Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ცენტრის წესება

წესდება – წევრთა შეთანხმება

მუხლი 1
ზოგადი დებულებები


1.1. ასტროლოგიურ - ეზოთერული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
1.2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3. საზოგადოების სახელწოდება: ასტროლოგიურ - ეზოთერული ცენტრი. ხოლო სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს: არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი.
1.4. იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, დ. ბაქრაძის #4.ბინა 33
1.5. ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@geoastro.ge
1.6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.
1.7. საზოგადოების საქმიანობის მიზნები:
• ასტროლოგიისა და სხვა ეზოთერული სწავლებების დანერგვა, განვითარება და პოპულარიზაცია;
• ფართო მასების დახმარება ასტროლოგიური და ეზოთერული სწავლებებით/მომსახურებით;
• სოციოლოგიური კვლევების ჩატარება;
• ადამიანის სულიერი, ფიზიკური და მატერიალური განვითარების ხელის შეწყობა და შესაბამისი გარემოს შექმნა;
• პარანორმალური მოვლენების კვლელვა.

1.8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
1.9. საქმიანობა:
• კვლევითი და თეორიულ-პრაქტიკული საქმიანობა.
• ასტროლოგიის საგამანათლებლო მუშაობა.
• სამეცნიერო - პრაქტიკული ლიტერატურის ელექტრონული და ვიდეო ბიბლიოთეკის შექმნა.
• ლექციებს, სემინარებს, ტრენინგ-ჯუფებს, კონფერენეციებს, შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს ორგანიზება.
• უცხოელ სპეციალისტების მოწვევა და მათი სემინარების, კონფერენციების და მასტერ-კლასების ორგანიზება
• საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება
• ასევე ეწევა სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით.
1.10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

მუხლი 2
საზოგადოების წევრები


2.1. საზოგადოების დამფუძნებლები არიან:
• თორნიკე ბიძინაშვილი;
• მირიან ბეგიაშვილი;
• ლია ბარათაშვილი

მუხლი 3
საზოგადოების მართვა


3.1 ასტროლოგიურ- ეზოთერული ცენტრის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება.
3.2 კრება მოიწვევა პრეზიდიუმის ან წევრთა არანაკლებს ¼ ის მიერ. კრების ჩატარების ადგილი აუცილებელი წესით უნდა იყოს ქალაქ თბილისში.
3.3 წელიწადში ერთხელ პრეზიდიუმის მიერ მოიწვევა მორიგი საერთო კრება. დანარჩენი კრებები ჩაითვლება როგორც რიგგარეშე.
3.4 კრების მოწვევის ინიციატორი ყველა წევრს კრებამდე ორი კვირით ადრე უგზავნის შეტყობინებას დაზღვეული წერილის ან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით. წერილი/შეტყობინება უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს, სხდომის ჩატარების დროს და ადგილს. მოწვევის მიღებიდან 5 დღის ვადაში წევრებს შეუძლიათ დამატებების შეტანა დღის წესრიგში.
3.5 კრება უფლებამოსილია თუ მის მუშაობაში მონაწილებს წევრთა ნახევარზე მეტი.
3.6 კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე.
3.7 საერთო კრების უფლეამოსილებას განეკუთვნება:
• საზოგადოების პრეზიდენტის წლიური ანგარიშის დამტკიცება
• წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
• საზოგადოების საქმიანობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა
• ფილიალების, წარმომადგენლობებისა და განცალკევებელი ქვედანაყოფების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, მათი დებულებების დამტკიცება
• საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ნებისმიერი სახით განკარგვა

მუხლი 4
საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა


4.1 ასტროლოგიურ - ეზოთერული ცენტრის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს პრეზიდიუმი, რომელიც შედგება წევრთა საერთო კრების მიერ არჩეული პრეზიდიუმის წევრებისგან.
4.2 პრეზიდიუმი შედგება სულ მცირე ერთი და მაქსიმუმ 3 წევრისაგან.
4.3 პრეზიდიუმის წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია. ამასთან ეს ვადა გრძელდება ახალი წევრის არჩევამდე. დასაშვებია წევრის განმეორებითი არჩევა.
4.4 წევრის ვადაზე ადრე გამოწვევის შემთხვევაში ახალი წევრი აირჩევა 4 წლის ვადით.
4.5 პრეზიდიუმი უფლებამოსილია თუ მის მუშაობაში მონაწილეობს წევრთა ნახევარზე მეტი.
4.6 გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობის თანხმობით. ამასთან, თუ ხმები თანაბრად გაიყო, გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარი დაუჭირა პრეზიდიუმის თავმჯდომარემ (პრეზიდენტმა).
4.7 პრეზიდიუმის სხდომა მოწვეული უნდა იქნას სულ მცირე სამ თვეში ერთხელ, პრეზიდიუმის თავმჯდომარისს - პრეზიდენტის და პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილის - ვიცე პრეზიდენტის მიერ.
4.8 ყველა წევრს კრებამდე ერთი კვირით ადრე ეგზავნება შეტყობინება დაზღვეული წერილის ან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით. წერილი/შეტყობინება უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს, სხდომის ჩატარების დროს და ადგილს.
4.9 პრეზიდიუმის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
• საერთო კრების გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველყოფა.
• პრეზიდიუმის თავმჯდომარის - პრეზიდენტის და პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილის - ვიცეპრეზიდენტის არჩვევა.
• ზოგადი ხასითის და მრავალჯერადი გამოყენების შიდა მარეგლამენტირებელი დოკუმენტების დამტკიცება.
• ახალ წევრთა მიღებაზე და წევრის გარიცხვაზე გადაწყვეტილების მიღება.
• წლიური ბიუჯეტის დამტკიცება.
• საზოგადოების ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
• სხვა საკითხების განხილვა, რომელიც არ მიეკუთვნება საერთო კრების კომპეტენციას და პრეზიდიუმის თავმჯდომარის - პრეზიდენტის ან პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილის - ვიცეპრეზიდენტის ინიციატივით წარდგენილია პრეზიდიუმის სხდომაზე განსახილველად.
4.10 პრეზიუდიუმი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს - პრეზიდენტს და პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეს - ვიცე პრეზიდენტს.
4.11 პრეზიდიუმის თავმჯდომარის - პრეზიდენტის და პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილის - ვიცე პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა შეადგენს 4 წელს.
4.12 პრეზიდიუმის თავმჯდომარე - პრეზიდენტი და პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე - ვიცე პრეზიდენტი ერთპიროვნულად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე წარმოადგენენ ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
4.13 პრეზიდიუმის თავმჯდომარე - პრეზიდენტი და პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე - ვიცეპრეზიდენტი ცალ - ცალკე და დამოუკიდებლად:
• წარმოადგენს ორგანიზაციის წარმომადგენლობით უფლებამოსილ პირს
• წარმართავს საზოგადოების საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად
• ხელმძღვანელობს საზოგადოების ყოველდღიურ საქმიანობას
• ახორციელებს ყველა იმ უფლებამოსილებას, რაც პირდაპირ არ არის მითითებული საერთო კრების ან პრეზიდიუმის ფუნქციად.
4.14 დაფუძნების მომენტისათვის წევრების მიერ პრეზიდიუმის წევრებად არჩეულ იქნენ:
• თორნიკე ბიძინაშვილი, უფლებამოსილების ვადა 4 წელი.
• მირიან ბეგიაშვილი , უფლებამოსილების ვადა 4 წელი.
4.15 დაფუძნების მომენტისათვის პრეზიდიუმის წევრების მიერ პრეზიდიუმის თავმჯდომარედ - პრეზიდენტად და პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ - ვიცე პრეზიდენტად არჩეულ იქნან:
• პრეზიდიუმის თავმჯდომარე - პრეზიდენტი თორნიკე ბიძინაშვილი. უფლებამოსილების ვადა 4 წელი.
• პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე - ვიცე პრეზიდენტი მირიან ბეგიაშვილი, უფლებამოსილების ვადა 4 წელი.

მუხლი 5
წევრობის შესახებ, უფლება/მოვალეობები


5.1 ორგანიზაციის წევრად მიღება ხდება პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, რისთვისაც საჭიროა, რომ მსურველმა პირმა შესაბამისი განცხადებით მიმართოს პრეზიდიუმს. წევრი უნდა იზიარებდეს ორგანიზაციის მიზნებს და სურვილი ჰქონდეს რომ მიიღოს მის განვითარებაში მონაწილეობა.
5.2 წევრი შეიძლება იყოს - საქართველოს და უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქე, ან მოქალაქეობის არ მქონე პირი. - საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი.
5.3 წევრობის გადაცემა სხვა პირზე ან მემკვიდრეობით გადასვლა დაუშვებელია.
5.4 წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს წევრობიდან პრეზიდიუმისადმი წარდგენილი წერილობითი განაცხადის საფუძველზე.
5.5 პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია წევრის გარიცხვა თუ:
• მინიმუმ სამჯერ გადააცილა საწევრო გადასახადის გადახდას
• არ მონაწილეობს წევრთა საერთო კრებებში
• მისი ქმედებები ზიანს აყენებს ორგანიზაციის იმიჯს, საქმიან რეპუტაციას
• არღვევს წევრისთვის განსაზღვრულ სხვა უფლება - მოვალეობებს
5.6 თითოეული წევრისთვის დადგენილია საწევრო გადასახადი, რომელიც შეადგენს 5 (ხუთი) ლარს ყოველთვიურად.
5.7 საზოგადოებას, პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით შეიძლება ყავდეს საპატიო წევრები, რომლებზედაც არ ვრცელდება წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული უფლება - მოვალეობები.

მუხლი 6
საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია


6.1 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პრეზიდიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე.
6.2 ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონების გადაცემა მოხდეს კანონმდებლობით განსაზღვრული პირებისათვის.
6.3 აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.

მუხლი 7
დასკვნითი დებულებები


7.1 წინამდებარე წესდება (წევრთა შეთანხმება) ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან.
7.2 თუ წესდების (წევრთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
7.3 წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შირის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.скачать dle 11.3
ნახვები: 2 861
 

ASTRO TV LIVE