» » სატურნი-ნეპტუნის ციკლი, მერწყულის ეპოქის ტენდენციები და პროგნოზი
ასტროპროგნოზი / Slide

სატურნი-ნეპტუნის ციკლი, მერწყულის ეპოქის ტენდენციები და პროგნოზი

2015 წლის კრიზისი, სირთულეები და ყველაფერი ის, რასაც სიტყვა „ფსკერი“ აღნიშნავს, რომელიც მსოფლიოზე და მის ეკონომიკაზე 2008 წლის შემდეგ ახდენს ზეგავლენას, სინამდვილეში არის მხსნელი იდეების, რეფორმების, პროექტების დაბადების დრო და საერთოდ სვლა სრული გაჯანმრთელებისკენ.

აქ მთავარია ის, რომ სოციალური პოლიტიკა ხდება უფრო გულახდილი და, ამავე დროს – მკაცრი. საიდუმლო აღარ არის, რომ ბოლო საუკუნეებში საბანკო სისტემიდან და ფინანსური მაქინაციებიდან შემოსული მოგება სინამდვილეში ეს არის ქურდობა და გამოძალვა. ხოლო სახელმწიფოების სოციალური პოლიტიკა თავისი შემწეობებით, პენსიებით და სადაზღვევო სისტემით წარმოადგენს მხოლოდ მანიპულაციის საშუალებას და მექანიზმს, რათა მოხდეს მოქალაქეების ლოიალობის მოპოვება.

მართვის ასეთი ეშმაკური ფორმა დომინანტური იყო 2000 წლის განმავლობაში, თევზების ეპოქაში. და, რა თქმა უნდა, ეს ამ რადიკალური ნიშნის ბრალი არ არის. აქ წვლილი მიუძღვის ადამიანის ფსიქოლოგიას და ეგოიზმს, რომელიც ირჩევს იმას, რაც მისთვის არის ხელსაყრელი. გარკვეულწილად პრიმიტიული, თუმცა უფრო სამართლიანი გარემო იყო ვერძის ეპოქაში, როდესაც იმპერიები შენდებოდა უბრალო ხმლითა და მამაცობით.

ან კიდევ უფრო ადრე, როცა კუროს ეპოქაში ბატონობდა მიწათმოქმედება და ნატურალური გაცვლა. ახლაც ყველაფერი ისევ სწრაფად იცვლება. საჭესთან აღმოჩნდა მერწყული. ის ისეთი უბრალო არ არის, როგორც ვერძი და, თევზებისგან განსხვავებით, ყველაფერს აკეთებს ხილულად და კოლექტიურ ურთიერთობებთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული კონცეფცია აქვს. ის ძალიან ახლოს დგას სოციალურ ლოზუნგთან – ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს. მის (მერწყულურ) დემოკრატიულ, ანარქიულ ხასიათთან ერთად და სამართლიანობის საკუთარი გაგების გათვალისწინებით, ჩვენ კიდევ არაერთი გარდაქმნა გველის. მაგრამ მთავარი, რაც უნდა გავიგოთ, არის ის, რომ ეს გარდაქმნები გარდაუვალია. ეს არ არის ჩემის სურვილი ან ვარაუდი, ეს არის ის, რაც საჭიროა კაცობრიობისთვის და აუცილებლად მოხდება. ძველებურად ცხოვრება აღარ გამოვა.

ეს ცვლილებები მთელ საზოგადოებას კარდინალურად გარდაქმნის. უბრალოდ საჭიროა, დროულად გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და გადავეწყოთ ახალ „მერწყულურ“ აღქმაზე, რათა თავიდან ავიცილოთ იძულებითი წნეხი. ცვლილებები მიმდინარეობს მიზანსწრაფულად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ათწლეულობით იწელება. თუმცა, საბოლოოდ, სამყარო მნიშვნელოვნად გარდაიქმნება.

სწორედ ახლა, უახლოეს 2 წელიწადში დამუშავდება და დაინერგება ახალი, „მერწყულური“ კონცეფციები.

ზოგიერთ კონცეფციაზე შეგვიძლია ახლაც კი ვიმსჯელოთ, კონკრეტულად კი ფილოსოფიურ და სოციალურ კონცეფციებზე. თუ ტიპური „იუპიტერული“ ფულის კონცეფცია ითვალისწინებს მის ზრდას, მუდმივი გაფართოების აუცილებლობას (ბაზრის, ასორტიმენტის) და პროგრესს, სატურნული ითვალისწინებს ფულს, რომელიც ძველდება და ბერდება. აზრი არ აქვს მის შეგროვებას და, ზოგადად, სიძუნწეს. საბოლოოდ ფული ვერ მოიგებს ფულს. ფულს შოულობს იდეები და არა სპეკულაციები.

სოციალურ სფეროში იწყება კავშირების „ჰორიზონტალურად“ ფორმირება, სოციალური ქსელების, საურთიერთო წრეების შექმნა, რომელიც ნდობაზეა დამყარებული. აქ არ არის იერარქიები, იერარქიული მმართველობა. ძლიერდება არაფორმალური ლიდერების როლი, რომელთა დანიშნულებაა უფრო მეტად სტიმულირება და მიმართულების მიცემა, ვიდრე მართვა. ადამიანის ფასეულობა და გავლენა იზომება იმით, თუ რა შეუძლია მას გასცეს (ფართო მნიშვნელობით). საკითხების უმეტესობა წყდება თვითორგანიზების საშუალებით (მაგალითად, ფლეშ-მობი).

ფილოსოფიური მხარე – ჩამოშორება რელიგიურობისგან და სამყაროს მეცნიერული აღქმისკენ სწრაფვა. ამასთან, მეცნიერული აღქმა ძალიან შორს დგას მატერიალიზმისგან. ენერგო-ინფორმაციული შემადგენელი გათვალისწინებით, ბევრი სასწაული, მათ შორის ბატონობა სივრცეზე, მატერიასა და სხეულზე ყოველდღიური რეალობის ნაწილი ხდება. ხოლო სულიერი სრულყოფილება ან ის, რასაც ადრე „წმინდანობას“ ეძახდნენ – ინდივიდუალურობის და ჯანმრთელობის ორგანიზაციის სრულყოფილ დონე.

ამ ახალი სქემის ორგანიზაციის საფუძველი ჯერ კიდევ 60-იანი წლების შუა პერიოდში ჩაიყარა, ურან-პლუტონის შეერთებაზე. დაახლოებით მაშინ დაიწყო კომპიუტერების, მობილური კავშირის და მართვის ავტომატიზირებული სისტემების კონცეფციის ფორმირება.

2014 წლის ამჟამინდელი კვადრატი ეს არის არსებითი მომენტი ახალი, ურანული ვიბრაციების ჩვენს ცხოვრებაში აქტიური შემოსვლისთვის. ამ შეერთების დინამიკური სულისკვეთება გადმოცემულია ძმებ ტრუგაცკების წიგნში „ორშაბათი იწყება შაბათს“.

ახალი კონცეფციები ყალიბდებოდა 1989 წელს თხის რქის ნიშანში, სატურნის და ნეპტუნის შეერთებაზე. აქ როგორ არ გავიხსენოთ „თევზური“ პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი. ისე ჩანდა, თითქოს ეს იყო ნგრევა და განადგურება, მაგრამ სინამდვილეში ეს უბრალოდ ნეპტუნური იდეების დანერგვის ასეთი მეთოდია.

შემდეგი კვადრატი 2015 წლის ბოლოს არის დროისა და გარემოებების გამანადგურებელი ქმედება, როგორც გამოძახილი არასრულყოფილ ფორმებზე, ადრე დაშვებულ შეცდომებზე. ეს არის ახალ საფეხურზე გადასვლის აუცილებლობის მკაფიო სიგნალი, შინაარსის განახლება. პრაქტიკული თვალსაზრისით – საქმიანობის იძულებითი შეცვლა, შეჩერების აუცილებლობა, გამოცდილების გაღრმავება. ხშირად სწორედ ასეთ ასპექტებზე სრულდება ცხოვრებისეული სცენარები, რომელთაც არ აქვთ ალტერნატივები, გარდაქმნის შესაძლებლობები. გარეგანი გამოვლინება – დისკომფორტის შეგრძნება, კონფლიქტური აღქმა, ძალების და იდეების ფარული წინააღმდეგობანი. ამას ხელს უწყობს ხელ-ფეხშეკრულობა, დათრგუნვა გარემოებებითა და წინააღმდეგობებით.

მაგრამ ეს არის გამოვლინება, ისევე როგორც ავადმყოფობის სიმპტომების გამოვლენა, და სრულიად არ მეტყველებს მიზეზზე. მიზეზი კი იმალება ამ ორი პლანეტის ადრინდელ შეერთებაში.

ეს მოხდა 1989 წელს, თხის რქის მე-11 გრადუსში, მარსის მმართველობის ქვეშ. ამ პერიოდში განვითარდა შესაბამისი მოვლენები, კერძოდ კი, რევოლუციების მთელი ბუკეტი აღმოსავლეთ ევროპაში, ბერლინის კედელის ნგრევა.

რომ შევაფასოთ გლობალური პროცესების მიმართულება, საითკენაც განვითარდა მოვლენები, საკმარისია ეს შეერთება შევადაროთ წინა 1953 წლისას, რომელიც მოხდა სასწორის 22-ე გრადუსში და ჰქონდა მეტწილად დაბალანსებული ხასიათი. ეფექტი სახეზეა, ომიც კი იმ დროს იყო „ცივი“ და უფრო მეტად დიპლომატიური (სასწორის ნიშნის სახიათის თვალნათელი მაგალითი იყო კორეის ომი, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, ორი იდეოლოგიური და პოლიტიკური სისტემის კონკურენცია).

1917 წელს ლომის ნიშანში სატურნის და ნეპტუნის შეერთებას ჰქონდა „იმპერიული“ ხასიათი, რაც გამოვლინდა პიროვნების კულტის შექმნით იმ დროის ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

ამგვარად, შეერთება თხის რქის ნიშანში – ეს, პირველ რიგში, არის შორს მიმავალი მიზნების დასახვა და სწრაფვა მათი რეალიზებისკენ. საკუთარი პოზიციის პრინციპული დაცვა (გრადუსის ინტერპრეტაციიდან გამომდინარე). ამ შემთხვევაში, ამ ციკლის ენერგია მუშაობს მათზე, ვისაც აქვს მიზნები და იდეოლოგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დრო იქცევა ხაფანგად და მთელი თაობებისთვის ქაოსი და უიმედობა დაისადგურებს.

ნათელი კანონზომიერება გამოვლინდა ბოლო წლებში, როცა ცხადი გახდა, რომ ოფიციალურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს (მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციებს) არ აქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა და გზავნილი საზოგადოებისთვის. ამავე დროს, სხვადასხვა მიმართულების არაოფიციალური გაერთიანებები აქტიურად იძენენ პოპულარობას.

ამგვარად, პლანეტების ენერგიები რეალიზაციას აკეთებს მათთვის, ვინც მოახერხა ამ ვიბრაციების აღქმა.

საინტერესოა, რომ შემდეგი მნიშვნელოვანი ასპექტი (სატურნ-ნეპტუნი) ყალიბდება 2019 წლის თებერვლიდან, როცა ურანი მარსთან ერთად გადადის კუროს ნიშანში, რაც გულისხმობს მატერიალურ სფეროში რელიზაციის სასიკეთო შესაძლებლობებს. ეს შეერთება არის რევოლუციური, არეული და ფეთქებადი. 2026 წლის სატურნ-ნეპტუნის შეერთება ხდება ვერძის ღრმად სიმბოლურ პირველ გრადუსზე, რაც მეტყველებს ახალ შინაარსსა და ახალ ავანტურულ ეპოქაზე.

ასე რომ, მოწყენის დრო ნამდვილად არ იქნება, მოვემზადოთ გრძელი თავგადასვლისთვის. სიმშვიდე მხოლოდ დაგვესიზმრება…

მოამზადა
თორნიკე ბიძინაშვილი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

ჯადო და მისგან თავდაცვა (ენერგია, მისი რაობა, ფორმები და მოქმედებები)

Guide to cats and kittens