» » ასცენდენტი- ნიშნების ზოგადი დახასიათება
ასციდენტი

ასცენდენტი- ნიშნების ზოგადი დახასიათება

ასცენდენტი- ნიშნების ზოგადი დახასიათება

ASC ასცედენტი, ეს არის ადამიანის ფიზიკური მონაცემები,იერსახე, ასევე ფსიქოტიპიც. ყველა ნიშანს თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვთ. ასცედენტის გასაგებად აუცილებელი პირობაა იცოდე დაბადებისზუსტი დრო. აქ 2 წუთიც წყვტს საქმეს და შეიძლება არასწორი ინფორმაცია მივიღოთ.


ასცენდენტი ვერძში
გარეგნობა:
საშუალოზე მაღალი, გამხდარი, წაგრძელებული სახითა და მაღალი ყელით, შავგვრემანი და/ან მოწითალო თმებით, სქელიწარბებით, შესაძლოა, თავზე ან სახეზე ნაიარევი ჰქონდეს.
ხასიათი:
აქტიური, ენერგიული, მიზანმიმართული და პატივმოყვარეა. ყოველთვის პირველობას ცდილობს და ნებისმიერი წამოწყების მოთავეა. მიზანს ადვილად აღწევს. მტრობის დროს იმპულსურად მოქმედებს (თუმცა, სუსტი მოწინააღმდეგეა)ამიტომ, ბევრ შეცდომას უშვებს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები:
სახე, თავის ქალა, თავის ტვინი, ზედა და ქვედა ყბა, ქვედა ტუჩი, პირი, ნიკაპი, თვალები, ყურები, ენა, კბილები, თმები, სახისა და თავის კანი, ცენტრალური ნერვული სისტემა.

ასცენდენტი კუროში
გარეგნობა:
საშუალო ან საშუალოზე დაბალი, დაკუნთული მხარ-ბეჭით, მიდრეკილია სიმსუქნისკენ, მოკლე და სქელი კისერი, ფართო ცხვირი და დიდი ტუჩები, ღია ფერის თვალები, მუქი თმები.
ხასიათი:
ნელი, ზარმაცი, ჯიუტი, პრაქტიკული, ხელოვანი, მიდრეკილება აქვს კომფორტისაკენ, უყვარს ლამაზი ნივთები, ლამაზი ადამიანები, გემრიელი საჭმელი, გურმანია. კონფლიქტის დროს დიდხანს ითმენს, მაგრამ შემდეგ ყველაფრის წალეკვა ძალუძს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები:
სასა, ხახა, კისერი, ყელი, ყანყრატო, ნუშისებრი ჯირკვალი, სმენის არხი, საყლაპავი მილი, ფარისებრი ჯირკვალი, ხმის იოგები, ხერხემლის და კისრის მალები, პარასიმპტომატული ნერვული სისტემა.

ასცენდენტი ტყუპებში
გარეგნობა:
საშუალოზე მაღალი, კარგი აგებულების, გრძელი ხელ-ფეხით, მოძრაობს მსუბუქად და სწრაფად, ახასიათებს დახვეწილი მოძრაობები და ჟესტიკულაცია. პირი ფართო აქვს, მაგრამ ტუჩები – თხელი. სახის კანი მუქი, თვალები ნაცრისფერი ან თაფლის ფერი. აქვს გამჭოლი მზერა.
ხასიათი:
ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელურია და იოლად შედისკონტაქტში, მოაზროვნე და ინტელექტუალურია. უყვარს სწრაფი ლაპარაკი. იკვებება ზომიერად. მტრობის დროს შეურიგებელია და ბევრს ილანძღება.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები:
ფილტვები, ბრონქები, ტრაქეა, პლევრა, მხრები, ხელები, ხელისთითები, ლავიწი, ხელის ძვლები.

ასცენდენტი კირჩხიბში
გარეგნობა:
საშუალო სიმაღლის, ჩასხმული. მრგვალი ან ოვალური სახე (სავსე მთვარის ან ნახევარმთვარის მსგავსი), დიდი და მეტყველი თვალები, ხშირი წარბები, პატარა ხელები და ფეხები.
ხასიათი:
ემოციური, გულჩათხრობილი, გაუბედავი, ახასიათებს გრძნობების სიმძაფრე, მიჯაჭვულია საკუთარ ოჯახზე და მისთვის ოჯახური კეთილდღეობა ბევრს ნიშნავს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები:
გულმკერდი, სარძევეჯირკვლები, ნაღვლისბუშტი, კუჭი, კუჭქვეშა ჯირკვალი, საჭმლის მომნელებელი სისტემა, თირკმელზედა ნაწილი, ნეკნები.

ასცენდენტი ლომში
გარეგნობა:
სწორი აგებულებისაა, ახასიათებს ამაყად გამართული სიარული. აქვს ნათელი სახე, დიდი მრგვალი თავი, ღია თმები (ხშირად ოქროსფერი), ამპარტავნული მზერა.
ხასიათი:
ამაყი, ენერგიული, ნებისყოფიანი, შეუპოვარი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში სურს ყოფნა, კონცენტრირებული მხოლოდ საკუთარ თავზე, მოსწონს როდესაც ამჩნევენ და პატივს სცემენ. გაბრაზებისას აგრესიული ხდება. მტრობისას ბოლომდე იბრძვის და ძალუძს მოწინააღმდეგის განადგურება.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები:
გული, გულსისხლძარღვთა სისტემა, ზურგის ტვინი, ხერხემლის გულმკერდის განყოფილება, დიაფრაგმა.

ასცენდენტი ქალწულში
გარეგნობა:
მაღალი, ტანადი, გამხდარი, ახასიათებს ფიზიკური ამტანობა, მრგვალისახე, მუქი თმები.
ხასიათი:
პრაქტიკული, პრინციპული, ცნობისმოყვარე, შეუძლია უწვრილმანესი დეტალების შემჩნევა, კირიტიკული, მისთვის ინფორმაცია ბევრს ნიშნავს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები:
მუცლის ღრუ, მსხვილი და წვრილი ნაწლავები (სწორი ნაწლავის გარეშე), თირკმლისქვედა ნაწილი, ელენთა, აპენდიციტი, თორმეტგოჯა ნაწლავი, თვალის ბადურა, ვეგეტატიური ნერვული სისტემა.

ასცენდენტი სასწორში
გარეგნობა:
საშუალო ტანის, კარგი აგებულების, ღია ფერის თმები, ოვალური სახე, სწორი ცხვირი, ცისფერი ან თაფლისფერი თვალები, ხორბლის ფერი სახე, თბილი და გულისხმიერი გამოხედვა.
ხასიათი:
კომუნიკაბელურია, უყვარს პარტნიორები და ვერ იტანს მარტოობას, ძალზე განვითარებული აქვს სამართლიანობის გრძნობა, უყვარს როცა ადამიანს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, უყვარს რჩევა-დარიგებების მიცემა. მოღვაწეობს ხელოვნების ფართოს პექტრში, ასევე მისთვის საინტერესოა დიპლომატია და იურისპრუდენცია.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები:
თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვალი, საკვერცხეები, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, ხერხემლის წელის მალები, სენსორული ნერვული სისტემა.

ასცენდენტი მორიელში
გარეგნობა:
საშუალო ან საშუალოზე დაბალი, ჩასხმული და ძლიერი აგებულების. მასიური კისერი, ხვეული თმები, ფართო პირი, ღრმად ჩამჯდარი თვალები, ჰიპნოზური მზერა.
ხასიათი:
ენერგიული, ნებისყოფიანი, თუ მიზნის მიღწევა სურს არაფერს ერიდება და ყველაფერზეა წამსვლელი, მისი პრინციპია: ან ყველაფერი, ან არაფერი. შეუძლია საკუთარი ემოციების დაფარვა. ხანდახან ცინიკურია. მტრობისას მეტად საშიშია და ყოველთვის გამარჯვებული გამოდის.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები:
ცხვირი, ზედა ტუჩი, სწორი ნაწლავი, სწორი ნაწლავის დაბოლოება, შინაგანი და გარეგანი სასქესო ორგანოები, სათესლე ჯირკვლები, პროსტატა.

ასცენდენტი მშვილდოსანში
გარეგნობა:
საშუალოზე მაღალი, სრული აგებულები, მოწითალო კანისფერი, ოვალური სახე, მოგრძო ცხვირი, მეტყველი გამოხედვა.
ხასიათი:
ოპტიმისტი, პატივმოყვარე, სამართლიანი, პრობლემების მოგვარებას პატიოსანი გზებით ცდილობას, თუმცა, კონფლიქტის დროს მუშტი-კრივზე გადასვლაზეც თანახმაა. საუბრისას აქვს დამაჯერებელი ტონი. ხანდახან სარკასტულია. ძალზე აფასებს თავისუფლებას.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები:
მენჯი, მენჯ-ბარძაყისსახსარი, თეძოს ზედა ნაწილი, თეძოს ძვალი, დუნდულა, კუდუსუნი, სისხლი.

ასცენდენტი თხის რქაში
გარეგნობა:
საშუალო სიმაღლის, გამხდარი, წვრილი მკერდი, ვიწრო მხრები, გრძელი ხელები, სახის უხეში და უსწორმასწორო ნაკვთები, მასიური ნიკაპი, მუქი თვალები, სქელი თმა, მოძრაობს ნელა და არა გამართულად.
ხასიათი:
მომთმენი, მიზანსწრაფული, ორგანიზებული, დისციპლინირებული, მისი ყველა ქმედება წინდაწინ არის გათვლილი, შეუძლია წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვა. მისი დევიზია: “სხვებმა იფიქრონ და იოცნებონ, მე ჩემსას მაინც მივაღწევ”.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები:
ჩონჩხი, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, ხრტილები.

ასცენდენტი მერწყულში
გარეგნობა:
საშუალო სიმაღლის ან ოდნავ მაღალი, ჰარმონიული აგებულების, მოგრძო სახე, ნათელი კანის ფერი და ნათელი თვალები, მუქიფერის თმები, მკვეთრად გამოხატული ნაკვთები, გულისხმიერი მზერა.
ხასიათი:
ორიგინალური, ხანდახან კი ექსცენტრიულია. დამოუკიდებელი, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია, უყვარს საზოგადოება, ჰუმანურია.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები:
მხედველობა, წვივები, ფეხის გამშლელი კუნთები, ცენტრალური ნერვული სისტემა.

ასცენდენტი თევზებში
გარეგნობა:
დაბალი, მოკლე ხელ-ფეხი, მიდრეკილია სიმსუქნისკენ, თეთრი კანი, მუქი თმები, დიდი ცისფერი წყლიანი თვალები,
ხასიათი:
მეოცნებე, ფანტაზიორი, აქვს შემოქმედებითი და გამოგონების ნიჭი, ხელოვანია, აქვს იუმორის დახვეწული უნარი, მაგრამ ეხერხება ტყუილიც. მიდრეკილია რელიგიისადმი და მისტიკისადმი.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები:
ხელისგულები, ტერფი, ფეხის თითები, ლიმფური და ენდოკრინოლოგიური სისტემა, სისხლის პლაზმა, ფსიქიკა.

GeoAstro.Ge
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

კვირის რომელ დღეს დაიბადეთ და რას მოასწავებს ის პარტნიორულ ურთიერთობაში

Guide to cats and kittens