილი
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 3704
 

ASTRO TV LIVE