» » ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით
ასტროპროგნოზი / ასტროლოგია

ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით

ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით მთელი ნოემბრის განმავლობაში იმოქმედებს ქირონისა და პლუტონის დადებითი ასპექტი.
ჩვენი ამბიციების რეალიზაცია მოხდება პარტნიორების ინტერესის გათვალისწინებით. არსებობს ალბათობა სასარგებლო კონტაქტების და კავშირების დამყარებისთვის. წარმატებული იქნება სამეცნიერო კვლევებიც.
მთავარი ასპექტები:
1-დან 11 ნოემბრამდე მოქმედებს სატურნი – პროზერპინას შეერთება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ეს ასპექტი არის ნგრევისა და სისტემების ტრანსფორმაციის მანიშნებელი. ეს ასევე ეხება თითოეულ ინდივიდსაც. სამყარო მიგვითითებს, რომ კარმული მოვალეობები შევასრულოთ, რაც დასანგრევია დაინგრევა. გამოავლინეთ მოთმინება და მიზანდასახულობა, პედანტობა და თანმიმდევრულობა. აკონტროლეთ თქვენი ნება, ეგო და შეძლებისდაგვარად, შეეცადეთ საკუთარი ხასიათის შეცვლა სიტუაციის შესაბამისად. ეს ასპექტი შეიძლება გამოიხატოს მთელ რიგ დაავადებებში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რეპროდუქციულ და შარდ-სასქესო სისტემის ორგანოებს. არსებობს მუცლის მოშლის ალბათობაც.
1-დან 14 ნოემბრამდე გაგრძელდება მინორული, თუმცა ჰარმონიული ასპექტი ურანსა და ქირონს შორის. გაიზრდება ახალი მეგობრული კავშირების, ასევე ორიგინალური ინფორმაციის მიღების ალბათობა. ასპექტი გვიქადის ახალ აღმოჩენებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში.
1-დან 16 ნოემბრამდე აქტიურ ფაზაში შევა პლუტონისა და ურანის დამანგრეველი ასპექტი (კვადრატურა). ესაა რევოლუციების, ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურების და ბუნებრივი კატასტროფების პერიოდი. იზრდება ვულკანების აქტივობის, მიწისძვრების და რადიაქტიული თუ ავიაკატასტროფების რიცხვი.
26-დან 30 ნოემბრამდე რეტროგრადული იუპიტერი (უკუმავალი) ისევ შეუერთდება ლილიტს.
ნუ გექნებათ სამართლიანობის იმედი სასამართლო პროცესებზე. იზრდება იდეოლოგიური ხასიათის ცდუნებების ალბათობა. სამართლებრივი აქტები არ იქნება საზოგადოების განვითარების სასარგებლოდ მიღებული. დაიძაბება ურთიერთობა საერთაშორისო პოლიტიკაში. არ აჰყვეთ ცდუნებებს, ეცადეთ არ გადაუხვიოთ სამართლებრივი გზიდან.
22 ნოემბრამდე მზე იქნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში.
_____________________________________________________________
1 ნოემბერი
სასიკეთო დღეა პირადი ამბიციების რეალიზაციისთვის, გამოიყენეთ თქვენი ენთუზიაზმი და ენერგია კონსტრუქციულ ფარგლებში. არ დარჩეთ უმოქმედოდ. წარმატება ელოდება თამამ და გამბედავ ადამიანებს.
დღეს მთვარის 28ე დღე იწყება საღამოს 5 საათიდან, კლებადი მთვარე სასწორშია.
თმის შეჭრა- კარგი დღეა თმის შესჭრელად.
სიზმრები - რადგან პარასკევია, უფრო სასიყვარულო სიზმრები ახდება.
სექსი - ეს დღე სინაზის დღეა. სექსიც შესაბამისად რომანტიული და ნაზი უნდა იყოს, სულიერება უნდა ედოს საფუძბლად. სულ მცირე აგრესია, უტაქტობა და უხეშობაც კი დაუშვებელია.
მინერალური ქვები: ამ დღეს კარგია ატაროთ აქვამარინი, ამეთვისტო, ჟადეიტი, რძისფერი ოპალი, ქრიზოლიტი, ქრიზოპრაზი.
___________________________________________________________
2 ნოემბერი
მერკური უერთდება მზეს. ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ თქვენს საუბარსა და აზრებს. იყავით კონსტრუქციულები, რადგან სწორედ ეს მომენტი იქონიებს ყველაზე დიდ და შეიძლება ითქვას, მაგიურ ძალას. გამოიყენეთ დიპლომატია, რათა მიაღწიოთ კონსესუსს კონფლიქტების გადაჭრის დროს.
დღეს მთვარის 29ე დღე იწყება დილის 6 საათიდან (03.11.13/ დაახლოებით დილის 7სთ-მდე), კლებადი მთვარე სასწორშია დაახლოებით საღამოს 10:30მდე.
თმის შეჭრა- კარგია თუ თმის შეჭრას დაბნელებამდე მოასწრებთ.
სიზმრები - რადგან შაბათია, უფრო დილის სიზმრები ახდება.
სექსი -სასურველია თავი შეიკავოთ ნებისმიერი სახის სექსისგან. რადგან ინტიმურ ურთიერთობებს უფრო წყენა და პრბლემები მოყვება, ვიდრე სიამოვნება.
მინერალური ქვები: ამ დღეს კარგია ატაროთ შავი მარგალიტი, "ზმეევიკი", ობსიდიანი, თეთრი ოპალი, ფერადი იასპი.
_____________________________________________________________
3 ნოემბერი
მერკურის შეერთება აღმავალ კვანძთან. გექნებათ საშუალება შეიტყოთ ექსკლუზიური საიდუმლო ინფორმაცია, გაამყაროთ კავშირები და ნაცნობობა, ასევე ნახოთ წინასწარმეტყველური სიზმრები. ყველა შეხვედრა და ინფორმაცია თქვენს ბედისწერაზე მეტ-ნაკლებად იმოქმედებს. ამას მიუთითებს მზის დაბნელებაც და აქტიურდება მერკურის, ანუ ინფორმაციის მიღება-გაცემის მომენტი.
დღეს მთვარის 30ე დღე იწყება დილის 7:20 საათიდან და დაახლოებით საღამოს 5 საათამდე გაგრძლედება, შედეგ კი მთვარის 1-ლი დღე იწყება. მთვარე მორიელშია.
თმის შეჭრა- კატეგორიულად აკრძალულია თმის შეჭრა.
სიზმრები - ახდება სიზმარი რომლებიც ეხება , გართობას , დასვენებას, სასიკეთო მოვლენებს, დანარჩენი – ნაკლებად.
სექსი -სასურველია შეძლებისდაგვარად თავი შეიკავოთ სექსისგან. ამ პერიოდში ორგანიზმი იმყოფება ე.წ. თვითკორექციის მდგომარეობაში, ამიტომ ნებისმიერი ჩარევა გამოიწვევს თქვენს ბიოკომპიუტერიში სისტემურ შეცდომას. ეს არის ჰორმონების გარდაქმენების და დალაგების პერიოდი, სექსი კი როგორც ცნობილია იწვევს ჰორმონების მოზღვავებას, რომელიც ხელს უშლის ორგანზმს მშვიდად გადაეწყოს ახალ დროის მონაკვეთზე.
მინერალური ქვები: ამ დღეს კარგია ატაროთ შავი ძოწი, თეთრი მარჯანი, მარმარილო, ტურმალინი, მთის ბროლი.


_____________________________________________________________
4 ნოემბერი
გრძელდება გუშინდელი მზის დაბნელების ზემოქმედება, კარგი იქნება თუ იგივე რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ და უფრო მეტ დროს საკუთარ თავს და ანალიზს დაუთმობთ: ნაკლები კომუნიკაცია, ნაკლები გადაწყვეტილებები, ორგანიზმის გაწმენდა და კარგი განწყობის შენარჩუნება, აი რა გევალებათ დღეს: )
დღეს მთვარის 2-ე დღე იწყება დაახლოებით დილის 09:30. მთვარე მორიელშია.
თმის შეჭრა- საუკეთესო დღეა თმებთან დაკავშირებით ნებისმიერი ქმედებისთვის (შეჭრა, დავარცხნა, შეღებვა..)
სიზმრები - ზოგადად ამ დღის სიზმარი არ ხდება, თუ რაიმე განსაკუთრებული ნიშნების მატარებელი არ არის.
სექსი -სექსის დღესასწაულია, ამიტომაც ეს დღე უნდა იყოს სადღესასწაულო, საინტერესი, ორიგინალური. ეს საუკეთესო დროა ახალი სექსუალური გამოცდილების შესაძენად, ახალი მეთოდების და თამაშების გადმოსაპრაქტიკებლას. ეს არის ყველაზე წარმატებული დღე სიახლეების დასანერგად. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების !
მინერალური ქვები: ამ დღეს კარგია ატაროთ ავანტურინი, ფერადი აქატი, აქვამარინი, ლალი, ნეფრიტი (jade), ხალცედონი.

_____________________________________________________________
5-6 ნოემბერი
მზე-სატურნის და პროზერპინას შეერთება. ეს არის მომენტი, რათა გავიაზროთ ჩვენი ბედ-იღბლის ტრანსფორმაციის საჭიროება. უნდა გადახედოთ და განაახლოთ ცხოვრების სტილი. ერიდეთ ჯანმრთელობისთვის სახიფათო სიტუაციებს. მაღალია ტრავმების მიღების ალბათობა. ეს დღეები კარმული ვალების გასტუმრების პერიოდია.
დღეს მთვარის მე-3-ე დღე იწყება 05.11.13 დაახლოებით დილის 09:30. მთვარე მშვილდოსანშია.
მთვარის მე-4-ე დღე იწყება 06.11.13 დაახლოებით დილის 10:30. მთვარე მშვილდოსანშია.
თმის შეჭრა- 2-ვე დღე საუკეთესოა თმის შესაჭრელად. ეს პროცესი დაგეხმარებათ აურის გასუფთავებაში და სხვების ნეგატიური ზემოქმედებისგან (ენერგოვამპირიზმისგანა) თავის დაღწევაში.
სიზმრები - ახდება 10 დღის შემდეგ, ან საერთოდ არ ახდება.
სექსი -
მთვარის მე-3 დღე:
ამ დროს სექსი უნდა იყოს აქტიური და ორიგინალური. კარგია თუ მისით დაკავდებით სადმე უჩვეულო ადგილას, მაგალითად ტყეში, წყალში, მთაში, თვითმფრინავში, მაქანში და ა.შ. ეს თქვენს სასიყავრულო ურთიერთობებს და შეგრძნებებს ახალ რაკუსს და მრავალფეროვნებას შეძენს.
მთვარის მე-4 დღე:
ინტიმურ ურთიერთობებში უნდა იყოთ ძალიან ყურადღებით. ვინც ქორწინებაში არ იმყოფება, მათთვის მნიშვნელოვანია ამ დღეს არ დაუშვან შემთვევითი ან უასიყვარულო სექუალური კავშირები. ხოლო მეუღლეებისთვის რეკომენდირებულია „მოსადუნებელი“ სექსი
მინერალური ქვები: ამ დღეებში კარგია ატაროთ ვანტურინი, აქატი, აქვამარინი, ნეფრიტი, მარჯანი, ლალი, ხალცედონი, წითელი სარდენი.

_____________________________________________________________
7 ნოემბერი
მზის შეერთება სატურნთან. იზრდება გადაუჭრელი და მოუგვარებელი პრობლემების ალბათობა საქმიან სფეროში, ასევე დეპრესიული მდგომარეობა, აპათია, ზოგადი სისუსტე, ფიზiკური ძალების უქონლობა. უნდა ერიდოთ ტრავმულ სიტუაციებს. მოიმატებს ქრონიკული დაავადებების გამწვავების ტენდენციები. მოახდინეთ თქვენს თავში ოპტიმიზმის კულტივაცია! გააძლიერეთ თქვენი ნება!
დღეს მთვარის მე-5-ე დღე იწყება დაახლოებით დღისით 11:30. მთვარე თხის რქაშია.
თმის შეჭრა- ეს გასუფთავების და განახლების დღეა, ამიტომ თამამად შეგიძლიათ თმის შეჭრა.
სიზმრები - თითქმის ყველა სიმზარი ხდება.
სექსი -მეხუთე დღის სექსი ეს ერთგვარი სამკურნალო თერაპიაა ან უფრო ალქიმიური პროცესი. დაგროვილი ენერგია, სტრესი, ავადმოყოფობის სიმპტომები და კიდევ უამრავი ნეგატიური ფაქტორი ტრანსფორმირდება სუფთა ენერგიად და ადამიანებს ავსებს სიხარულით და სიყვარულით. პოზებიც შესაბამისად მარტივი და მოსახერხებელი უნდა იყოს ორივე პარტნიორისთვის. ექსტრავაგნატული პოზიციების და აკრობატიკული მოძრაობებისგან სასურველია თავი შეიკავოთ., რადგან ამ დროს ადამიანის ენერგეტიკულ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება და ხელის შეშლა არ ღირს
მინერალური ქვები: ამ დღეებში კარგია ატაროთ მარმარილო, ვარდისფერი ხალცედონი, როდონიტი, ქარვა, ფირუზი.
_____________________________________________________________
8 ნოემბერი
ისევ მზის შეერთება სატურნთან. ისევ იზრდება გადაუჭრელი პრობლემების ალბათობა საქმიან სფეროში.სამაგიერიდ.გამონაკლისი დღეებია (რომელიც კიდევ 3 დღე გაგრძელდება) შემოქმედების და ინფორმაციის ათვისების მხრივ. ინტუიცია და სულისკვეთება მოწოდების სიმაღლეზეა. შეიძლება ნახოთ წინასწარმეტყველური სიზმრებიც. წარმატებული პერიოდია ხელოვნების, ლიტერატურის, მუსიკისა და პოეზიის სფეროებში. თვალშისაცემი იქნება რომანტიკული განწყობის მოზღვავება.
დღეს მთვარის მე-6-ე დღე იწყება დაახლოებით დღისით 12:30. მთვარე თხის რქაშია.
თმის შეჭრა- თუ გსურთ კარდილანურად შეიცვალოთ იმიჯი, დღეს სწორედ ის დღეა, თმა რომ უნდა შეიჭრათ.
სიზმრები -დიდი ალბათობით წინასწარმეტყველური სიზმრები იქნება, ასევე ყველა სასიყვარულო სიზმარი ახდება.
სექსი -მეექვსე დღის სექსი უნდა იყოს მშვიდი და ნაზი. თუ ერთერთი პარტნიორი მაინც გაღიზიანებულია ან უბრალოდ კუნთების დაჭიმულობას გრძნობს, მაშინ უკეთესი იქნება საერთოდ თავი შეიკავოთ სექსისგან, რადგან პირიქით უფრო მეტ დაძაბულობას და გაღიზიანებას გამოიწვევს და არ იქნება სამკურნალო თერაპია ( როგორც მაგალთად მთვარის 5 დღის დროს).
მინერალური ქვები: ამ დღეებში კარგია ატაროთ ფირუზი. ვარდიფერი კვარცი, ლაზურიტი, ციტრინი, გიანციტი.

_____________________________________________________________
9 ნოემბერი
ნელ-ნელა იკლებს სატურნის ზემოქმედება და აქტიურდება ლილითი ტრანზიტი:ჰარმონიული ასპექტი მზესა და ლილითს შორის, რაც ზრდის ეშმაკობისა და ავანტურული გზით, ასევე ნეგატიური და მაგიური ზეგავლენით ფულის შოვნის ალბათობას. ნუ ეცდებით საკითხები ჩხუბითa და კონფლიqტით გადაჭრათ. შეიძლება გააქტიურდნენ კრიმინალური ძალები..
დღეს მთვარის მე-7-ე დღე იწყება დაახლოებით დღისით 13:00. მთვარე მერწულშია.
თმის შეჭრა- საუკეთესო დღეა თმის შესაჭრელად.
სიზმრები -ისევ წინასწარმეტყველურია და ახდება.
სექსი -კარგია ამ დღეს ნელი (ხანგრძლივი) სექსი – ხანგრძლივი სასიყვარულო პრელუდიით, სხვადასხვა სასიყვარულო თამაშებით, ალერსით, უცნაური კომპლიმენტებით და ლექსების კითვითაც კი, რათქმაუნდა სასიყვარულო ლექსების. პორნოგრაფიული).
მთავრი კი – მეტი სასიყვარულო სიტყვებია. გახსოვდეთ, რომ მთვარის მეშვიდე დღეს ყველა სიტყვა გარკვეული დროის მერე მატერიალურდება და რეალური ხდება. ამიტომ თუ თქვენ პარტნოირს ეტყვით, რომ ის საუკეთესო, სექსუალური და კარგია, ის მართლაც ასეთი გახდება.
მინერალური ქვები: ამ დღეებში კარგია ატაროთ საფირი, თეთრი მარჯანი, საფირონი, ჰელიოტროპი, ობსიდიანი.

_____________________________________________________________
10 ნოემბერი
ეს არის პოზიტიური პერიოდის დასაწყისი ძველი გეგმების განხორციელებისთვის, რომელიც 3 დღე გაგრძელდება. სწორად მიმართული ქმედება და ნების კონცენტრაცია მოგცემენ საჭირო ენერგიას, რათა გადალახოთ რთული ბარიერები. გამოიყენეთ ინტუიცია და ასევე სიზმრიდან მოწოდებული მინიშნებები. დაეყრდენით თქვენს გრძნობებს ფინანსურ საკითხებშიც.
დღეს მთვარის მე-8-ე დღე იწყება დაახლოებით დღისით 14:00. მთვარე მერწულშია.
თმის შეჭრა- არ შეიჭრათ თმა, მიუხედავდ იმისა,რომ კვირა დღე კარგია სალონისთვის. თმასთან ერთდ შეიძლება ბედნიერებაც "მოიჭრათ".
სიზმრები -ისევ წინასწარმეტყველურია და ახდება.
სექსი -საჭიროა სიფრთხილე სასიყვარულო და ინტიმურ ურთიერთობებში. საუკეთესო შედეგი გექნებათ დროს მთლინად „თეორიაში“ თუ დახარჯავთ და პრაქტიკას მომავლისთვის გადადებთ, რაც არ უნდა დიდი სურვლი გქონდეთ ფიზიკური სიახლოვის.
მინერალური ქვები: ამ დღეებში კარგია ატაროთ წითელი ჰიანციტი , მარმარილო, ოლივინი, ჰრიზოლიტი, იასპი, მორიონი.

_____________________________________________________________
11 ნოემბერი
სასიკეთო დღეებია ასევე შემოქმედებითი საქმიანობისთვის, შორეული მოგზაურობებისთვის, ინტელექტუალური და სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობისთვის. მაღალია წარმატების მიღწევის ალბათობა მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში.
დღეს მთვარის მე-9-ე დღე იწყება დაახლოებით დღისით 14:20. მთვარე თევზებშია.
თმის შეჭრა- დღეიდან, მომდევნო 3 დღე მაქსიმალურად შეეცადეთ თმებს არ შეეხოთ, განსაკუთრებით ვისაც უკვე დაზიენბული თმა აქვს (დიდია ალბათობ ჭარბთმიანობის განვითარების).
სიზმრები -ისევ წინასწარმეტყველურია და ახდება.
სექსი -ამ დღეს რეკომენირებულია სექსიგან თავის შეკავება! ქალებისთვის კი მეტი სიფრთხილეა საჭრო, რადგან ძალინ მაღალია სექსუალური ძალადობის ალბათობა, რადგამ მამაკაცები მთვარის მეცხრე დღეს შიანაგანად განსაკუთრებით აგრესიულები არიან და აქვთ განსაკუთრებული სექსუალური სურვილების დაკმაყოფილების ჟინი.
მინერალური ქვები: შავი მარგალიტი, ალექსანდრიტი, მირიონი, რაუხტიპაზი, змеевик

_____________________________________________________________
12 ნოემბერი - მიუდექით ყველა საქმეს შემოქმედებითად და წამრამეტბაც არ დააყოვნებს. დაიხმარეთ ინტუიცია, რათა გადალახოთ რთული ბარიერები. ინტუიცია ისევ და ისევ დაგეხმარებათ ფინანსური საკითხების მოგვარებაშიც.
14 და 15 ნოემბერი - ვენერას ნეგატიური (კვადრატურა) ასპექტი ურანთან. ეცადეთ არ წამოჭრათ ის საკითხები, რომლებმაც შეიძლება gamoiwvios ურთიერთობებიs დანგრევა. დაზოგეთ ფინანსური რესურსი. აზარტულ თამაშებს ჯობს თავი აარიდოთ. ნუ ეცდებით საკუთარი იმიჯით ან სექსუალობით საზოგადოება შოკში ჩააგდოთ.
17 და 18 ნოემბერი - თეთრი მთვარისა და მზის შეერთება. წარმატებას მიაღწევთ თუ საკითხს შემოქმედებითად მიუდგებით. სირთულეების გადალახვაში მფარველი ანგელოზი დაგეხმარებათ. ამ დროს ადამიანი მკაფიოდ ხედავს იმას, თუ რისკენ უნდა ისწრაფოდეს. ეს ეხება სულიერ ასპექტსაც. არის ალბათობა ბედისგან მიიღოთ საჩუქრები (შეიძლება მატერიალურიც), თუკი თქვენ ეს დაიმსახურეთ.
17 დან 19 ნოემბრამდე - სასიკეთო პერიოდია ბიზნეს-გეგმების რეალიზაციისთვის, შორეული მოგზაურობებისa და ტაქტიკური სვლებისთვის. არის წარმატების მიღწევის ალბათობა პირად ცხოვრებასა და მეცნიერულ სფეროებში.


_____________________________________________________________
22 ნოემბერი
მზე გადადის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. ეს არის ყველაზე ცნობისმოყვარე, ავანტურისტი, ოპტიმისტი და მოსიყვარულე ნიშანი.
დღეს მთვარის მე-19-ე დღეა დაახლოებით საღამოს 22:00. მთვარე კირჩხობშია.
თმის შეჭრა- პარასკევი, კლებადი მთვარე - მარტო კვირის დღე იძლევა თმის შეჭრის წარმატებულობის გარანტიას, დანარჩენიყველა პირობა უარყოფითია.
სიზმრები - სასიყავრულო თემებზე ახდება.
სექსი - სღამოს 10 საათამდე, არანარი სექსი!!! არც მასაჟი, მაქსიმუმ ესაა აბაზანა (ყოველგვარი დანამატების გარეშე). მაქსიმალურად შეეცადეთ დაისვენოთ, რადგან დღევანდელი სექსი დიდი ალბათობით შეიძლება გადაიზარდოს ძალადობაში, რაც არ უნდა საყვარელ ადამიანთან იყოთ. ეს სექსუალური მანიაკების ქმედებების გააქტიურების დღეა.
მინერალური ქვები: ამ დღეს კარგია ატაროთ გაგატი, ჰემატოტი, მწვანე ძოწი, ლაბრადორი, მორიონი, ოლივინი, წითელი ონიქსი, ხრიზოლიტი

_____________________________________________________________
23 ნოემბერი
ჰარმონიული ასპექტი ვენერასა და სატურნს შორის ზrდის წარმატების შანსებს ფინანსურ სფეროში, იზრდება ფინანსურi სტაბილურობის ტენდენციების ალბათობა. ეს ეხება პარტნიორულ და რომანტიkულ ურთიერთობებსაც. შეიძლება მოხდეს ძველი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენაც. ეს პერიოდი მომდევნო 3 დღე გაგრძელდება.
დღეს მთვარის მე-20-ე დღეა დაახლოებით საღამოს 23:00 სთ-მდე. მთვარე ლომშია.
თმის შეჭრა- კარგი დღეა თმის შესაჭრელად, უბრალოდ სხვა პროცედურებისგან (მაგ. თმაზე ქიმიური ზემოქმედება) თავი შეიკავეთ.
სიზმრები - ამ ღამის სიზმარი შეგიძლიათ მინიშნებად მიიღოთ, თუ რადენად სწორად უკეთებთ საკუთარ შემოქმედებით ენერგიას რელიზაციას. სხვა დანარჩენ შემთხვევებში სზმირები თითმის არ ხდება.
სექსი - ამ დღეს არ არის აუცილებელი სიახლეების შეტანა, ყველაფერი ისევე უნდა დარჩეს როგორც ადრე. საკმარისი იქნება უბრალოდ ხარისხიანი სექსიც. უბრალოდ მთავრია ოროვე პრატნიორი კომფორტულად გრძნობდეს თავს. არ გინდთ ეგზოტიკა, დღეს ძველ და კარგად აპრობირებულ მეთოდებს მიმართეთ. საღამოს 11 საათის შემდეგ კი, სექსი უნდ აიყოს აქტიური, ენერგიული, შემოქმედებითო, აღსავსე ახალი იდეებით, მეთოდებით და პოზებით..
მინერალური ქვები: ამ დღეს კარგია ატაროთ მთის ბროლი, წითელი იასპი.
_____________________________________________________________
24 ნოემბერი
24 ნოემბერიდან თვის ბოლომდე მზე-ურანის ტრინი იქნება. ეს ასპექტი აძლიერებს ინდივიდუალიზმს და ორიგინალურობას, მოთხოვნილებას იყოთ თავისუფალი და დამოუკიდებლი. გამოიყენეთ ეს პერიოდი წინსვლისთვის, მწვრვალების დასაპყრობად, საკუთარი პიროვნებისთვის საზღვრების გასაფართოვებლად.
მთვარის 21-ე დღე დაახლოებით ღამის 12 საათამდე გაგრძელდება. მთვარე ლომშია.
თმის შეჭრა- ნებისმიერი პროცედურეა თმებთან დაკავშრებით კატეგორიულად არ შეიძლება!
სიზმრები - სიზმრებთან ყურადღებით, ყველა კითხვის პასუხზე მინიშნება აუცილებლად იქნება ამ ღამის სიზმარში.
სექსი - საუკეთესო ვარიანტია აქტიური სექსი.
მინერალური ქვები: ამ დღეს კარგია ატაროთ ავანტურინი, ალექსანდრიტი, ობსიდიანი, პირიტი , ცირკონი

_____________________________________________________________
25 ნოემბერი
მზე გააკეთებს დისჰარმონიულ ასპექტს პლანეტა ნეპტუნთან, რაც გაზრდის ძილიანობის, გონებაგაფანტულობის, თავის მოტყუებისა და რეალობის არაადექვატურად აღქმის ალბათობას. შეიძლება მოგატყუონ. ჯანმრთელობის მხრივ კი იზრდება მოწამვლის რისკი. დამაწყნარებელმა პრეპარატებმა და ალკოჰოლმა შეიძლება ორგანიზმზე რთულად პროგნოზირებადი ზეგავლენა იქონიოს. მოახდინეთ ყურადღების კონცენტრაცია. მერკურის შეერთება სატურნთან: იზრდება კონფლიქტებისა და ტრამვების მირების ალბათობა. სასიკეთო პერიოდია გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვისთვის. ურთიერთობებში სირთულეების გადალახვა შემდგომში სასიკეთო შედეგებს გამოიღებენ.
მთვარის 22-ე დღე. მთვარე ლომშია, ხოლო დღის 4 საათიდან ქალწულში გადადის.
თმის შეჭრა- საუკეთესო პერიოდი თმებთნ დაკავშირებული პრობლემების მოსგვარებლად, თმის მკურნალობის და გაჯანსაღების დასაწყებად.
სიზმრები - საუკეთესო დღეა სიზმრებიდან ინფორმაციის მისაღებად. განეწყვეთ დაძინებამდე, დასვით კითხვები და მიიღეთ პასუხები, ამავ დროულად გაღვიძებისთანავე არ დაგავიწყდეთ შეძლებისდაგვარდ ჩაიწეროთ სიზმარი.
სექსი - სექსი აუცილებლად უნდა დასრულდეს ნოყიერი და სადღესასწაულო ვახშამით. აი სექსამდე ჭამა კი რეკომენდირებულიარ არის.
მინერალური ქვები: ამ დღეს კარგია ატაროთ ცისფერი აქატი, ლურჯი საფირონი, ცისფერი ნეფრიტი, წითელი ქარვა, ლურჯი იასპი.

_____________________________________________________________
26 ნოემბერი
ვენერა 2 დღე იქნება ოპოზიციურ ასპექტში შავ მთვარესთან. ეს ასპექტი ბევრ ადამიანში სექსუალურობის მოთხოვნის მოზღვავებას გამოიწვევს. შეეცადეთ თავი შეიკავოთ და აკონტროლოთ თქვენი მხურვალე ვნებები, რათა საზოგადოებში არ დაარღვიოთ ქცევის კულტურა. ერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს. ეცადეთ არ იკამათოთ ფულის გამო.
მთვარის 23-ე დღე. მთვარე ქალწულშია.
თმის შეჭრა- საუკეთესო პერიოდი თმებთნ დაკავშირებული პრობლემების მოსგვარებლად, თმის მკურნალობის და გაჯანსაღების დასაწყებად.
სიზმრები - დეჟავუ. სიზმრები ხდება საპირისპიროდ. სოციალურ თემებზე სიზმრები მიგანიშნებთ იმ სფერობს, სადაც თვენ თქვენს თავს ვერ იღებთ ისეთ, როგორიც ხართ.
სექსი - სექსუალური ურთიერთობისგან სასურველია დღეს თავი შეიკავოთ, მით უფრო რომ ამ დღეს როგორც ქალის, ისე კაცის სასქესო ორგანოები მეტად სუსტდება. სექსი მისი ნებისმიერი გამოვლინებით უკუმაშედეგს მოგცემთ. დაკავდით რაიმე სხვა საქით. ქალებისთვის ამ დღეს მატულობს სექსუალური ძალადობის ალბათობა, ხოლო მამაკაცებისთვის კი ოჯახური ღალატის ალბათობა მაქსიმუმადე ადის. ასე რომ თუ თქვენს თავში დარწმუნებული არ ხართ ჯობია ეს სარამო სახლში გაატაროთ.
მინერალური ქვები: ამ დღეს კარგია ატაროთ змеевик, მწვანე კროკოდილიტი, შავი ნეფრიტი, სარდერი, რაუხტოპაზი.

_____________________________________________________________
27 ნოემბერი
სასიკეთო პერიოდია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის, მოგზაურობისთვის, საყიდლებისთვის. წარმატების შანსები დიდია კომერციულ საქმიანობაში, ასევე ლიტერატურულ და შემოქმედებით სფეროებში. ეცადეთ სწორად გადაანაწილოთ ფინანსები. ძალიან არ გადატვირთოთ კუჭი.
მთვარის 24-ე დღე. მთვარე ქალწულშია.
თმის შეჭრა- საუკეთესო პერიოდი თმებთნ დაკავშირებული პრობლემების მოსგვარებლად, თმის მკურნალობის და გაჯანსაღების დასაწყებად.
სიზმრები - დღევანდელი დღე მრავალფეროვანია ამ მხრივ. სიზმრები შეიძება იყოს, როგორც არაფრის მთქმელი, ისე ნიშნებით სავსე, რომლებიც მიგითითებენ როგორ შეცვალოთ ცხორებისეული მიმართულბა და როგორ აირჩიოთ სწორი გზა. ამიტომ ძილის წინ განეწყვეთ, რათა სიზმრები არ იყოს უმიზნო.
სექსი - კარგი დღეა სექსუალური ურთიერთობებისათვის, არც მისი რაოდენობაა შეზღუდული. ეს განაყოფიერების და გამრავლების დღეა. ასევე ამ დღის კარგი და ხანგრძლივი სექსი ორგანიზმისთვის და ჯამრთელობისთვის პროფილაკტიკაა. ამ დღის სექსს აქვს განმაკურნებელი ეფექტი.
მინერალური ქვები: ამ დღეს კარგია ატაროთ მალახიტი, მარიონი, ცისფერი ნეფრიტი, ონიქსი, შავი იასპი, ჰაეროვანი ობსიდიანი.

_____________________________________________________________
28 ნოემბერი
მზე იმყოფება ჰარმონიულ ასპექტში პლანeტა ურანთან. სასიკეთო პერიოდია საქველმოქმედო საქმიანობისთვის, მეგობრული შეხვედრებისთვის, სოციალური აქტივობისა და სამეცნიერო თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ეს არის სენსაციური და ორიგინალური სამეცნიერო იდეების პერიოდი.
მთვარის 25-ე დღე. მთვარე სასწორშია.
თმის შეჭრა- კარგია, რადგან შეჭრის შემდეგ თმებს ბუნებრივი სილამაზე დაუბრუნდება.
სიზმრები - მიუხედავ იმისა, რომ სიზმრები მკაფიო და დასამახსოვრებელი იქნება, მათი გაშიფრვისას მაინც ინტუიციას მიენდეთ, რათა სწორ შედეგებამდე მიხივიდეთ. თუ რაიმე ცუდი დაგესიზმრათ დილით სიზმარი წყალს გაატანეთ ან ლოცვა წაიკითხეთ.
სექსი - ამ დღის სექსი უნდა იყოს აუჩქარებელი. აუცილებელია შეარჩიოთ ისეთი პოზები, რომლებიც ზედმეტ ძალისხმევას არ ითხოვენ. დღეს კარგია სექსი წყალში, მაგალითად ტბაზე ან უბრალოდ აბაზანაში. კარგი იქნება სექსის წინა ცოტა წითელი ღვინოც. ერთადერთი აკრძალვა ამ დღისთვის: ადამინებს, რომლებსაც აწუხებს შარდსასქესო დაავადებები, სასტიკად ეკრძალებთ დაკავდნენ სექსით, რადგან არის ალბათობა რომ გამწვავდეს დაავადებები.
მინერალური ქვები: ამ დღეს კარგია ატაროთ კატის თვალი, ცისფერი ან ლურჯი შევარდენის თვალი, ჟღალი ვეფხვის თვალი, ნებისმიერი კვარცი.

_____________________________________________________________
29 ნოემბერი
სასიკეთო დღეა ახალი პროექტების წამოსაწყებად, განსაკუთრებული წარმატება კი მათ ელოდება ვისი საქმიანობას შემოქმედებით სფეროს ეხება. ყველაზე გაბედული და თამამი იდეების ჩაინიშნეთ, რადგან თითოეულ მათგანს აქვს შანსი გახდეს თვენი საშვი სრულიად ახალ სამყაროში (ურანი მზის ჰარმონიული ასპექტი).
მთვარის 26-ე დღე იწყება დაახლოებით ღამის 4 საათიდან. მთვარე სასწორშია.
თმის შეჭრა- კარგია, დამატებითი ენერგიის მიღებას გამოიწვევს.
სიზმრები - ამ დღის სიმზრები პიდაპირ მავნე ჩვევებზე და მისწრაფებებზე მიგვითითებენ, თუ თქვენი თავი დიქტატორად იხილეთ, ეს ნიშნავს რომ სწორედ ეს თვისება გიშლით ხელს წარამტების მიღწევაში, ხოლო პირიქით თუ ვინმეს ზედმეტად ემორჩილებით მაშინ აუცილებელია ცოტათი "გაეგოისტდეთ". ამ დღის სიზმრები თქვენ ფარულ მხარეს დაგანახებთ. ზოგადად სასიმოვნო სიზმრები იქნება, განსაკუთრებით კი ფერადი ახდება.
სექსი -ამ დღეს კარგი იქნება თავშეკავება, რადგან იმედების გაცრუვების დიდი ალბათობაა. დღეს, ისე როგორც არასდროს იკრძალება ყველა „მარცხენა“ ურთიერთობები და ზოგადად სექსი უცნობ ადამინებთან. ასევე მაღალაია სექსუალური ძალადობის ალბათობა. ასევე არ შეიძლება ალკოჰოლის მირება, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან შეიძლება არასასურველ ფინალამდე მივიდნენ.
მინერალური ქვები: ამ დღეს კარგია ატაროთ ყვითელი ან ცისფერი ნეფრიტი, მარჯანი, ჟადეიტი, ხრიზოპრაზი.

_____________________________________________________________
30 ნოემბერი
შეეცადეთ ზედეტად არ გადაიტვირთოთ თავი საქმეებით და ვადებულებებით. შაბთი გამოიყენეთ განტვირთვისთვის და დასვენებისთვის. არ მოგერიდოთ „არა“-ს თქმა მეგობრებისთვის და ახლოებლებისთვის. თვენი უარი არავის ზიანს არ მიაყენებს, თუ თქვენ დელიკატურები იქნებით. გაატარეთ ეს დღე მშვიდ და წყნარ გარემოში. საკუთარ თავს „უსაქმურობის“ დღე გამოუცხადეთ : )
მთვარის 27-ე დღე იწყება დაახლოებით ღამის 5 საათიდან. მთვარე მორიელშია.
თმის შეჭრა- ნეიტრალური დღეა, თუ მოახერხებთ უფრო პოზიტიურ დღეს დაელოდეთ.
სიზმრები -ამ დღეს არა მხოლოდ სიზმრები, არამედ „ნიშნებიც" კი ხდება.
სექსი -ამ დღეს მთვარია, რომ სექს საფუძვლად ედოს სულირება და არამატო ფიზიოლოგიური მომენტები. ეს იდეალური დროა ბავშვის ჩასახვისთვის და პირველი სექსისთვის. არ შეიძლება წყალში ან წყალთან ახლოს დაკავდეთ სიყვარულით, რადგან შეიძლება ხელი გამოკრათ ჯამრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და შარდსასქესო სისტემის დაავადებებს.
მინერალური ქვები: ამ დღეს კარგია ატაროთ იასამნისფერი გამჭირვალე ამეთვისტო, ზურმუხტი, ვარდისფერი ან მალინისფერი კვარცი, წითელი კორალი, მალახიტი, ლაზურიტი, რიუხტოპაზი, სელენიტი, ჩაროიტი.скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

რუნები - ისტორია

...

ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი - გადაცემაში „3-დან 5-მდე“ (TV იბერია)

Guide to cats and kittens