ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი ანალიზი (ნაწ. 1)

გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი ანალიზი (ნაწ. 1)

გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი ანალიზი (ნაწ. 1)გვინდა შემოგთავაზოთ 20 საუკუნის გამორჩეული მისტიკოსის გიორგი გურჯიევის სწავლების მცირე ანალიზი რომელსაც ამ ეზოთერულ -ფილოსოფიური სისტემით დაინტერესებული მკვლევარი, ნიკოლოზ ჩიხლაძე წარმოგვიდგენს.

ნიკოლოზ ჩიხლაძე: ამ და შემდგომ სტატიებში ვეცდები ჩემეული ანალიზით მოგაწოდოთ გიორგი გურჯიევის სწავლების არსი და მოვახდინო მისი ფილოსოფიური გააზრება , ალბათ გასაგებია რომ რაზეც უამრავი წიგნია დაწერილი და მისი შემქნელის ასი წლის გარდაცვალების შემდეგაც სხვა და სხვა ორგანიზაციები თუ მასწავლებლები კვლავაც აცხადებენ თავს ამ ტრადიციის ერთადერთ და ზუსტ გამაგრძელებლებად, რამოდენიმე სტატიაში არ ამოიწურება , ეს არც არის ჩემი მიზანი, მე ვეცდები ეს საინტერესო და ადამიანის განთავისუფლებისკენ მოწოდებული სწავლება, დაგანახოთ ისე როგორც ამას მე აღვიქვავ და ასევე გავაღვიო ინტერესი რათა თავად დაინტერესდეთ ,,მეოთხე გზის სწავლებით ‘’

მეოთხე ანუ ცბიერის გზა როგორც მას გურჯიევი უწოდებდა , თანამედროვე ენაზე შეიძელბა ,,ხაკერის გზაც’’ ეწოდოს, ეს არის სწავლება რომელიც განსხვავდება ყველა დანარჩენი თვითშემეცნების გზებიდან რომელსაც გურჯიევი ყოფდა ასე :
პირველი, ფაკირის გზა - ანუ ასკეზებით საკუთარ მექანიკურობასთან ბრძოლა და ნებისყოფის გამომუშავება .
მეორე, ბერის გზა - მხოლოდ გულის ანუ სიყვარულის გზით უპირობო გრძნობის კულტივირება სამყაროსადმი
მესამე, იოგინის გზა - ეს არის სწავლულის გზა ანუ მენტალით, ფილოსოფიური მიდგომით და ჭვრეტით სამყაროს შემეცნება
მეოთხე გზა კი თავად გურჯიევის განმარტებით არის - ცბიერის გზა - ეს გზა აერთიანებს სამივე სწავლებას , იღებს მათგან ყველაზე მნიშვნელოვანს და ამატებს სხვა და სხა ტექნიკებს და მიდგომებს რომელიც შესაძლებელს ხდის დეპროგრამირების პროცესი გაცილებით უფრო სწრაფად და ცნობიერად მინდინარეობდეს , ცნობიერად ანუ ადამიანში შინაგანი ემოციური პროცესების და მათი გარეგანი გამოვლინებების ერთი - მე - სადმი ანუ ნებისყოფისადმი დამორჩილება , ეს არის გიორგი გურჯიევის და ზემოთხსენებული მეოთხე გზის მთლიანი არსი , თუმცა დავიწყოთ სულ თავიდან როდესაც გურჯიევი პირველად გამოჩნდა საქართველოში.

ეს მოხდა 1919 წელს, გიორგი გურჯიევმა თბილისში დაარსა მისი პირველი ეზოთერული ცენტრი რომელსაც - ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი - დაარქვა (ბოლოში მიმაგრებული ფოტო ასახავს ამ ინსტიტუტის აფიშას რომელიც გამოიყენებოდა თბილისში სხვა და სხვა ღონისძიებების ჩატარების დროს )

საქართველოში პირველი ოკულტური სკოლის გახსნას დიდი პრობლემები ახლდა თან, პირველ რიგში ძალიან რთული აღმოჩნდა შესაფერისი შენობის მოძიება, ეს გურჯიევის მოსწავლეებმა იმდროინდელ სატირულ ჟურნალში ( ,,ეშმაკის მათრახი’’ ) კარიკატურის გამოქვეყნებითაც გამოხატეს (იხილეთ სურათი ქვემოთ )
გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი ანალიზი (ნაწ. 1)











ამ ინსტიტუტმა სულ ერთი წელი იარსება რისი დახურვის მიზეზიც საქართველოში დაძაბული პოლიტიკური ვითარება გახდა.

ინსტიტუტის არსებობის დროს თბილისში იყოფებოდნენ გურჯიევის შიდა წრის ანუ ყველაზე დაახლოებული, შესაბამისად ამ სისტემაში ყველაზე კარგად გარკვეული ხალხი, როგორებიც იყვნენ : პიტერ უსპენსკი, კომპოზიტორი ტომას ჰარტმანი , ჟანა დე ზალცმანი , მორის ნიკოლი , ბრიტანეთის დაზვერვის თანამშრომელი ჯონ ბენეტი და სხვები...........

საქართველოს იმჟამინდელი ინტელიგენციის წარომადგენლებიდან გურჯიევთან ყველაზე დაახლოებულები იყნენ პაულო იაშვილი და გრიგოლ რობაქიძე

გიროგოლ რობაქიძე თავის მოგონებებში ასე აღწერს მაშინდელ თბილისს:

“ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919-20 წლებში კიდევ უფრო აუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ. სცენიდან გაისმოდა კოჩალოვის ხმა… ტფილისშივე იყო ხოდოტოვი, სცენიდან მისი ხმაც ისმოდა. კომპოზიტორი ჩერეპნინი კაფეში შედიოდა მთვრალი და ნაღვლობდა რუსეთზე. მხატვარი სუდეიკინი რესტორანს ხატავდა, რომელსაც ქართველმა პოეტებმა “ქიმერიონი” დაარქვეს _ სუდეიკინმა მართლაც აავსო რესტორანი ქიმერებით. მხატვარ საველი სორინს ყელმოღერებულ თავადის ასულების პროფილები ტილოზე გადმოჰქონდა ლამაზი, მეტად ლამაზი ხაზებით… ვინ არ იყო მაშინ ტფილისში? ფუტურისტებმაც აქ გადადგეს ნაბიჯი დადაიზმისკენ. მათ შექმნეს ორგანო “41 გრადუსი”. ტფილისშივე იყო ილია ზდანევიჩი, დიდებული იყო, როცა კაფეებში თავის “სმერტ გაპპოს”-ს კითხულობდა… ვასილი კამენსკიც ეწვია მაშინ ტფილისს…”
აქ იყო გიორგი გურჯიევი, კარლ რობერტსი, ტომას გარტმანი, იყვნენ სხვებიც… უმშვენიერესი ქალები _ სალომე ანდრონიკაშვილი, მელიტა ჩოლოყაშვილი, მერი შერვაშიძე, ელისო დადიანი _ პოეტებისა და მხატვართა მუზები და “…ტფილისი გახდა პოეტების ქალაქი. კაფე “ინტერნაციონალში” კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად. კიდევ მეტი: გაიძახოდნენ _ პოეზია მარტო ტფილისშიაო… ქვეყანა მართლაც იქცეოდა და მხოლოდ ტფილისი იყო ერთად ერთი ქალაქი, რომელიც ასეთ “ქცევას” პოეტური მღერით ხვდებოდა. ასეთი იყო ტფილისის ფანტასტიკა”.

განცხდება კი რომელიც აუწყებდა ხალხს ამ ეზოთერული ინტიტუტის პროგრამას იყო ასეთი :

,, საქართველოს ეროვნული განათლების სამინსტროს თანხმობით ,თბილისში იხსნება ,,ადამიანის აჰრმონიული განვითარების ინსტიტუტი'' რომლის პროგრამაც დაეფუძნება გიორგი ივანეს ძე გურჯიევის მეთოდიკას. ინსტიტუტი არცხადებს ორივე სქესის წარმომადგენელი როგორც ბავშვების ასევე ზრდასრულების მიღებას, ღონისძიებები ჩატარდება დილას და საღამოს. ინსტიტუტის პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ გიმნასტიკას, როგორიცაა რითმული, სამკურნალო და სხვა; ასევე ვარჯიშებს ადამიანში ნებისყოფის, მახსოვრობის , ყურადღების ,სმენის , აზროვნების , ემოციების და ინსტიკტების სწორად ფორმირებისთვის ''
ჯონ ბენეტის წიგნიდან - გურჯიევი, გზა ახალი მსოფლიოსკენ
აღსანიშნავია კიდე ერთი რამ 1919 წლის 22 ივნის თბილისის ოპრეისა და ბალეტის თეატრში გაიმართა გურჯიევის საკრალური ცეკვების წარმოდგენა .

ეს ცეკვები არის სიმბოლური მეთოდი ,დაშიფრული ცოდნის გადმოცემის , უძველეს წარსულში ადმიანები ჩანაწერბის ნაცვლად სიმბოლური გამოხატულებებით ახდენდნენ ცოდნის გადაცემას, ამავე მეთოდს იყენებდნენ სხვა და სხვა ოკულტური სკოლის ადეპტები ცოდნის შესანახად და პროფანებისგან მის დასაცავად , რადგან მხოლოდ ცნობიერების შესაბამის სიმაღლეზე მდგომ პირს შეეძლო საუკუნეების წინადელი ჩაშიფრული ცოდნის წაკითხვა
გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი ანალიზი (ნაწ. 1)



















(პირველი ნაწილის დასასრული,გაგრძელება იქნება)

მოამზადა : ნიკოლოზ ჩიხლაძე
FB: https://www.facebook.com/nikoloz.chikhladze
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 5459
 

ASTRO TV LIVE