ზოდიაქოს წრე იყოფა ოთხ ნაწილად, რომელშიც სამ-სამი ნიშანი შედის.თითოეული კვადრატი ადამიანის ცხოვრების განვითრების ფაზების შესახებ შეიცავს ინფორმაციას: ბავშვობა, ახალგაზრდობა, ზრდასრული ასაკი და სიბერე. ჩვენი კარმული ცხოვრების ოთხი ფაზა თავის თავში ატრებს გარკვეუილი სახის ხასიათს და ქმნიან შესაბამის პროგრამას.
პირველი კვადრატი (ვერძი, კურო, ტყუპები)- ბავშვობა 21 წლამდე, შეესაბამება მამაკაცურ საწყისს (იან) და ცეცხლის სტიქიას. თუ ის გამოკვეთილია ნატალურ რუკაში, მაშინ ადამინმა უნდა გამოიმუშაოს ცხოვრების ძირითადი პროგრამები, თორემ დაკარგავს ცხოვრებსი შეცნობის არსს და მთელი ცხოვრებას გაატარებს „ბავშვურად“ – რაც ძირითადი მიზეზია ადამიანი კომპლექსებისა. ასეთი ადამიანის თავიდან გაზრდა უფრო დიდ ასაკში ფაქტიურად რთული იქნება. შესაძლებელია ინფანტელიზმი. ამიტომ აუცილებელია, თუ თქვენს პატარას აასეთი რუქა აქვს, პატარა ასაკიდანვე მისცეთ განვითარების სწორი მიმართულებები, რადგან მომავალში ეს ფაქტიურად შეუძლებელი იქნება.
მეორე კვადრატი (კირცხიბი, ლომი, ქალწული) – ახალგაზრდობა 42 წლამდე, შეესაბამება ქალურ საწყისს (ინ) და წყლის სტიქიას. ეს პერიოდი არის ძალის პირველი მოსინჯვა, შემოქმედებითი ზრდა, სწავლა, მაქსიმალური ფიზიკური განვითარება, საკუთარი მე-ს დამკვიდრება, გრძნობების მართვა.
კირჩხიბი- საკუთარი სახლის, ოჯახის, საცხოვრებელის შექმნა. სულიერი აღზრდა.
ლომი- სიამაყე, შემოქმედებიტად გახსნა.
ქალწული – პასუხისმგებლობა, მოთბინება, სამსახური.
მეორე კვადრატურაში აქცენტირებული და გამოკვეთილია შედეგი თემები: ადამიანმა ისწავლოს, დაეუფლოს შეოქმედებით უნარ-ჩვევებს, პროფესიას. ასეთი რუქის მქონე ადამიანისთვის აუცილებელია ცხოვრებაში ყავდეს მასწავლებელი და წინამძღოლი, რომელიც მაგალითი იქნება მისთვის. თუ მათი რეალიზაცია ახალგაზრდობაში არ მოხდა, არის ალბათობა რომ ისინი ჩამოყალიბდნენ ფსიქოლოგიურად არაზრდასრულ პიროვნებებად, შეექმნათ მცადრი წამორმოდგენები ცხოვრებეზე, გაუჩნდეთ ზედმეტი სიამაყე, თვითგანდიდება, ეგიცენტრიზმი და მისწრაფება დომინანტობისაკენ. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ ცხოვრებაში მასწავლებელს და წინამძროლს.
მესამე კვადრატი (სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი) – ზრდასრული ასაკი 63 წლამდე. შეესაბამება მამაკაცურ საწყისს(იან) და ჰაერის სტიქიას.
ეს არის გაწონასწორულობის, საკუთრი ძალების , და საკუთარი შემოქმდებითი მნიშვნელობის შეცნობის პერიოდი. ეს არისს მაქსიმალურად ნაყოფიერი პერიოდი, როც ადამიანი დამოუკიდებელია, როცა მასზე არავინ არ ახდენს გავლენას, მაგრამ ამავდროულად შეინიშნება კონსერვატიზმიც. ადამიანი იმკის საკუთარი საქმიანობის ნაყოფს რასაც მთელი ცხოვრება აგროვებდა.
სასწორი- ზომები,შეფასება, სამართლიანობა
მორიელი- ვნებებზე გამარჯვება, სექსუალური ენერგიის სუბლიმაცია.
მშვილდოსანი-მისწრაფება,ახალი ძალების მოპოვება იდეის გამარჯვებისთვის
ამ ადამიანების ბავშვობა და ახლაგაზრდობა ნაკლებად მნიშვნელოვანია. ადრევ უჩნდებათ საღი აზრი და უყალიბდებათ სისტემა.მათთვის აუცილებელია ადრეული ასაკიდანვე ჩამოაყალიბონ საკუთარი ფასეულობების სისტემა, თორემ დიდია ალბათობა ქედმაღლობის და სხვების სწავლების სურვილი ასევე მესაკუთრეობის. ამ კვადრატის ბავშვები ზრდასრულობის კომპლექსით იბადებიან.
მეოთხე კავდრატი (თხის რქა, მერწყული,თევზი) – სიბერე 63 წლის შემდეგ. შეესაბამება ქალურ საწყის (ინ) მიწის სტიქიას
ეს არის შედეგების გაანალიზების, გაანალიზების, შინაგანი გაცნობიერების, სიბრძნის, ცნობიერის ახალ ეტაპზე გადასვლის და სიკვდილისთვის მომზადების პერიოდი.
ამ კვადრატის ადამიანები გარკვეული ცოდნით და სიბრძნით იბადებიან.
თხის რქა – მწვერვალების მიღწევა, მიზანდასახულობა
მერწყული -ორი ჭურჭელი : სიკეთის და ბოროტების. საბოლოო არჩევანი
თევზები – მისტიური თვითშეცნობა.
ცუდ შემთხვევაში – მეოთხე კვადრატის ადამინები შეიძლება იყვნენ, მიზანტროპულები,მელანქოლიურები, სამყაროსგან გარიყულები და სიკვდილის შიშით შეპყრობილები.
უკეთეს შემტხვევაში, მაქსიმალურად გახსნილობა სიბერეში (კარგად გამოხატული საღი აზრი) მათი მთელი ცხოვრების შედეგების შეჯამება. დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მშობლებს. მნიშვნელოვანი ზეწოლა არ მოვახდინოთ ესეთ ბავშვებზე და ავღზარდოთ სიბრძნისეული ცოდნით.
ყველაზე ადვილი აღსაზრდელები პირველი და მეორე კვადრატის ბავშვები არიან, შედარებით რთული მესამე და მეოთხე . ცუდი შემთხვევაა,როცა მშობლები როდესაც პირველ და მეორე კვადრატს მიეკუთნებიან ხოლო ბავშები მესამეს და მეოთხეს.
скачать dle 11.3