ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » სრულყოფილების საფუძვლები

სრულყოფილების საფუძვლები

„მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“
მათე 9 (12).

სრულყოფილების საფუძვლები


















1. როგორც უკვე მრავლად აღვნიშნეთ, ადამიანი შედგება სამი სხეულისაგან: ხორცი, სამშვინველი და სული. მეოთხე - მენტალური (მე) სხეულია, რომელსაც, უფრო მართებული იქნება, თუ მენტალურ გარსს ვუწოდებთ.
ხორცი - ადამიანის ყველაზე უხეში არსება, ბიოლოგიური სხეულია და მის შესახებ მეტნაკლებად სრულყოფილი ცოდნა აქვთ დაგროვილი ფიზიკურ მეცნიერებებს. ამიტომ მასზე მხოლოდ ავღნიშნავთ, რომ ხორცი წარმოადგენს სულის ტაძარს და აუცილებელია მასზე ზრუნვა, რათა იგი სუფთა იყოს: „ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?“ /I კორინთელთა 3 (16)/.

2. სამშვინველი შედგება ორი წევრისაგან: ეთერულისა და ასტრალურისაგან.
ეთერული წევრი (იგივე სასიცოცხლო) ენერგეტიკული ასპექტია ფიზიკურ სამყაროში. იგი ხორცის ორეულია და სიცოცხლის განმავლობაში არ განიყოფა მისგან. მისი ნაწილობრივი რღვევა იწვევს ხორცის ავადმყოფობას და სრული - სიკვდილს. ის შეიძლება განვიხილოთ როგორც ელექტრომაგნიტური ტიპის გამოსხივება. იგი პრაქტიკულად უფერულია ან შეიძლება ითქვას, რომ წყლის ფერია.
ხორცის სიკვდილთან ერთად ეთერული წევრი იშლება და იფანტება მსოფლიურ სივრცეში და მსოფლიური ველის ნაწილი ხდება.

3. ასტრალური წევრი შეიძლება განვიხილოთ როგორც მოდელი, რომლის მსგავსადაც აგებულია ხორცი. მას შეუძლია გამოეყოს ფიზიკურ სხეულს, იმოქმედოს. შესაძლებელია შეგნებულადაც აიძულოთ ასტრალური არსება გამოეყოს ადამიანს და ზემოქმედება მოახდინოს მატერიალურ საგნებზე, ანდა დაენახვოს ნაცნობ-უცნობებს. ამისათვის საჭიროა გადავიდეთ პასიურ მდგომარეობაში. პასიური მდგომარეობის აუცილებელი პირობაა ჩაიხშოს ყველა აზრი (ჩასახვისთანავე განადგურდეს). დავივიწყოთ ყველაფერი, თვით საკუთარი არსებობაც კი. ცნობიერება სუსტდება და სხეული მოდის მსუბუქ კატალეფსიურ მდგომარეობაში. გრძნობები ფხიზლობენ, მაგრამ თითქოს მსუბუქად არიან დაბინდულნი. ამ მდგომარეობაში, ნების ძალმოსილების დახმარებით, ასტრალური წევრი ძალით აღწევს თავს ხორცს და თუ ხელს არავინ შეგვიშლის (ე.ი. არავინ დაარღვევს ჩვენს მყუდროებას), შესაძლებელია ძალიან შორს აღმოჩნდეს და იმდენად გამკვრივდეს, რომ სხვა პირებს წარმოუდგეს ცოცხალი სხეულის სახით (ნების ძალმოსილების მეშვეობით ფორმის შერჩევაცაა შესაძლებელი).
ასტრალური სამყარო (სივრცე) - ესაა გრძნობების, ოცნებების, ფანტაზიებისა და სურვილების სამყარო. იგი ნისლის მსგავსია და ფერებს გრძნობებისა და აზრების მიხედვით იცვლის: წითელი - უხეშ სასიცოცოხლო ენერგიაზე მიგვანიშნებს; ცეცხლისფერი - სექსუალურ ენერგიაზე; ყვითელი - ფიზიკური სასიცოცხლო ძალა, „კეთილი“ ენერგიის წყაროა; მწვანე - ჯანსაღ ემოციურ მდგომარეობაზე მეტყველებს; ცისფერი - რაც უფრო მუქია, მით უფრო ძლიერია გონებრივი ენერგია (ინტელექტი); ლურჯი - მშვენიერების აღქმის უნარზე მეტყველებს და სულიერი განვითარების ფერია; იისფერი - პარანორმალური მონაცემების ფერია, მისი უმაღლესი საფეხურია თეთრში გარდამავალი იისფერი.
ხორცის სიკვდილიდან გარკვეული დროის შემდეგ ასტრალური წევრი იშლება და პირველად იდეას (სიყვარულს) უბრუნდება.

4. რაც შეეხება სულს, იგი შედგება სამი (კარმიული, ინტუიტიური და აბსოლუტური) წევრისაგან (ოკულტური სწავლებით ადამიანი შედგება ფიზიკური, ასტრალური და მენტალური სხეულებისაგან; ხოლო სული - ღვთის საკუთრებაა).
კარმიული (იგივე ბედისეული, იგივე მიზეზობრივი) წევრი თავისთავში ინახავს სულის განსხეულებათა გამოცდილებას, რომელიც თავს იჩენს ხასიათში. ადამიანის შინაგანი ბუნება და შესაძლებლობები კარმიულ წევრში იწერება და ინახება დაბადებამდე და შემდეგ ისინი უნდა განვითარდეს. „ბედის მწერალი“ ადამიანი თავადაა და თვითონვე იქმნის პირობებს მომავალი მიწიერი ცხოვრებისათვის: „რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც“ /მათე 18 (18)/. ამრიგად, ადამიანს წინა ცხოვრებიდან გარდა გამოცდილებისა, მრავალი ცოდვა-მადლი გადმოეცემა. ყველაფერი ეს მოდელირდება სამშვინველის ასტრალურ წევრში და რადგან კარმა, გარკვეულად, მისარგებელია, ცოდვა ჯერ სამშვინველის ეთერულ წევრს არღვევს და შემდგომ - აზიანებს ხორცს.
მაგრამ, გარდა ამისა, არსებობს მისია (როგორც გამონაკლისი), რომელიც „ზემოდანაა“ დაგეგმილი და რომელიც მხოლოდ ადამიანურ არსებაზე არაა დამოკიდებული. ამის ბრწყინვალე დასტურია მაცხოვრის სიტყვები იოანე ნათლისმცემელის შესახებ: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? აბა, რისთვის გახვედით, რბილი ტანსაცმლით შემოსილი კაცის სანახავად? რბილი ტანსაცმლით შემოსილები მეფეთა სასხლეებში იმყოფებიან. აბა, რისთვის მოხვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც, ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: აჰა, მე ვგვზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცისაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი; მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება, ხოლო ძალისმხეველნი წარიტაცებენ მას. ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველნი და რჯულნი იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. თუ მიღება გსურთ, იგია ელია, რომელიც უნდა მოვიდეს“ /მათე 11 (7. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14.)/. მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, ეს მისია საზოგადოებისათვის გაუცნობიერებელი რჩება: “მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: “ეშმაკი ჰყავსო” /მათე 11 (18)/.

5. ამრიგად, ადამიანური არსება მთლიანად მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების ნაყოფია. მასშია მთლიანად მოქცეული წარსულიც, დღევანდელობაც და მომავალიც. „როცა არაწმინდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს. მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს, მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაბინავდებიან იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება“ /მათე 12 (43. 44. 45.)/. Aადამიანი თავისი ცხოვრებით თვითონვე იქმნის სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც: „რასაც დასთეს, მასვე მოიმკი“.
იმისათვის, რომ ადამიანი განვითარდეს თავისი სულიერი არსებობის უფრო მაღალ (ინტუიტიურ და აბსოლუტურ) წევრებში, იგი უნდა განიწმინდოს ყველა იმ მიზეზებისაგან, რაც მისი მთლიანობის რღვევას უწყობს ხელს: ეს კი მხოლოდ რწმენითა და სიყვარულითაა შესაძლებელი.

6. სულში ინტუიტიური წევრი ვითარდება მაშინ, როცა ადამიანი აგრძელებს და ანვითარებს სამყაროს შემოქმედებით პოტენციას, გამომდინარე ყოფიერების პრინციპებიდან და კანონებიდან.
ასეთი ადამიანი უკვე თავადაა შემოქმედი საკუთარი ცხოვრებისაც და გარკვეულად გარემო ადამიანური ყოფისაც. იგი უკვე ზე-კაცია და ერთი ნაბიჯიღა აკლია არსობის აბსოლუტურ შემეცნებამდე.
რაც შეეხება აბსოლუტურ წევრს - იგი მძინარე მდგომარეობაშია. და როგორც მისტიურ სწავლებათა უმრავლესობას მიაჩნია: მისი გამოღვიძების შემთხვევაში ადამიანს ძალუძს (და მასთან ერთად მთელ სამყაროსაც) გადავიდეს ახალ მდგომარეობაში: „ევოლუცია მასებით არ ხდება“ /აგნი-იოგა/.

7. მენტალური გარსი - აზრთა სივრცეა. მასში ვიბრირებს ადამიანის ცნობიერება.
აზრი ცოცხალი არსებაა. იგი ქმნის, აშენებს თავისი ხასიათის შესაბამის სტრუქტურებს და ამრიგად, დიდი სიფრთხილეა საჭირო მასთან ურთიერთობაში: „ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც; ან ხეც ცუდად სცანით და მისი ნაყიფიც; ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა. იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულში მოჭარბებულს პირი მეტყველებს. კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს. თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები“ /მათე 12 (33. 34. 35. 36. 37)/.
მენტალურ გარსში ვიბრირებული აზრი მოდელირდება ასტრალურ სივრცეში და თავისი ხასიათის შესაბამისად აშენებს ან ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბედს. ამრიგად, სხეული კი არ ავადმყოფობს - ცნობიერება სუსტდება.
დამანგრეველი აზრები საშიშია არა მარტო პატრონისათვის, არამედ გარემოსათვისაც, რადგან ისინი იფანტებიან მსოფლიურ ენერგო-ინფორმაციულ ველში და აზიანებენ ან არღვევენ მის სტრუქტურებს, რომელთა აღდგენასაც შემდგომ გარკვეული ძალისხმევა სჭირდება.
„ყველაფერი რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა? ხოლო პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და სწორედ ეს ბილწავს ადამიანს. ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრურწმენანი, გმობანი. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს“ /მათე 15 (17. 18. 11. 19. 20)/.
ადამიანის სიკვდილის შემდგომ მენტალური გარსი იშლება, ხოლო მასში ვიბრირებული ცნობიერება სულის კარმიულ წევრში ფიქსირდება და გადაჰყვება სულს შემდგომ დაბადებამდე.

8. სული მოიცავს სრულ ინფორმაციას ადამიანური არსობის შესახებ. სულის აბსოლუტურ წევრში განვითარებული ადამიანი ფიზიკური სხეულის (ფორმის) მფლობელია. მას შეუძლია განიცადოს სრული ცვლილება, ანუ იგი ფლობს დროსა და სივრცეს.
ინტუიციური წევრის განვითარება ავტომატურად სამშვინველის ეთერული წევრის ფლობას გულისხმობს. ასეთი ადამიანი მძლავრი სასიცოცხლო ძალების (ენერგიების) მფლობელია და უზარმაზარი შემოქმედებითი ნიჭით ხასიათდება.
კარმიული წევრის ფლობა მიზეზ-შედეგობრივი პროცესის მართვას გულისხმობს. მიზეზ-შედეგობრივი პროცესის სწორი მართვით სამშვინველის ასტრალური წევრის წმენდაა შესაძლებელი, რითაც რედულირდება ადამიანის ამქვეყნიური მდგომარეობა.
მთელი პროცესი დემონსტრირდება სასიცოცხლო-ენერგეტიკული ძალების მეშვეობით და აისახება ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაში.

9. ახლა აღვწერ ორ უმარტივეს მედიტაციას, რომელიც დაგეხმარებათ სხეულში არსებული სასიცოცხლო-ენერგეტიკული ძალების დარეგულირებაში.
პირველი მედიტაცია: გადადით პასიურ მდგომარეობაში. დახუჭეთ თვალები და ეცადეთ წარმოსახვაში დააფიქსიროთ წითელი ფერი, ამავე დროს პირველი ჩაკრის მიდამოში უნდა იგრძნოთ მსუბუქი ვიბრაცია. როდესაც კარგად დააფიქსირებთ პირველ ჩაკრას, გადახვალთ მეორე ჩაკრის დაფიქსირებაზე, აქ უკვე უნდა დააფიქსიროთ ნარინჯისფერი და ასევე ვიბრაცია მეორე ჩაკრის მიდამოში. შემდგომ მესამე ჩაკრა: ლიმნისფერი ყვითელი და კვლავ ვიბრაცია. მეოთხე ჩაკრა: მწვანე და ვიბრაცია მზის წნულზე. მეხუთე ჩაკრა: ღია ცისფერი და ვიბრაცია. მეექვსე ჩაკრა: ცისფერი და ვიბრაცია მესამე თვალის მიდამოში. მეშვიდე ჩაკრა: ლურჯი და ვიბრაცია. მედიტაცია თავიდან შეიძლება გაგრძელდეს 10-15 წუთი, ხოლო შემდეგ თანდათან გაიზარდოს 30-40 წუთამდე.
მეორე მედიტაცია: კეთდება პირველი მედიტაციის გარკვეულად ფლობის შემდგომ: გადადიხართ პასიურ მდგომარეობაში და ფერების ხედვის გარეშე, ჯერ დახუჭული თვალებით, ხოლო შემდგომ გახელილი თვალებითაც, ცდილობთ დააფიქსიროთ ერთდროულად ვიბრაცია ყველა ჩაკრაზე ერთად. მედიტაცია უნდა გრძელდებოდეს 10-15 წუთი.

10. უხსოვარი დროიდან დღემდე უმნიშვნელოდ თუ შეიცვალა ადამიანის მენტალური არსება: რწმენა და სიყვარული დოგმათა ვიწრო ჩარჩოებში მოაქციეს და კანონისა და ტრადიციის სახე მისცეს. უსიყვარულოდ მენტალური გარსი ბინძური აზრების შესაკრებელ სანაგვე ყუთს დაემსგავსა და დროის მზაკვრულ დინებაში ნაყოფივით ატივტივდა: „თუ ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილებაც რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი. მთელი ჩემი ქონება რომ დავკარგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არაფერი სარგებელი მაქვს“ /I კორინთელთა 13 (1. 2. 3.)/. სიყვარული საფუძველია შემოქმედებისა. შემოქმედებისა, რომელიც თავისი არსით სულის სრულყოფას ემსახურება. სულიერად სრულყოფილი ადამიანი ჰარმონიული მენტალური გარსის მფლობელია: “სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს; ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს” /I კორინთელთა 13 (4. 5. 6. 7)/.
უსიყვარულობა საფუძველია ურწმუნოებისა და უსიყვარულო საზოგადოება ვერ ღებულობს ვერავითარ ღვთიურ გამოვლინებას საკუთარ სუბიექტურ არსებობაში. აკი ამიტომაც ვერ მიიღეს მაცხოვარი თავის სამშობლოში: „ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის იოსეს, იუდასი და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები? - ისინი ცდუნდებოდნენ მასში. უთხრა მათ იესომ: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატივოდ, გარდა თავისი სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა“. ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ მცირერიცხოვან სნეულთ ხელები დაასხა და განკურნა“ /მარკოზი 6 (3. 4. 5)/. ურწმუნოება უზნეო მენტალური გარსის საფუძველი ხდება: „არავინ არის მართალი. არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს. ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება; არ არის სიკეთის მქნელი, არ არის არავინ, მათი ხორხი ღია სამარეა; ენებით სცრუობენ; მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე და მშვიდობის გზა არ იციან. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ“ /რომაელთა 3 (10. 11. 12. 13. 14. 15. 16. 17. 18)/ და ბინძური ცნობიერების პატრონი ავადმყოფი სხეულის პატრონიც ხდება.
გამოსავალი?
„ახალი აღთქმა“ გვასწავლის: „ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ /რომაელთა 12 (2)/.

11. რწმენა და სიყვარული, ესაა ძირეული მცნება მსოფლიური არსობისა. ისინი ერთმანეთს მოიცავენ, რამეთუ რწმენა სიყვარულის გარეშე - ბოროტებაა, ხოლო სიყვარული რწმენის გარეშე - სიშლეგეა, სიშლეგე სიყვარული არ არის და ამდენად სიყვარულშია თავად რწმენა და სიყვარულია სრულყოფილების საფუძველი. ასეთი არსით გაცნობიერებული სიყვარული მარადიულია: „სიყვარული არასოდეს მთავრდება; წინასწარმეტყველებანი გაუქმდებიან, ენები შეწყდებიან, ცოდნა გაუქმდება. ვინაიდან ნაწილობრივი ვიცით და ნაწილიბრივს წინასწარვმეტყველებთ და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება“ /I კორინთელთა 13 (8. 9. 10)/.

სიყვარული ერთადერთია, რითაც შესაძლებელია მენტალური გარსის განწმენდა. განწმენდილი მენტალური გარსი ასწორებს წარსულს, დღევანდელობასა და მომავალს, და ადამიანი ჯანმრთელდება. ჯანმრთელდება ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით, ე. ი. ჰარმონიულ ადამიანად ყალიბდება. სიყვარული ხომ თვით სიკვდილსაც ამარცხებს!.. ამდენად: „ახლა კი რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული - ეს სამი, ხოლო მათგან სიყვარულია უმეტესი“ / I კორინთელთა 13 (13)/.
ასე რომ: „გამოიყენე დრო, ვინაიდან დღეები ბოროტია“ /ეფესელთა 5 (16)/.


ოკულტისტი და მეტაფიზიკოსი -
მალხაზ გველუკაშვილი
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 2568
 

ASTRO TV LIVE