» » გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი ანალიზი - თვითმახსოვრობა (ნაწ. 3)
ეზოთერიკა / გურჯიევი / Slide / პრაქტიკული

გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი ანალიზი - თვითმახსოვრობა (ნაწ. 3)

გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი ანალიზი - თვითმახსოვრობა (ნაწ. 3)















ვაგრძელებ გიორგი გურჯიევის სწავლების მოკლე მიმოხილვას, ჩემს მესამე სტატიაში განხილული იქნება მეოთხე გზის ფილოსოფიაში უმთავრესი ასპექტი რომლის გარეშეც გურჯიევის აზრით ადამიანი მხოლოდ მექანიზმია დამორჩილებული სხვა და სხვა ცნობიერ თუ არაცნობიერ ზეგავლენას.


ამ სისტემის მიხედვით მომუშავე პრაქტიკანტი მას შემდეგ რაც გააცნობიერებს მის ამჟამინდელ ნახევარძილის მდგომარეობას, იწყებს ხანგრძლივ და უმნიშვნელოვანეს პროცესს, რასაც შეგვიძლია ადამიანში შინაგანი დამკვირვებლის ფორმირება ვუწოდოთ, ანუ ,,ერთი ყურადღების’’ გარდა, რომელიც მიჩვეული იყო გარე სამყაროსთან მის ხასიათში გამჯდარი შაბლონებით რეაგირებას, ჩნდება ,, მეორე ყურადღებაც ‘’ რომლითაც ადამიანი გარკვეული დროის მანძილზე ახდენს მხოლოდ დაკვირვებას საკუთარ თავზე, ეს გამოიახატება დაკვირვებით იმაზე თუ რა სიტუაციაში რა მექანიკური გრძნობა იბადება მის შინაგან სამყაროში და როგორ რეაგირებს ის გარე სამყაროში მომხდარ მოვლენებზე
საწყის ეტაპზე პრაქტიკანტი არ ცდილობს ძალისხმევით რაიმე შეცვლოს, არც საკუთარ ემოციებში და არც რეაქციებში, ის უბრალოდ ახდენს ერთგვარ აღწერას იმ პროგრამების, რითაც მისი პიროვნება გამოიხატება ამა თუ იმ სიტუაციაში. საკმარისი მასალის დაგროვების შემდეგ , მაგალითად როდესაც ჩვენ ერთი თვის განმავლობაში შევეცდებით მაქსიმალური ინფორმაცია დავაგროვოთ თუ როგორ მუშაობს ჩვენი მექანიკურობა , მხოლოდ შემდეგ იწყება ამ მექანკურ გამოვლინებეთან უკომპრომისო ბრძოლა, ეს კი ხდება იმ პრაქტიკის საშუალებით რომელსაც გურჯიევი -თვითმახსოვრობას- ეძახის.

-თვითმახსოვრობა - შემიძლია ავხსნა ასე: ახლა როდესაც მე ამ სიტყვებს ვწერ ეს შესაძლებელია წარიმართოს ორნაირად, ან უბრალოდ ვწერო ან ამასთანავე ე.წ. ,,მეორე ყურადღებით’’ აღვიქვა ეს პროცესი, ანუ მახსოვდეს ჩემი თავი რომ ეხლა მე ვწერ ამ ტექსტს. ასევე როდესაც ელაპარაკებით მეორე ადამიანს, საკუთარი თავის მახსოვრობა გამოიხატება იმაში რომ თქვენ კი არ ხართ თავდავიწყებით ჩართული ამ დიალოგში, არამედ თუ შეიძლება ასე ითქვას ,,უკანა ფონზე’’ აღიქვავთ ამ მიმდინარე აქტივობას.
იგივე - თვითმახსოვრობის - მდგომარეობას ინარჩუნებთ როდესაც დადიხართ ქუჩაში, ანუ არ აძლევთ თქვენ შინაგან ასოციაციებს და ფიქრებს დაგაკარგვინონ შეგრძნება თქვენი არსებობის (თქვენს Presence -ს , собственное присутствие -ეს ) ამ სავარჯიშოს გამოყენებით, გურჯიევის ენაზე რომ ვთქვა ადამიანში ნელ ნელა კრისტალიზდება ისეთი სუბსტანცია რომელიც ხელს უწყობს მის შინაგან ქაოსში ისეთი ცნობიერების ფორმირებას რომელიც არ არის დამოკიდებული გარე თუ შინაგანი სამყაროს ცვალებადობებზე , სწორედ ასე იწყებს უამარვი ზეგავლენისგან (კოსმიური ანუ პლანეტარული, აღზრდის, ჩვებევბის ,თავს მოხვეული იდეოლოგიებისგან და გარემოსგან ) ჩამოყალიბებული ეწ ,,პიროვნება’’ რომელსაც გურჯიევი მანქანას ეძახის, შინაგან ალქიმურ პროცესს, რომელსაც მივყავართ - ნების- ანუ ერთი უცვლელი -მეს - ფორმირებამდე .

ეს პროცესი გავს საკუთარი თავის კოსნტრუირებას ოღონდ ამჯერად უკვე არა ბუნების მექანიკური ევოლუციით არამედ საკუთარი ცნობიერი ძალისხმევით. ახლა მინდა ვილაპარაკო უფრო კონკრეტულად თუ როგორ ხდება ამგვარად მუშაობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. შინაგანი დამკვირვებლის ზრდა ანუ - საკუთარი თავის მახსოვრობა ყველაზე კარგად ჩანს კრიტიკულ ანუ ჩვენთვის უსიამოვნო სიტუაციებში, როდესაც ჩვენ იმპულსურად, ,,მაშინალურად’’ ვრეაგირებთ მათზე.
გურჯიევის აზრით სანამ ადამიანები სიკვდილის შემდეგ სულის, ანუ ცნობიერების შენარჩუნებაზე დაიწყებენ ლაპარაკს, ჯერ ამ ცხოვრებაში მატრავმირებელი სიტუაციების დროს შინაგანი დამკვირვებლის, ანუ ცნობიერების გაზრდაზე უნდა იზრუნონ. სწორედ ამისთვის საჭიროდ თვლიდა, რომ ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაცია მის მოსწავლეებს შინაგან სამუშაოდ გადაექციათ. მისი აზრით, ადამიან-მანქანას ყოველთვის უნდა, რომ აირიდოს ის, რაც აღელვებს ან მის ჩვეულ კომფორტს არღვევს. თუმცა, რადგან ეს ყალბი სტაბილურობა მუდმივ ცვალებად სამყაროსთან წინააღმდეგობაში მოდის, სიძნელეებთან ცნობიერ მუშაობას იგი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა .

ახლა განვიხილოთ ,,მანქანიდან საკუთარი თავის გამოცალკევების’’ მაგალითი, ვთქვათ თქვენ აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, როდესაც რაღაც ძალიან გაბრაზებთ ,სიტუაცია ეწინააღმდეგება თქვენს მოლოდინებს და ამას გამოყავხართ წყობიდან . ეს შეიძლება გამოიხატროს როგორც სიტუაციით ასევე თქვენს ირგვლივ არსებული კონკრეტული ადამიანებით რომელებიც გაღიზიანებენ, მათთან ურთიერთობისას თქვენი შინაგან სამყარო კარგავს ბალანსს , ამ დროს - საკუთარი თავის მახსოვრობა- არ ნიშნავს ამ გარე გამაღიზიანებლ სიტუაციაზე პასიურ მოქმედებას ან ემოციების დათრგუნვას , ასეთი აღქმა გურჯიევის სწავლების არასწორი აღქმაა. -თვითმახსოვრობა- ასეთ სიტუაციებში ნიშნავს ცნობიერ არჩევანს იმ რეაქციისა, რომელსაც ამ მოვლენაზე მოახდენთ, ეს მეთოდი თქვენ გაძლევთ საშუალებას გაჩნდეს გარკვეული წყვეტა მომხდარ უსიამოვნო მოვლენასა და თქვენს რეაქციას შორის , სწორედ ამ წყვეტის დროს მიიღება არა დაპროგრამირებული არამედ - საკუთარი ნებელობის- გადაწყვეტილება

რაზეც ახლა ვსაუბრობთ მისი (მიუხედვად რომ შეიძლება საკმაოდ მარტივად ჟღერდეს) ცხოვრებაში დანერგვა თავიდან ნებისმიერ პრაქტიკანტს გაუჭირდება, მდგომარეობა როდესაც თქვენ ნებისმიერ სიტუაციაში შინაგანი დამკვირვებლის პოზიციიდან შეგეძლებათ ზოგჯერ თავის შეკავება, ხოლო ზოგჯერ როგორც გურჯიევი იძახდა ისეთი პასუხის გაცემა რომ ,, ის საკუთარმა ბებიამაც ვერ იცნოს’’ , გურჯიევის სისტემის ასე ვთქვათ ,,უმაღლესი პილოტაჟია’’.

ჩემი დაკვირვებიდან მინდა გითხრათ რომ, როდესაც თვითმახსოვრობას აპრაქტიკებ თავიდან გექნებათ შეფერხებები კრიტიკულ სიტუაციების წარმოქმნისას ანუ გექნებათ შერგძნება, რომ ან არაცნობიერი უნდა გახდეთ და უპასუხოდ მექანკურად, შეგექმნებათ ილუზია თითქოს შინაგანი დამკვრვებელი გაფერხებთ სხარტად იმოქმედოთ , თუმცა მინდა გითხრათ რომ დროთა განმავლობაში -დამკირვებლით- მიღებული გადაწყვეტილება სულ უფრო და უფრო სწრაფი გახდება .

გურჯიევი იწყებს სულ თავიდან და გვთავაზობს შემდეგ მეთოდებს, მაგალითად : თუ ეცდებით თვითმახსოვრობის პრაქტიკის დანერგვას თქვენს ცხოვრებაში აღმოეჩენთ, რომ ეს საკმაო ენრგიას მოითხოვს, ჩაატარეთ ექსპერიმენტი და ნახავთ, რომ თუ გადაწყვეტთ გაისეირნოთ ქუჩაში ისე რომ ეს -მახსოვრობის გრძნობა სახლში დაბრუნებამდე შეინარჩუნოთ, მცირე ხნის შემდეგ აღმოაჩენთ თქვენს თავს სრულიად დაკარგულს, როგორც გარეთ მომხდარ მოვლენებსა, ასევე თქვენი ფიქრების უკონტროლო ნაკადში, ამიტომ გურჯიევი ურჩევდა პრაქტიკანტებს თავიდანვე კი არ შეჭიდებოდნენ მთელი დღის მანძიზლე თვითმახსოვრობით ცხოვრებას, არამედ აერჩიათ კონკრეტული მოვლენა და ხანგრძლივობა , რა დროსაც წინასწარი განზრახვის შესაბამისად ამაგავრ შინაგანი მუშაობის მდგომარეობაში გაატერბდენ მათ მიერ შერჩეულ სიტუაციას .

ასეთი წინასწარ არჩეული სიტუაცია შეიძლება იყოს როგორც ერთი საათი სერინობა , სამარშუტო ტაქსში მგზავრობა , ან კონკრეტული ადამინის არჩევა და მასთან ყოფნის დროს მისდა შეუმჩნევლად ამ პრაქტიკის გატარება.
თქვენს მიერ შერჩეული დროის მონაკვეთების ცნობიერი გავლა მოგცემთ შესაძლებლობას გავარჯიშოთ ზემოთ ხსენებული ,,მეორე ყურადღება ‘’ ისე რომ ენერგია გეყოთ მის განსახორციელებლად, ამგვარი მიდგომა მოგცემთ საშუალებას გაიგოთ ამ პრაქტიკის ,,გემო’’ ხოლო შემდგომ აღმოაჩენთ რომ თანდათან შეძლებთ უფრო გაზარდოთ თქვენი ცნობიერი მუშაობის ხანგრძლივობა , როგორც დროის თავლსაზრისით ასევე ემოციურად რთულ სიტუაიციების გავლით.

ამით ვამთავრებ გიორგი გურჯიევის სისტემაში იმ მთავარი ასპექტების ჩემეულ ანალზის რომელის შედეგებიც მხოლოდ პრაქტიკისთვის გაწეული ძალისხმევის პროპორციულია, ხოლო მათი მიერ მოტანილი თავისუფლება არ გადმოიცემა თეორიულად , ეს ყველამ თვითონ უნდა აღმოაჩინოს.

მოამზადა : ნიკოლოზ ჩიხლაძე
https://www.facebook.com/nikoloz.chikhladze

GeoAstro - 08.12.2015скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?

როგორ წელს "უწინასწარმეტყველებენ" ასტროლოგები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს

პლუტონი - პლუტონის კვადრატურა (ტრანზიტული პლუტონი → ნათალური პლუტონი)

რას ნიშნავს „ღმერთი“ და როგორ გავხდეთ საკუთარი ბედის გემოვნებიანი შემოქმედნი

Guide to cats and kittens