» » აგვისტოს ასტროპროგნოზი - 2015
ასტროპროგნოზი / Slide

აგვისტოს ასტროპროგნოზი - 2015

აგვისტოს თვეში ვენერა ლომის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება, რომელიც გააძლიერებს ადამიანთა გრძნობებს და სიყვარულის გამოხატულება იქნება უფრო ღია და დემონსტრაციული. ეს თვე იქნება დატვირთული რომანებით და რომანტიკული ურთიერთობებით. ზაფხულის ბოლო თვე დადებითი იქნება იმ ადამიანებისთვის ვინც შემოქმედებითია, ორიგინალურად აზროვნებს და უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მსგავსი ტიპის ადამინებს დიდი წარმატებას ელოდებათ.
აგვისტოს პირველი დეკადა შედარებით რთულად დაიწყება, დედამიწის ბიოსფერო საკმაოდ არამდგრადი იქნება და შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხძარღვთა პრობლემები. ამიტომ იყავით ფრთხილად, ჩაიტარეთ პრევენციული ღონისძიებები. საქმიანობის მხრივ კი სერიოზული საქმეები შეგიძლიათ დაიწყოთ 7 რიცხვის შემდეგ, მაგრამ უკეთესი პერიოდია 14 აგვისტოს შემდგომ იწყება, ახალმთვარეობის მერე.
6 აგვისტოს პლანეტა სატურნი გაასწორებს თავის მოძრაობას მორიელის ზოდიაქოს ნიშანში და გახდება დირექტული. ეს გამოიწვევს ძველი საქმეების საბოლოოდ გასაწყვეტას , განსაკუთრებით იმ საქმეების რომელიც დაიწყო 2012 წელს. სატურნი მორიელის ნიშანში იქნება 18 სექტემბრამდე, ასე რომ ზაფხულის ბოლო - შემოდგომის დასაწყისიც გვექნება პოლიტიკურად ცხელი.
გახშირდება ხანძრების ალბათობა, როგორც საქართველოში ასევე მთელს მსოფლიოში. გამწვავდება საომარი მოქმედების ლოკალური კერები.
აგვისტოს თვე, რომლის 23 დღეს განაგებს ლომის ზოდიაქოს ნიშანი, ლომი კი სიმბოლურად განაგებს დასვენებას, დროს ტარებას, ქეიფს, მხიარულებას, სიყვარულს, შოუ ბიზნესს, ბავშვებს, ამიტომ თქვენც ეცადეთ დასვენების დროს დაისვენოთ, იმხიარულოთ, დაუთმოთ დრო ბავშვებს და ა.შ. რადგან ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი საქმე აქვს. ზოგადად ეს პერიოდი დადებითად აისახება, ვერძის, ტყუპის, ლომის, სასწორის და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებზე.
აგვისტოს მეორე ნახევარი - კარგი პერიოდია, (განსაკუთრებით 14 რიცხვის ახალმთავრეობის შემდგომ) ბრძნული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. მერკური იმყოფება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში და ხელს შეუწყობს ინტელექტუალურ საქმიანობას, წარმატება ექნებათ მათ ვინც საკითხს ანალიტიკურად მიუდგება და ყურს დაუგდებს თავის შინაგან ხმას. ინტელექტის მმართველი პლანეტა ხელს უწყობს ლოგიკურ, რაციონალურ აზროვნებას, ამ პერიოდში შეიძლება გაიხსნას ყველაზე ჩახლართული საქმეებიც კი. რასაც დამატებით ხელს უწყობს გამარჯვების, წარმატების და დიდი ბედნიერების მმართველი პლანეტა იუპიტერი, რომელიც 10 აგვისტოს დატოვებს ლომის ზოდიაქოს ნიშანს და გადავა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში.
მესამე დეკადაში, წარმატებების მისაღწევად, საქმიანობაში, ფინანსებსში საჭიროა ვიყოთ პრაქტიკულები, პუნქტუალურები და გამოვიჩინოთ მეტი მონდომება და პასუხისმგელობა.
საკმაოდ პოზიტიური პერიოდი დაეწყებათ მიწის და წყლის ზოდიაქოს ნიშნებს. გამონაკლისი თევზების ზოდიაქოს ნიშანია. ეს პოზიტიური პერიოდი გამოწვეულია იმით, რომ ჯერ მერკური და იუპიტერი, შემდეგ კი მზე (23 აგვისტო) გადავა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. ამიტომ ყველა ზოდიაქოს ნიშანებს მოვუწოდებ- იყვნენ აქტიურები, მონდომებულები, კრეატიულები. ვისაც სამსახური არა აქვს სწორედ ახლა უნდა დაიწყოს აქტიური ძებნა, რადგან იუპიტერის ზეგავლენა დიდი იქნება დაუმეტესობა დასქმდება.
შედარებისთვის ვინც სკეპტიკურად უყურებს ამ ტენდენციებს განვუმარტავ: იუპიტერი, რომელსაც მოაქვს წარმატება და დიდი ბედნიერება, მან დაამთავრა თავისი მოქმედება ლომის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც ის იმყოფებოდა 16.07.2014 დან 10.08.2015 წლამდე. ასტროლოგიაში ლომი სიმბოლურად უკავშირდება ბავშვებს. რომ გადავხედოთ სტატისტიკას დემოგრაფიულმა მაჩვენებელმა საკმაოდ მაღალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. დაორსულდნენ ისინიც კი ვინც წლობით ელოდებოდა თავის პირმშოს, მრავალმა ოჯახმა იხარა და იბედნიერა. ეს მარტო იუპიტერის და ლომის ზოდიაქოს დამსახურება არაა, ეს არის ადამიანების დამსახურებაც. აქ მთავარია ვიცოდეთ ციკლების ენა, ვიყოთ საჭორო დროს საჭირო ადგილას. ისევე როგორც ხვნას და თესვას აქვს თავის დრო და წესი, ესეა ასტროლოგიაც და ადამიანთა ცხოვრებაც. ამიტომ ეხლა როდესაც გადავა იუპიტერი ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, უკვე დიდი იქნება წარმატების ალბათობა სამედიცინო სფეროში, ტექნოლოგიური განვითარება მიაღწევს მაღალ საფეხურებს. ბევრი უმუშევარი დაიწყებს მუშაობას და ვინც პატიოსნად მუშაობდა , მათ დაწინაურება ელის.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეორდება პლანეტარული განლაგების ის კონფიგურაცია რაც იყო 2003 წელს. ამაზე კი უფრო კონკრეტულად 2015 წლის სექტემბრის პროგნოზში მოგახსენებთ.


თორნიკე ბიძინაშვილი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

წყვილი ციფრები საათზე - ნუმეროლოგია

Guide to cats and kittens